ჩვენს შესახებ

იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერო–საინფორმაციო ასოციაცია (ასა)

იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერო–საინფორმაციო ასოციაცია „ასა“ შეიქმნა ქ. ქუთაისში 1994 წელს მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ხელშეწყობის მიზნით. საკანონმდებლო ცვლილებების გამო ორგანიზაცია დარეგისტრირებულია ორჯერ (იუსტიციის სამინისტროს და ქალაქის სასამართლოს მისრ). 05.01.99 წელს ორგანიზაცია რეგისტრირებულია ქუთაისის სასამართლოს მიერ, რეგისტრაციის #12/10-28. ორგანიზაციის მისამართი: ქ. ქუთაისი, წერეთლის #71.

ორგანიზაციის მისია: იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერო–საინფორმაციო ასოციაცია „ასა“ არის მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც ხელს უწყობს მხარეში რესურსულ ბაზის ათვისებისათვის მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. ელექტროკომუნიკაციების საშუალებით ვქმნით საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრს სამივე სექტორისათვის. ეწევა ეკოლოგიურ სამუშაოებს. არსებობის განმავლობაში ასოციაციას შესრულებული აქვს 43 დიდი და პატარა პროექტი, რომელთა უზრუნველყოფაც ხდებოდა სხვადასხვანაირად – დაკვეთა, მომსახურეობა, თვითდაფინანსება, ტექნიკური დახმარება, საგრანტო და პარტნიორული პროგრამებით, შემოწირულობები და სხვა.

შესრულებულ პროექტები:

  1. იმერეთის მცირე მდინარეთა და წყალუხვი წყაროების პოტენციალის შესწავლა (1995 წ.);

  2. მინი–ჰესის მშენებლობა სოფელ ბროლისქედში (დაფინანსდა ბიზნეს–სექტორის მიერ 1996 წელს);

  3. პარტნიორული მონაწილეობა ქ. ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ჰელიო გამაცხელებლის კომპლექსის რეაბილიტაციაში (დაფინანსდა წითელი ჯვარის მიერ 1997 წელს);

  4. ქარის ენერგიის მონიტორინგი NRG-SYSTEM (პარტნიორული პროექტი ENECO–სთან ერთად, 1998-200 წ.წ. );

  5. ქუთაისში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამოკვლევა და მათი კატალოგის შექმნა (ფონდი „ჰორიზონტი, 1998-2004 წ.წ.“)

  6. ბორჯომ–ხარაგაულის ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე რეგიონალური საინფორმაციო სისტემის შექმნა (WWF, 1999 წ.);

  7. ქუთაისის საზოგადოებრივი ორგანიზაციათა განვითარებაზე ხელშემწყობი ცენტრი (OSGF, 1999-2000 წ.);

  8. ქუთაისის ენერგეტიკული პრობლემები (Friedrich Ebert Stiftung, 2001 წ.);

  9. ენერგეტიკა და ქ. ქუთაისის საზოგადოება (USAID–ის გრანტი, OSC, 2001 წ.);

  10. საინფორმაციო–სადისკუსიო პუნქტის შექმნა ტყიბულის საზოგადოებისათვის (РЕЦ-Кавказа, 2011-2012 წ.წ.);

  11. იმერეთის რეგიონის ეკოლოგიური კატასტროფები (IATP/IREX, 2012-2013 წ.წ.);

  12. სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა ქუთაისის თვითმმართველობასა და კომუნალურ მეურნეობაში (Friedrich Ebert Stiftung, 2014-2015 წ.წ.);

  13. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა (Friedrich Ebert Stiftung, 2015 წ.);

  14. ეკომიგრანტები, მთავრობა და ჩვენ (World Bank, 2015-2016 წ.წ.);

  15. პრობლემა, რომელიც გვაწუხებს ყველას (РЕЦ-Кавказа, 2016-2017 წ.წ.);

  16. სამოქალაქო საზოგადოება და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება (Friedrich Ebert Stiftung, 2017 წ.);

  17. საზოგადოებრივი აზრის ჩართვა ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებებში (Friedrich Ebert Stiftung, 2018 წ.);

  18. სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა იმერეთის წყალმომარაგებისა და დასუფთავების პროგრამებში (Friedrich Ebert Stiftung, 2019 წ.);

  19. მომხმარებელთა ინტერესების დაცვა ქუთაისის კომუნალური დარგების თვითნებობისაგან (თვითდაფინანსება, 2017-2018 წ.წ.);

კოალიციური პრინციპით განხორციელებული პროექტების ნუსხა, სადაც „ასა“ წარმოადგენდა ტექნიკური კომპონენტის განმხორციელებლ ორგანიზაციას:

  1. საზოგადოებრივი აზრის ჩართვა პოლიტიკურ პარტიათა პროგრამებში (Friedrich Ebert Stiftung, 2019-2021 წ.წ.);

  2. საზოგადოებრივი მონიტორინგი იმერეთის წყალმომარაგების სამუშაოებზე (Friedrich Ebert Stiftung, 2020 წ.);

  3. კავკასიელები დემოკრატიისაკენ (Friedrich Ebert Stiftung, 2021 წ.);

  4. დავეხმაროთ საზოგადოებას სიმართლის გაგებაში (EWMI-GPAC, 2021 წ.)

  5. დამოუკიდებელი საინფორმაციო წყარო ქუთაისის კომუნალური მეურნეობის შესახებ (Friedrich Ebert Stiftung, 2021 წ.).