🟡პაკეტი-ხატვა არტ KIDS კლასი!
👉გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია ან დაგვიკავშირდით:
მობილურზე: 555 995 335
მისამართი: ბათუმი, თაყაიშვილის ქ. № 51
ასაკობრივი ზღვარი:
3 დან 12 წლამდე
საფასური:
ხატვის წრეზე სწავლის საფასური:
3-6 წლიანებში - 100 ლარი თვეში.
7-12 წლიანებში - 150 ლარი თვეში.
გამოფენები:
ჩვენი ხატვის წრის მოსწავლეებს, სისტემატიურად ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი სასწავლო სტუდია „ბიემსი ქიდსის“ ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოფენებში. სასწავლო წლის განმავლობაში, მინიმუმ 2-ჯერ მოეწყობა ნამუშევრების გამოფენა სხვადასხვა გალერეებსა და საგამოფენო სივრცეებში.
👉რეპეტიციების გრაფიკი და დრო ადმინისტრაციასთან თქვენი ვიზიტის შემდგომ გახდება ცნობილი.
🔴 რა ისწავლება ხატვის წრეზე?
ხატვის წრეზე მოსწავლეები შეისწავლიან აკადემიური ხატვის საფუძვლებს. ისინი შეისწავლიან ისეთ ცნებებს, როგორიცაა ფერთა პალიტრა, გეომეტრიული ფორმები, ფორმა სივრცესთან მიმართებაში, დომინანტი ფიგურა, ფონი, ანტურაჟი, პერსპექტივა და ა.შ. მოსწავლეები დახატავენ ნატურმორტებს. მიიღებენ ზოგად ინფორმაციას ადამიანის სხეულის აგებულების და მისი პროპორციების შესახებ და ა.შ.
სასწავლო პროგრამა შედგენილია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, შედარებით უფრო პატარა მოსწავლეები, გამარტივებული ფორმებით შეისწავლიან ზემოთ ნახსენებ თემებს. ასაკის მატებასთან ერთად კი გაიზრდება როგორც მეცადინეობების სირთულე, ისე თემების მრავალფეროვნება და მათ დაემატებათ ახალი ცნებებიც. მაგალითად:
უფროსი ასაკის მოსწავლეების პროგრამის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სიმეტრია და ასიმეტრია გეომეტრიული ფორმების დახმარებით. ამ ცნებების ასახვა ნამუშევარში; დინამიური და სტატიური ფიგურები. ისინი მათი დახმარებით შექმნიან გრაფიკული ნამუშევრებს. მათ ასევე მოუწევთ ჩანახატისა და ესკიზის შექმნის ტექნიკის ათვისება.
თუმცა გარდა აკადემიური ხატვის საფუძვლების ზემოთ მოყვანილი მცირე ჩამონათვალისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მოსწავლეების აბსტრაქტული აზროვნების უნარის გაღრმავება და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, ამიტომ გარდა ტექნიკის დახვეწისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი მოსწავლეების მხრიდან ყველანაირ კრეატიულ იდეას და ხელს შევუწყობთ მათ განხორციელებას.
🔴 ხატვის როლი ბავშვის განვითარებაში
უფროსებს ხშირად გვავიწყდება საკუთარი ბავშვობა და ამ შეუცნობელ შესაძლებლობათა ნამდვილი ფასი. ვცდილობთ, ბავშვი ნაადრევად გამოვიყვანოთ ბავშვური სამყაროდან, გვინდა ბევრი რამ ვასწავლოთ, ცხოვრებისათვის დროზე ადრე მოვამზადოთ. ამას კი ხშირად არასასურველი შედეგი მოყვება, რადგან ვიწვევთ ბავშვის განვითარების ხელოვნურ დაჩქარებას, რაც ისევე საზიანოა, როგორც განვითარების ხელოვნური დაგვიანება.
ბავშვის განვითარება ყველა სფეროს მოიცავს:
ფიზიკურ ზრდას, რაც გულისხმობს სხეულის ზომებისა და ფორმის, ცენტრალური ნერვული სისტემის, სენსორული და მოტორული უნარების განვითარებას.
კოგნიტური (შემეცნებითი) პროცესების - აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, აზროვნების და მეტყველების განვითარებას.
ფსიქოსოციალურს - პიროვნული ნიშნების შეძენასა და საკუთარი უნიკალურობის გრძნობის განვითარებას, მის ადაპტაციას საზოგადოების მოთხოვნებთან და კულტურულ გარემოსთან.
სკოლამდელი ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია სამი ეტაპი: თამაში, ხატვა და ზღაპრის ინტერესი. აღსანიშნავია, რომ ხატვა ხელს უწყობს ბავშვის შინაგანად განცდილის გარეთ გამოტანის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. ხატვის საშუალებით ის ბევრ ისეთ გძნობასა და თვისებას იძენს, რომელთა არც განცდა და არც შეთვისება სხვა დროს და სხვა პირობებში მას არ შეუძლია. ხატვა ქცევის ისეთი ფორმაა, რომელიც ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა ფსიქიკურ უნართა მოქმედებისთვის მზაობას გულისხმობს.
უპირველესი მიზეზი ამისა არის ის, რომ ხელოვნება ეხმარება ბავშვებს აღმოაჩინონ თუ როგორ უნდა შექმნან ბედნიერება, სიხარული. ჩვენ ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობთ, სადაც ბავშვთა უმრავლესობა დიდ დროს ატარებს კომპიუტერებთან, ტელევიზორებთან და დიდ დროს უთმობს თამაშებს. თუმცა ჩვენ, ადამიანები ხომ იმისთის ვართ შექმნილნი, რომ რაიმე ახალი შევქმნათ. სწორედ ამიტომ დღესდღეობით, მოზარდებს სჭირდებათ შესაძლებლობები, რომ სტიმულირება მისცენ თავიანთ წარმოდგენებს.
დასასრულს კი დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხატვა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. ის დიდ როლს ასრულებს მისი ფიზიკური, ემოციური და კოგნიტური უნარების განვითარებაში. სხვა არც ერთი აქტივობა არ აძლევს ბავშვს საშუალებას გამოხატოს საკუთარი ემოციები და გახდეს მეტად თავდაჯერებული, ისე როგორ ხატვა. ასე რომ, როცა დავინახავთ, რომ ბავშვი ხატავს ყოველთვის უნდა შევაქოთ და მოვიწონოთ მისი ნახატი.
👉გსურს? მაშინ გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია ან დაგვიკავშირდით:
მობილურზე: 555 995 335
მისამართი: ბათუმი, ექვთიმე თაყაიშვილის ქ. № 51
არტ ბიემსი ჯგუფი - გისურვებთ წარმატებას!