შაბლონი შედგება 3 მოსამზადებელი ეტაპისგან და გეგმის შედგენის ნაწილისგან. ეს დაგეხმარებათ მოემზადოთ ინგლისურის სწავლისთვის და დაგეგმოთ პროცესი.
გააკეთეთ შაბლონის ასლი (გახსენით დოკი ახალ ჩანართში და File/Make a copy ფუნქციით შეინახეთ ასლი თქვენს დრაივზე).
დაიწყეთ 1-ლი და მე-2 ეტაპების კითხვებზე პასუხების გაცემით.
ამის მერე დაუკავშირდით ტრენერს, რაზმიკ ბადალიანს (facebook.com/razmikecg, rbadalyan@educaregeorgia.com). ტრენერი მოგწერთ უკუკავშირს 1-ლ და მე-2 კითხვის პასუხებზე და მე-3 ეტაპისთვის სასწავლო რესურსების სიას.
3 მოსამზადებელი ეტაპის მერე ტრენერთან ერთად შეადგენთ თქვენს ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გეგმას. შემდგომი გეგმების დასახვაშიც ტრენერი დაგეხმარებათ.
ამის მერე გექნებათ განსაზღვრული ვადა პირველადი გეგმის შესრულებისთვის.
გეგმის შესრულების მერე მოხდება შედეგების გადახედვა და შემდეგი გეგმის დასახვა.
სწავლის პროცესი ასე ციკლურად გაგრძელდება, ერთი გეგმა ჩაანაცვლებს მეორეს.
ზოგადად ენის დაუფლება უსასრულო პროცესია, თუმცა ამ პროექტის ფარგლებში სასრული მიზანი გექნებათ. კერძოდ, რომ განავითაროთ ინგლისურის დაუფლების ჩვევა.