უსაფრთხოების ოთხი ოქროს წესი
1. ყოველთვის ჩათვალეთ რომ იარაღი დატენილია
2. იარაღი მიმართეთ უსაფრთხო მხარეს
3. თითი მოაცილეთ სასხლეტს
4. გადახსენით იარაღი და შეამოწმეთ სავაზნეები
უსაფრთხოების სხვა წესები:
1. საკუთარ იარაღზე კანონის წინაშე მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი
2. იარაღი და ტყვია-წამალი შეინახეთ უსაფრთხო ადგილას, უცხოებისთვის და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომლად.
3. შენახვისას იარაღის სასხლეტი ბლოკირებული უნდა იყოს სპეციალური საკეტით. იარაღი უნდა ინახებოდეს საკეტის მქონე კარადაში ან ყუთში.
4. იარაღი დატენეთ მხოლოდ სანადირო სექტორში.
5. არ მიიღოთ და არც სხვას არ გადასცეთ დატენილი იარაღი.
6. არ მიაყრდნოთ იარაღი მანქანას, ხეს ან სხვა საგანს.
7. ბარიერზე გადასვლისას ჯერ გადახსნილი იარაღი გადადეთ (მიწაზე) და მერე თქვენ გადადით.
8. კარგად შეაფასეთ სამიზნე სროლამდე. არ ისროლოთ სილუეტის, ან გაურკვეველი ხმის მიმართულებით.
9. იარაღის დატენვამდე შეამოწმეთ ლულები (განსაკუთრებით ზამთარში, როცა ლულაში თოვლის მოხვედრის შესაძლებლობაა).
10. თუ ვაზნამ გიმტყუნათ, არ გადახსნათ იარაღი 5 წამის განმავლობაში (შესაძლებელია ვაზნის ნაგვიანები გავარდნა).
11. თოფის გადახსნისას სავაზნეები მიმართე უსაფრთხო მიმართულებით და არა შენსკენ.
12. გამოიყენეთ მხოლოდ ამ იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები (მონაცემები ნახეთ ლულაზე ან იარაღის პასპორტში).
13. არ ენდოთ დამცველ ღილაკს. ისევე როგორც ნებისმიერი მექანიზმი, დამცველიც შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს და უკონტროლო გასროლა მოხდეს.
14. კარგად დაათვალიერე სივრცე რომელიც სამიზნის უკანაა.
15. წყლის ზედაპირმა ან სხვა მყარმა საგანმა შეიძლება მიმართულება შეუცვალოს ტყვიის (საფანტის) ტრაექტორიას.
ორიენტირება რუქით და კომპასით
რთულად წარმოსადგენია რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნადირობისას ორიანტაციისათვის რუქა დაგჭირდეს, მით უმეტეს მაშინ როდესაც ინტერნეტის მომხმარებელი მონადირეების დიდი ნაწილი მიჩვეულია ნადირობას საკუთარი მანქანიდან 500 მეტრის რადიუსში. თუმცა ისეთი შემთხვევებიც ხდება, როდესაც რუქა და კომპასიც საჭიროა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მკითხველისთვის გაგვეცნო ცოტა რამ რუკის მოხმარების წესების შესახებ.
ყურადღებით დავაკვირდეთ რუქას, მის ზედა ნაწილში ყოველთვის განთავსებულია – ჩრდილოეთი (როდესაც რუქა წაღმა გვიჭირავს ხელში) ქვემოთ – სამხრეთი, მარჯვნივ – აღმოსავლეთი და მარცხნივ – დასავლეთი.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის რუქის მასშტაბი, მაგალითად 1:200000 ნიშნავს რომ ყველაფერი რუქაზე დატანილია 200000 დაპატარავებილი, და რუქის 1 სანტიმეტრი შეესაბამება რეალურ 2 კილომეტრ მანძილს.
