საქართველოს საპატრიარქო
საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია
საქართველოს საპატრიარქო
საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია
Patriarchate of Georgia
Diocese of Sagarejo and Ninotsminda
სიახლეები
პეტრე და პავლეს სახელობის ტაძრის კურთხევა
📍 ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ ᲔᲞᲐᲠᲥᲘᲔᲑᲘᲓᲐᲜ
🔸 ამა წლის 15 მაისს საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) საგარეჯოში წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრე და პავლეს სახელობის ტაძარი აკურთხა.
აღნიშნული დღისთვის, საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდან, გურჯანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა)
🔸 ტაძრის წინამძღვრად დადგენილია მღვდელი ლაზარე ბუჩუკური
_ფოტო მემატიანე | დიდი შაბათის ცისკრის ლოცვა,ლიტანიობა პატარძეულის წმ. შიო მღვიმელის სახელობის ტაძარი-ში 18.04.25
მაცხოვრის გარდამოხსნა
შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი ქრისტე, და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა.
_ფოტო მემატიანე | ბზობის დღესასწაული პატარძეულის წმ. შიო მღვიმელის სახელობის ტაძარში
" ზეცათა შინა საყდართა, კიცუსა ქუეყანასა ზედა მჯდომარემან, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ანგელოზთა ქებაი დღეს და ყრმათა გალობაი ზოგად შეიწირე, რომელნი გალობდეს: კურთხეულ ხარ, რომელი მოხუედ ცხორებად და განახლებად, მხსნელო ადამისო, ვითარცა კაცთმოყუარე ხარ".
• აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო მსახურება პატარძეულის წმ. შიო მღვიმელის სახელობის ტაძარი-ში აღევლინა. წირვის ბოლოს, ეპარქიის მღვდელმსახურმა მრევლს, ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.
_ფოტო მემატიანე | ბზობის დღესასწაული, საგარეჯოს წმ.დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარში
'' დაფლულნი შენ თანა ნათლისღებითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, უკვდავსა ცხოვრებასა ღირს ვიქმნენით აღდგომითა შენითა და სიხარულით ესრეთ ვღაღადებთ: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა''.
• აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო მსახურება საგარეჯოს წმ. დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარი-ში მღვდელმა გიორგი (კვანტალიანი) აღავლინა. წირვის ბოლოს, ტაძარის წინამძღვარმა მღვდელმა გიორგიმ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.
2025 წლის სააღდგომო (საინფორმაციო) კალენდარი - ეფრემ ასურის ლოცვა და კვების დღეები
გაეცანით 2025 წლის სააღდგომო (საინფორმაციო) კალენდარს, რომელზეც აღნიშნულია , ყველა ოფიციალური ინფორმაცია - ეფრემ ასურის ლოცვისა და ხორციელი / ყველიერის კვირის შესახებ.
კალენდარი წარმოადგენს, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის საავტორო საკუთრებას. კალენდარი შემუშავებულია ეპარქიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ, რომელიც გაძლევთ საშუალებას დიდი მარხვის პერიოდში იხელმძღვანელოთ, იყოს თქვენი სამაგიდო მეგზური.
ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრის ხორციელად შობა - დაბადების დღე
• "ღმერთმა ბედნიერი და დღეგრძელი გამყოფოთ, საეპარქიო სამწყსოსთან ერთად! "
მისმაღალყოვლადუსამღვდელოესს, აბბა ალავერდელ მიტროპოლიტს დავით (მახარაძე), ვულოცავთ დაბადებიდან - 65 წლის იუბილეს. ჩვენი ეპარქიის სახელით, ვუსურვებთ, დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და სულიერი (საეპარქიო) სამწყსოს კეთილდღეობას.
სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მღვდელმთავრის ხორციელად შობა - დაბადების დღე
• "ღმერთმა ბედნიერი და დღეგრძელი გამყოფოთ, საეპარქიო სამწყსოსთან ერთად! "
მისმაღალყოვლადუსამღვდელოესს, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტს / სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოს შიოს (მუჯირი), ვულოცავთ დაბადებიდან - 56 წლის იუბილეს. ჩვენი ეპარქიის სახელით, ვუსურვებთ, დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და სულიერი (საეპარქიო) სამწყსოს კეთილდღეობას, უფალმა აღავსოს თქვენი გული სულიერი სიხარულითა და თავისი მშვიდობით,რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა (ფილიპ. 4:7), გააძლიეროს თქვენი ხორციელი ძალები, მოგმადლოთ საქორეპისკოპოსო მოღვაწეობაში შემწეობა და ლოცვაში კადნიერება (მოგვიხსენეთ,თქვენს ლოცვებში) საქართველოში მართლმადიდებლობის ხვედრისთვის,
მოკრძალებული სიყვარულით უფალში.
30 იანვარი | ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტის ანგელოზის დღე - ანტონი დიდის ხსენების დღე.
• ''თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ,
გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს.იმ დღიდან, რაც თქვენ მონაზვნად აღიკვეცეთ ღვთის წმინდა ანტონი დიდის სახელით, ლოცვითი წინამძღოლობა ამ დიდი ღვთისათნო მოღვაწისა გფარავთ თქვენ ქრისტეს წმინდა ეკლესიისადმი მსახურების გრძელ გზაზე. გვსურს ეპარქიის სახელით, გისურვოთ ჯანისსიმრთელე საწინამძღვრო მსახურების მრავალშრომით საქმიანობაში, რომლის მიზანიცაა საეკლესიო ცხოვრების აღორძინება და კეთილმოწყობა, თქვენი ღვთისმოყვარე სამწყსოს შეგონება და ტრადიციული ზნეობრივი ფასეულობების დაცვა.
უფალმა აღავსოს თქვენი გული სულიერი სიხარულითა და თავისი მშვიდობით,რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა (ფილიპ. 4:7), გააძლიეროს თქვენი ხორციელი ძალები, მოგმადლოთ საეპარქიო მოღვაწეობაში შემწეობა და ლოცვაში კადნიერება (მოგვიხსენეთ,თქვენს ლოცვებში) საქართველოში მართლმადიდებლობის ხვედრისთვის.
მოკრძალებული სიყვარულით უფალში..."
30 იანვარი | სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის მღვდელმთავრის ხორციელად შობა - დაბადების დღე
• "ღმერთმა ბედნიერი და დღეგრძელი გამყოფოთ, საეპარქიო სამწყსოსთან ერთად! "
მისმაღალყოვლადუსამღვდელოესს, სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსს იგუდიელს (ტაბატაძე), ვულოცავთ დაბადებიდან - 61 წლის იუბილეს. ჩვენი ეპარქიის სახელით, ვუსურვებთ, დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და სულიერი (საეპარქიო) სამწყსოს კეთილდღეობას.
გუშინდელი დღესავით, ვიხსენებთ, ჩვენგან
უდრო დროს (იმიერ საქართველოში) წასული ყოვლადუსამღვდელოესი, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსის დიმიტრი (კაპანაძე) გარდაცვალების დღე | 23.01.22
გამოვთქვავთ ჩვენი ეპარქიის სახელით, დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ეპისკოპოს დიმიტრის გარდაცვალების გამო, ვუერთდებით მეუფის სულისათვის აღვლენილ მოსახსენიებელ პანაშვიდს. დიდი დანაკლისია, ეპისკოპოსი დიმიტრი, როგორც მეზობელი ეპარქიისთვის, წმ.სინოდისთვის და საეპარქიო სამწყოსთვის.ეპისკოპოსი დიმიტრის გარდაცვალების ამბავი უკავშირდება, კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციას.
ა/წ 23 იანვარს, მეუფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, მღვდელმსახურებთან, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად.
