პუბლიკაციები

ჩვენს მიერ 2004 წლის და შემდგომ შესრულებული პროექტების უმრავლესობაში ყოველთვის ვცდილობდით იმ პერიოდის მდგომარეობის შესწავლას საზოგადოებრივი აზრიდან გამომდინარე. მასში ისმებოდა კითხვები, რომლებიც ძირითადათ აწუხებდა საზოგადოებას და როგორ ხედავდა არსებული პრობლემების გადაჭრას ან მისი შერბილების მეთოდებს. ამის პარალელურად მოწვეული გვყავდა დარგის სპეციალისტები, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნდათ დარგში მუშაობისა და ხანგრძლივი პერიოდი მუშაობდნენ ქუთაისში გარკვეულ თანამდებობებზე, სადაც მათი ვალდებულებები წარმოადგენდა შეხედულებების, არსებული მდგომარეობის დადებითი და უარყოფითი მხარეების აღწერას და საკონსულტაციო თეზისების თუ წინადადებების წარმოდგენას და ზრუნვას გარკვეული განვითარებისადმი თუ ექსპლუატაციისათვის მოყვანილ პრინციპებზე ტარდებოდა კომუნალური დარგების შესაბამისი მონიტორინგი თავიანთი ფოტომასალის წარმოდგენითა და არქივების მოწყობით.

ყოველი ზემოთ აღწერილი მასალა ძალიან ხშირად გამოიცემოდა მცირე ბროშურის სახით, რამოდენიმე ასეული ეგზემპლიარის ოდენობით და ურიგდებოდა ბენეფიციარებს, სახელისუფლებო სტრუქტურებს, ცენტრალურ ბიბლიოთეკას და ყველა დაინტერესებულ პირს. ქალაქის კომუნალური მეურნეობის შესახებ ჩვენ ორგნიზაციას სულ გამოცემული აქვს 5 ბროშურა, ესენია:

  1. „ქუთაისის კომუნალური მეურნეობა“ – 2014 წელი.

  2. „რა მდგომარეობაშია ქუთაისში ენერგეტიკა“ – 2015 წელი.

  3. „სამოქალაქო საზოგადოება და ქუთაისის ხელისუფლება“ – 2017 წელი.

  4. „ქუთაისის წყალმომარაგების პრობლემები“ – 2019 წელი.

  5. „წყალმომარაგების რეაბილიტაცია იმერეთში და საზოგადოება“ – 2020 წელი

  6. 2021 წელს ჩვენმა ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო კოალიციური პროექტის "კავკასიელები დემოკრატიისაკენ" განხორციელებაში. პროექტი შეასრულა ა.ა.ი.პ. "ახალი სამოქალაქო აზროვნება +"–მა ფრიდრიხ ებერტის ფონდთან პარტნიორობით. პროექტის ფარგლებში გამოშვებული იქნა ბროშურა სახელწოდებით "კავკასიელები დემოკრატიისაკენ". იგი იყო ორენოვანი – ქართული და აზერბაიჯანული. ბროშურაში მოთავსებული 12 ნაშრომიდან ორი წარმოადგენდა საინფორმაციო ხასიათის თავს, ერთი იყო შესავალი და დანარჩენი ცხრა თავიდან 7 დაწერილია იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერო–საინფორმაციო ასოციაცია – ასა–ს წევრების მიერ და იგი წარმოადგენდა გამოცდილების გაზიარებას არსებული მდგომარეობის მიხედვით ქუთაისსა და აზერბაიჯანის ქალაქ განგას შორის საზოგადოების ზემოქმედების შესახებ კუმუნალური მეურნეობის დარგებში.

ყველა პროექტზე გამოვცემდით სპეციალურ საინფორმაციო ბუკლეტებს, რომლებიც ურიგდებოდათ ბენეფიციარებს. ბროშურების შინაარსით ვცდილობდით დაგვეხატა არსებული სურათი თხრობითა და ფოტომასალის მეშვეობით, რაც რეალურად იყო იმ მომენტისათვის პროექტით მოცულ არეალსა და დარგში. ჩვენს მიერ გამოცემულ ბროშურები, ყველანი არის მხოლოდ ქართულენოვანი, ისინი დაურიგდა შესაბამის უწყებებსა და კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახელმწიფო უწყებებს, საჯარო ბიბლიოთეკას. გარდა ბროშურებისა ყოველი პროექტის განვითარებისა და მისი შედეგების შესახებ იბეჭდებოდა შესაბამისი სტატიები ადგილობრივ, რეგიონულ, ცენტრალურ პრესაში, ასევე გამოცემულია ონლაინ–გამოცემაში ერთი სტატია.