„ინგლისურად არის ყველა იმ საიტის 57.8%, რომელზეც გვაქვს ინფორმაცია.“ წყარო: w3techs.com
(ბოლო ნახვა: იანვარი 2020)
„ქართულ ენას იყენებს ჩვენთვის ცნობილი საიტების 0.1%-ზე ნაკლები.“ წყარო: w3techs.com
(ბოლო ნახვა: თებერვალი 2020)
70+ მონაცემი ინგლისურის სარგებელზე bit.ly/english_data
წიგნები წაიკითხე, უყურე ფილმებს, მოუსმინე მუსიკას, ითამაშე. ორი სიტყვით გააკეთე რაც გაინტერესებ, მთავარია ეს იყოს ინგლისურად.
ასევე, მნიშვნელოვანია — რასაც წაიკითხავ, უყურებ, თუ მოუსმენ უნდა იყოს გასაგები. მაგალითად, შეიძლება უყურო ფილმს და ცალკეული სიტყვის მნიშვნელობა არ იცოდე, მაგრამ ზოგადად თუ ხვდები, თუ გასაგებია რას ლაპარაკობენ შენი ტვინი თვითონ „ისწავლის“ დანარჩენს. ინგლისურად ამას უწუდობენ comprehensible input. უყურე ვიდეოს, რომ გაიგო მეტი.
რაც უფრო ხშირად და მეტ გასაგებ (comprehensible input) ინფორმაციას მიიღებ, მით უფრო დაეუფლები ინგლისურს. ყოველ დღე მინიმუმ 15 წუთი უკვე კარგია.
რაც მთავარია, სწავლის პროცესში არ უნდა დაისტრესო.
ინგლისურის დაუფლებისთვის კიდე 100+ რესურსი იხილე აქ groups.diigo.com/group/edtechecg/content/tag/"ინგლისური+ენა".