ფოტოქრონიკა წარმოადგენს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია/Eparchy of Khornabuji and Heretiის სოც.ქსელის ანონსს, რომელიც გამოყენებულია, მეუფის გარდაცვლილი სულის მოხსენიებისთვის.
მშვიდად განისვენეთ მეუფეო იქ ,,სადაცა მართალნი განისვენებენ".
25 იანვარი | გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის მღვდელმთავრის ხორციელად შობა - დაბადების დღე
• "ღმერთმა ბედნიერი და დღეგრძელი გამყოფოთ, საეპარქიო სამწყსოსთან ერთად! "
მისმაღალყოვლადუსამღვდელოესს, გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსს ექვთიმეს (ლეჟავა), ვულოცავთ დაბადებიდან - 72 იუბილეს.ჩვენი ეპარქიის სახელით, ვუსურვებთ, დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და სულიერი (საეპარქიო) სამწყსოს კეთილდღეობას.
ფოტო მემატიანე | ნათლისღების - ღვთის განცხადების დღესასწაულზე-
საგარეჯოს წმ. დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარი (დოდოს უბანი), დღესასწაულისადმი მიძღვნილი მსახურება ჩატარდა - 19.01.25
'' რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოსჩნდა''
• აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, 19 იანვარს, სადღესასწაულო მსახურება მღვდელმა გიორგი (კვანტალიანი) აღავლინა. წირვის ბოლოს, ტაძარის წინამძღვარმა მღვდელმა გიორგიმ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.
მოხარულნი ვართ, წმიდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარში - ნათლობის წესი აღესრულა, მონათლულებს ელენიკოს და თემუკას ეპარქიის სახელით, ვულოცავთ, ქრისტეს გზაზე შედგომას.
ლიტურგიის შემდეგ შესრულდა, დიდი აიაზმა (წყლის კურთხევის წესი)
ფოტოქრონიკა წარმოადგენს - წმ. დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარის სოც.ქსელის ანონსს, რომელიც გამოყენებულია ეპარქიის სიახლე-უწყებანისთვის.
19 იანვარი - ნათლისღების დღესასწაულის საჯარო მილოცვა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობს | 19 იანვარი
"რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია".
საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია ეპარქიის სამწყსოს და სრულიად საქართველოს გილოცავთ, ნათლისღების დიდებულ დღესასწაულს.ჯანმრთელობა, ღვთის წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენთან, თქვენს- ოჯახებში, თქვენს შვილებში და მთელს საქართველოში!
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!
ჩვენთან არს ღმერთი!
'' რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოსჩნდა''
ხუთი პურის კურთხევა - საგარეჯოს წმ. დოდო გარეჯელის (დოდოს უბნის) სახელობის ტაძარი - 18.01.2025
ა/წ 18 იანვარს, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის წმ. დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარში - ხუთი პურის კურთხევის მსახურება ჩატარდა.
• ხუთი პურის კურთხევის მსახურება ამავე ტაძრის წინამძღვარის მღვდელი გიორგი (კვანტალიანი), მიერ, ჩატარდა.
ხვალ, 19 იანვარს ნათლისღების სადღესასწაულო წირვა დაიწყება - 09:30 საათზე.
წირვის დასრულების შემდეგ შესრულდება დიდი აიაზმა -წყლის კურთხევა.
25 იანვარი (შაბათი), გიორგიწმინდას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი - საჯანმრთელო შეკვეთილ წირვა მღვდელი გიორგი (პავლოვი) ჯანმრთელობისთვის
25 იანვარს (შაბათი), გიორგიწმინდას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მთავარეპისკოპოს ლუკას კურთხევით, ჩვენი ეპარქიის მღვდელმსახური მამა გიორგი (პავლოვი) საჯანმრთელო შეკვეთილი წირვა აღევლინება.
საჯანმრთელო შეკვეთილ წირვას აღავლენენ მღვდელი მამა ვახტანგი და მამა ლაზარე.
