კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული და სისტემური ცოდნა HR ადმინისტრირების ყველა ძირითად მიმართულებაში — შრომითი ურთიერთობებიდან HR დოკუმენტაციამდე, ბრენდინგიდან HR ტექნოლოგიებამდე.
HR-ის კურსის შედეგები
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ შეძლებ დამოუკიდებლად აწარმოო HR ადმინისტრირება — მოამზადო და მართო შრომითი დოკუმენტები, გაიგო შრომითი სამართალი, შექმნა Employer Branding, გამოიყენო თანამედროვე HR პროგრამები და AI ინსტრუმენტები, ასევე გააძლიერო შენი კომუნიკაციის უნარები.
ვისთვის არის ეს კურსი?
აუდიტორია: კურსი შექმნილია იმ რუსთაველი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან HR-ით და სურთ კარიერის დაწყება ადამიანური რესურსების მიმართულებით. თუ არ გაქვთ, ან მხოლოდ მცირე სამუშაო გამოცდილება გაქვთ ეს კურსი თქვენთვისაა.
მოთხოვნები: 18-25 წლამდე, რუსთაველი, HR სფეროთი დაინტერესება
ძირითადი მიმართულებები
კურსი ეფუძნება 5 მთავარ ბლოკს:
1. HR-ის როლი, ფუნქციები და სტრუქტურა კომპანიაში
2. შრომითი სამართალი და სამუშაო ურთიერთობების მართვა (იურისტის —თეონა კილაძის ჩართულობით)
3. HR დოკუმენტაცია და პროცესები
4. HR ბრენდინგი
5. HR Software და ციფრული ინსტრუმენტები
დამატებით:
AI ინსტრუმენტების გამოყენება HR-ში
მეტყველების და კომუნიკაციის კურსი – მანანა კაზაკოვასთან ერთად
შეხვედრა 1
თემა: HR-ის ფუნქციები და HR განყოფილების მოწყობა
რა არის HR და რას აკეთებს ორგანიზაციაში
HR ადმინისტრატორის როლი
HR განყოფილების სტრუქტურა
HR პოზიციები და მათი ფუნქციები
როგორ მუშაობს HR სხვადასხვა ტიპის კომპანიაში
შეხვედრა 2
თემა: შრომითი ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლები
შრომითი კოდექსის ძირითადი პრინციპები
დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებები
შეხვედრა 3
თემა: შრომითი ურთიერთობის ფორმები
შრომითი ხელშეკრულება
მომსახურების ხელშეკრულება
სტაჟირება, გამოსაცდელი ვადა, დროებითი დასაქმება
შეხვედრა 4
თემა: დისციპლინა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა
გაფრთხილება და საყვედური
გათავისუფლების პროცედურები
სამართლებრივი რისკები HR-ისთვის
შეხვედრა 5
თემა: HR დოკუმენტების სისტემა
პერსონალური საქმე
შიდა წესები და პოლიტიკები
შრომითი ხელშეკრულებები
შეხვედრა 6
თემა: დოკუმენტების წარმოება
მიღება, გადაყვანა, გათავისუფლება
შვებულებები და გაცდენები
მონაცემთა დაცვა
შეხვედრა 7
თემა: დამსაქმებლის ბრენდი
Employer Branding
კომპანიის იმიჯი კანდიდატებისა და თანამშრომლებისთვის
შეხვედრა 8
თემა: შიდა კომუნიკაცია და თანამშრომლის გამოცდილება
onboarding
ჩართულობა
კორპორატიული კულტურა
შეხვედრა 9
თემა: HR სისტემები
HRIS, ATS, Payroll
როგორ მუშაობს HR პროგრამები
შეხვედრა 10
თემა: HR Software პრაქტიკაში
მონაცემების მართვა
ანგარიშგება
პროცესების ავტომატიზაცია