რა უნდა გვახსოვდეს ნადირობის წინ?
რამდენიმე თვეში სანადირო სეზონი გაიხსნება და ბევრ ახალბედას პირველად მოუწევს სანადიროდ გასვლა. სწორედ მათ გვინდა შევახსენოთ, რომ ნადირობის დროს უმთავრესი ეთიკური და მორალური ნორმების დაცვაა, რომელიც მაღალ ზნეობასთან და კულტურასთან უნდა იყოს შეხამებული. არსებობს დაწერილი თუ დაუწერელი ქცევის წესები და ძირითადი კრიტერიუმები, რომლებითაც ნებისმიერი მონადირე უნდა ხელმძღვანელობდეს, როცა სანადიროდ წასვლას გადაწყვეტ.
1.თუ სანადირო განწყობა არ გაქვთ ან თავს შეუძლოდ გრძნობთ, ჯობია სანადიროდ წასვლისგან თავი შეიკავოთ, სხვა თუ არაფერი, თქვენი ცუდი განწყობა სხვებსაც გადაედება ან უარესი, შესაძლოა თქვენი მეგობრები გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენოთ და ნადირობა საერთოდ ჩაშალოთ.
2. ძალიან არაეთიკურია ისეთ სანადირო სავარგულში ჩასვლა, მით უმეტეს საკუთარ მეგობრებთან ერთად, თუ წინასწარ არ შეუთანხმდებით მათ, ვინც იქ პირველად ჩაგიყვანათ ან დაგპატიჟათ.
3. თუ თქვენ სანადიროდ მიგიწვიეს, ”სტუმრის სტატუსს” უნდა დასჯერდეთ, ზედმეტი არ უნდა აიღოთ, საკუთარ თავზე და თავი ”მასპინძლად” არ უნდა ჩათვალოთ… და პირიქით, თუ მასპინძლობა თქვენ გიწევთ, მაშინ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ კომფორტი შეუქმნათ მოპატიჟებულებს-გააცნოთ სავარგულისა და რელიეფის სტრუქტურა-თავისებურება და ნადირ-ფრინველის სავარაუდო ადგილსამყოფელი.