საჯანმრთელო შეკვეთილი წირვა დაიწყება - 10:00 საათზე.
მობრძანდით, ერთად ვილოცოთ მამა გიორგის მალე გამოჯანმრთელების და ტაძარში დასაბრუნებლად.
დღეს არის ჩვენი ეპარქიის მოძღვრის - მამა გიორგის დაბადების დღე!
ა/წ 16 იანვარს, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის, სოფ. გიორგიწმინდის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარის მღვდელ მამა გიორგი (პავლოვი) ხორციელი შობა - დაბადების დღეა.
ვულოცავთ, მამა გიორგის დაბადების დღეს, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სახელით ვუსურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, ოჯახისა და სულიერი სამწყსოს კეთილდღეობას. 🌺
• " ღმერთმა ბედნიერი და დღეგრძელი გამყოფოთ, ოჯახთან და მრევლთან ერთად!
წმიდა საკვირველთმოქმედი გიორგის მეოხება გეწეოდეთ-ქრისტე მაცხოვრის ტკბილი და სუბუქი უღლის, მოძღვრის საპასუხისმგებლო და საპატიო ჯვრის ღირსეულად ზიდვაში, თქვენი წმინდა ლოცვით ღმერთმა ყველანი გვაცხოვნოს, მამაო! "
ა/წ 7 იანვარს, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის წმ. დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა.
ა/წ 7 იანვარს, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის წმ. დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა.
• განსაკუთრებული დღეა ჩვენი ეპარქიისთვის, რადგანაც წმ. დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარში მაცხოვრის შობის დღესასწაული პირველად აღინიშნება, ყოფილი წინამძღვარის აწ უკვე განსვენებული მღვდელი | მამა თეიმურაზი (ქორიძე) გარეშე.🌺
„დღეს ყოველი დაბადებული იშვებს და იხარებს, რამეთუ ქრისტე იშვა ქალწულისაგან” 🪔
"აკურთხე გვირგვინი ამის წელიწადისა, სიტკბოებითა შენითა უფალო!"
4 იანვარს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა, კათოლიკოს-პატრიარქს 92 წელი უსრულდება.
საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სახელით, ვულოცავთ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია II-ს დაბადებიდან 92 წლისთავს. განუზომლად დიდია მისი წვლილი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში. საუკეთესო სურვილებით ვულოცავ მას და სრულიად ჩვენს ქვეყანას ამ თარიღს!
მრავალ ჟამიერ, თქვენს პატრიარქობას თქვენო უწმინდესობავ.
ეპარქიის საახალწლო მილოცვის წერილი 🎄
ძვირფასო საეპარქიო სამწყსოვ, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სახელით, გულითადად გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. 🎄
✨ გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და შემოქმედებით წარმატებებს. ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ყველა თქვენი იდეის განხორციელება შესაძლებელი იქნება; სადაც ყველანი გავუფრთხილდებით არსებულს და ამავე დროს, საკუთარი ხელით, ერთად დგომით შევქმნით ჩვენს უკეთეს მომავალს.
📿 ვევედროთ დედა ღვთისმშობელს , მოგვცეს სიბრძნე და ცოდნა, რათა დაუღლელად ვემსახუროთ ჩვენს საყვარელ სამშობლოს - საქართველოს! 🌸
6 დეკემბერი - მღვდელი თეიმურაზ (ქორიძე) დიაკვნად კურთხევის თარიღი
დიაკონი თეიმურაზი (ქორიძე)
აწ უკვე შესვენებული სოფელ დიდი ჩაილურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი
მღვდელი თეიმურაზ (ქორიძე)
📍 ხსოვნა - (აწ უკვე განსვენებული) მღვდელი თეიმურაზ ქორიძის დიაკვნად კურთხევის 9 წლისთავთან დაკავშირებით. 🌹
• გვსურს, ჩვენი საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სამრევლოს შევახსენოთ და გავიხსენოთ, მღვდელი თეიმურაზ ქორიძის დიაკვნად კურთხევის 9 წლისთავი. აწ უკვე განსვენებული მღვდელი თეიმურაზი 21 წლის ეზიარა საღმრთო ტრაპეზს დიაკვნის ხარისხში, 2015 წლის 6 დეკემბერს ხელი დაასხეს წმ. ნინოს მონასტერში.