აუცილებელია რუკის ორიენტირება, ანუ მოვათავსოთ ის ისე რომ რუქაზე განლაგებული ობიექტები ზუსტად ემთხვეოდეს ობიექტის რიალურ განლაგებას. ეს შესაძლებელია როგორც კომპასით ასევე გარშემო მყოფი ობიექტების საშუალებით.
კომპასის საშუალებით ჯერ უნდა მოვძებნოთ ჩრდილოეთი მხარე, ხოლო შემდეგ რუქის ზედა ნაწილი მოვაბრუნოთ ჩრდილოეთისაკენ.
ობიექტების მიხედვით ორიენტირებისას, მაგალითად ავიღოთ გზა რომელზეც ვიმყოფებით, რუქა დავიჭიროთ ხელში ისე რომ მასზე გამოსახული გზა ზუსტად ემთხვეოდეს სინამდვილეში არსებული გზის მიმართულებას. ამასთანავე ყურადღება უნდა მივაქციოთ რომ სხვა ობიექტების განლაგება რუქაზე უნდა ემთხვეოდეს მის განლაგებას გარემოში.
რუკის ორიენტირების შემდეგ შეგვიძლია ვიფიქროთ ჩვენი ადგილ-სამყოფელის მოძებნაზე. ამისათვის შევარჩიოთ ორი ჩვენთვის ნაცნობი ობიექტი, სასურველია სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითისათვის ავიღოთ პირდაპირ (ჩვენიდან ჩრდილოეთით) მდებარე მთა და მარჯვნივ (ჩვენიდან აღმოსავლეთით) მდინარე. ჩვენიდან ორივე ობიექტის მიმართულებით გავავლოთ სწორი ხაზი, ხაზების გადაკვეთის ადგილი არის ჩვენი მდებარეობა.
რუკის გარდა სასურველია თან იქონიოთ კომპასიც, რომ ღამით, ცუდი ხედვის პირობებში(ნისლიან ამინდში), ან ისეთ ადგილზე სადაც არ ჩანს ნაცნობი ობიექტები გავარკვიოთ ჰორიზონტის მხარეები. ასეთ პირობებში გადაადგილება ხდება აზიმუტის მიხედვით.
აზიმუტი არის კუთხე რომელიც წარმოიქმნება ჩრდილოეთი-სამხრეთის შემაერთებელ ხაზსა და არჩეულ ობიექტს შორის, რომელიც გამოსახულია რუქაზე. მაგალითად ჩვენ გვინდა მივიდეთ ადგილზე რომელიც არ ჩანს ჰორიზონტზე, არ არის მასთან მისასვლელი გზა, მაგრამ ვხედავთ მის მდებარეობას რუქაზე და ვიცით რომ ჩრდილოეთი-სამხრეთის შემაერთებელი ხაზიდან უნდა ვიმოძრაოთ 20 გრადუსიანი კუთხით აღმოსავლეთისაკენ 5 კილომეტრი.
ყველანაირი თეორიული ცოდნის მიუხედავად ყოველთვის უნდა ეცადოთ რომ სანამ ექსტრემალურ სიტუაციაში ჩავარდებით პრაქტიკით გაამყაროთ თქვენი ცოდნა და ერთხელ მაინც ნაცნობ ადგილზე ცადოთ რუკით ორიენტირება რომ მეტად თავდაჯერებული იყოთ და რაც ყველაზე სახიფათოა უფრო ღრმად დაიკარგოთ ტყეში, ბევრი ალბათ იმასაც იფიქრებს რომ საქართველოში ამხელა ტყეები არ არის სადაც შეიძლება დაიკარგო, მაგრამ ხშირია შემთხვევები როდესაც ტყეში ორიენტირის გარეშე დარჩენილ და დაბნეული ადამიანები ისე დადიან წრეზე რომთვიტონაც ვერ ხვდებიან ხოლმე ამას. ვინც ერთხელ მაინც მოხვედრილა მსგავს სიტუაციაში მიხვდება თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჰორიზონტის მხარეების მიხედვით ორიენტირება.