Workshop Space Rustavi | ვორქშოფ სივრცე რუსთავი
Workshop Space Rustavi | ვორქშოფ სივრცე რუსთავი
📍ზედგენიძის 62, რუსთავი
Retco აგრძელებს ღონისღიებათა სერიას B4C-C4B | Business for community, community for business ახალი პროექტით ვორქშოფ სივრცე რუსთავი. სადაც დაინტერესებული ახალგაზრდები, შეძლებენ უფასოდ შეიძინონ ან გაიუმჯობესონ უნარები ისეთ მოთხოვნად და საინტერესო პროფესიებში როგორებიცაა მარკეტინგი, გაყიდვები და ადამიანური რესურსების მართვა. კურსები სრულად დაფინანსებულია Retco-ს მიერ.
ჩვენ გვჯერა, რომ ბიზნესის ვალდებულებაა ზრუნავდეს იმ გარემოზე, რომელშიც ოპერირებს.
სწორედ ამიტომ, როგორც საკუთარი მოთხოვნებიდან, ისევე ქალქის საჭიროებებიდან გამომდინარე, კომპანიამ გადაწყვიტა შექმნას შესაბამის სფეროებში დასაქმებული პრაქტიკოსი პროფესიონალების დახმარებით შექმნას კურსების სერია - რომელიც შეავსებს დასაქმების ბაზარზე არსებულ დანაკლისებს და 18-დან 25 წლამდე რუსთაველ ახალგაზრდებს მისცემს დასაქმებისა და პროფესიული განვითარების საშუალებას.
ახალგაზრდები შეძლებენ ისწავლონ პროფესიები, შესაბამისი სფეროების მაღალი დონის პროფესიონალებისგან, აკეთონ პრაქტიკული დავალებები და რაც მთავარია - პროგრამის პირველი ნაწილის წარმატებულად გავლის შემდეგ , გაიარონ პრაქტიკები დამსაქმებლებთან,
მონიშნე შენი ინტერესი, დარეგისტრირდი კურსებზე და დაელოდე ჩვენგან უკუკავშირს.