📑 '' ჩვენი ეპარქიის მღვდელმსახური, სოფელ დიდი ჩაილურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი - მამა თეიმურაზი დიდი დანაკლისია, ჩვენი ეპარქიისა და სრულიად საქართველოსთვის. მან თავისი მცირე მოღვაწეობის პერიოდში, თავი შეაყვარა სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ საზოგადოებას, მადლობა მას გაწეული თითეული უანგარო შრომისა და ღვაწლისთვის - წასვლით ფერი გვიცვალა, უფრო მეტად გაგვაერთიანა, უფრო მეტად შეგვაყვარა ერთმანეთი და დაგვიტოვა მიზანი. ''✍
🌺 უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ აწ უკვე შესვენებული მღვდელი თეიმურაზი.📿
ა/წ 24 ნოემბერს, საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) და გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავა) ერთობლივად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აკურთხეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა–კურთხევით,ტაძრის წინამძღვრად დადგინდა მღვდელი გიორგი ელმეთაშვილი.
საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე), ახლად ნაკურთ ტაძარში საკვირაო წირვა აღავლინა, წირვის დასასრულს კი ქადაგებით მიმართა ტაძარში შეკრებილ მრევლს.
4 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს - დღეს, როცა მშობლებმა, ღვთისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, სამი წლის მარიამი იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მარიამი ტაძარში დამკვიდრდა, სრულწლოვანმა ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფალს განაკუთვნა, შემდგომ კი მაცხოვარი მოუვლინა სამყაროს.
საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე) ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს საუფლო დღესასწაულს, სულის სიმტკიცესა და სიკეთეს უსურვებს მათ.
წყარო ეკუთვნის ეპარქიის სამდივნოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური | პრეს-ცენტრს.
ეპარქიის საჯარო განცხადებები - პრესრელიზი
საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის განცხადება:
მთავარეპისკოპოს ლუკას კურთხევით ეპარქიისთვის შეიქმნა კუთვნილი, ოფიციალური ფეისბუქ გვერდი. გვერდის მეშვეობით ჩვენი ეპარქიის სამწყსო და სრულიად საქართველო ინფორმირებული იქნება ეპარქიაში მიმდიანრე სიახლეებით.
ეპიკოპოსის შეთანხმების საფუძველზე, გაზიარდება შემდეგი სახის ინფორმაცია:
საჯარო განცხადებები / მსახურებათა განრიგები;
მთავარეპისკოპოსის ქადაგება / პირდაპირიტრანსლაცია;
სიახლეები ეპარქიიდან.
საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა სტიქაროსანი რომანოზ კომლაძე.
სამსახურის სამდივნო:
(+995) 32 245 32 51
-rkomladzediocsesesagarejo@top.ge
ეპარქიის შესახებ
საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია
საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოში, გარე კახეთში მდინარე ივრის აუზში _ გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთის მთისწინეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქ – საგარეჯოსა და მის შემოგარენს. საღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბოდბის და გურჯაან-ველისციხის, დასავლეთიდან მცხეთა-თბილისის, რუსთავის და გარდაბან-მარტყოფის, ჩრდილოეთიდან ალავერდის და თიანეთ-ფშავ-ხევსურეთის ეპარქიები, სამხრეთის მიჯნა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს ემთხვევა.
ამ რეგიონში საქართველოს გაქრისტიანების ახლო ხანებიდან რამდენიმე მსხვილი სამღვდელმთავრო კათედრა არსებობდა, რომელთაც დასაბამი წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმამ დაუდო. ვახტანგის მიერ დაფუძნებულ ქართლის საკათოლიკოსოში თორმეტი ახალი საეპისკოპოსო კათედრიდან ორი – ნინოწმინდა და ჭერემი თანამედროვე საგარეჯო-ნინოწმინდის ეპარქიის ტერიტორიაზე მდებარეობდა. მოგვიანებით ამ მხარეში სამებელის, კაწარელისა და მარტყოფელის კათედრებიც მოიხსენიებოდა. ამდენად, ისტორიული კახეთის სამეფოში არსებულ ეპარქიათა უმრავლესობა თანამედროვე საგარეჯოს და ნინოწმინდის სამღვდელმთავრო ტერიტორიაზე მდებარეობდა. აღნიშნული სამღვდელმთავრო კათედრები სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებობდნენ. მათგან ყველაზე ადრეულად ვახტანგის მიერ დაარსებული ეპარქიები ითვლება.
ნინოწმინდის საეპისკოპოსოს კათედრა – „უჯარმის კარი“ – მეფის სასახლის კარის ეკლესია იყო, რომლის მწყემსმთავარი მეექვსე საუკუნის დასაწყისში დვინის საეკლესიო კრებაზეც მოიხსენიებოდა. ნინოწმიდელის სამწყსო დროდად-რო იზრდებოდა ან მცირდებოდა. მტერთა გამუდმებული შემოსევებისაგან აოხრებული მეზობელი ეპარქიების ტერიტორიები დროგამოშვებით ნინოწმინდელის იურისდიქციას ექვემდებარებოდა. ნინოწმინდელს პერიოდულად გარეჯის მრავალმთის ზოგიერთი სავანეც მიეკუთვნებოდა.
ვახტანგ გორგასლის მიერ დაფუძნებული ნინოწმინდის საკათედრო ტაძარი რამდენჯერმე განუახლებიათ, პირველად IX-X სს; შემდეგ კი XVI ს-ის მეორე ნახევარში ლევან კახთა მეფემ მეორედ ააშენა, შეამკო, დაუდგინა ეპისკოპოსი და შესწირა სოფლები. მეფე ლევანს ნინოწმინდელი ეპისკოპოსისათვის სამწყსოდ გარეჯიც გადაუცია.
უმძიმესი ისტორიული წარსულის მიუხედავად, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სამწყსო ტერიტორიაზე ადრიდანვე ერთიანი ქრისტიანული საქართველოს უმნიშვნელოვანესი ეკლესია-მონასტრები და საგანმანათლებლო კერები არსებობდა: გარეჯის მრავალმთის სამონასტრო კომპლექსის ზოგიერთი სავანე (ქალაქისთვისაც სახელი საგარეჯოც მისთვის აქაური მიწების შეწირვის გამო უწოდებიათ), ბოჭორმა (X-XI სს. ტაძარი), ნინოწმინდა (VI ს. საკათედრო ტაძარი), კაწარეთი (VI-VII სს. ტაძარი), ხაშმი, უჯარმა (V ს.) ჭერემი და სხვ. ოდითგანვე აღნიშნულ ეკლესია-მონასტრებში და მთელ მხარეში დიდ საგანმანათლებლო, კულტურულ-აღმშენებლობით საქმიანობას ეწეოდნენ აქ მოღვაწე სასულიერო და საერო პირები: ღირსი ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, დოდო გარეჯელი, მამა ლუკიანე, წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი, არსენ ნინოწმინდელი – ათონის ლიტერატურული სკოლის თვალსაჩინო მოღვაწე, ექვთიმე ათონელის თანამედროვე და თანამოღვაწე, ბოლო პერიოდის მოღვაწეთაგან მიტროფანე ნინოწმინდელი, იოანე ნინოწმინდელი, საბა ტუსიშვილი და სხვ.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წ. კახეთის ტერიტორიას ორი – ალავერდისა და ბოდბის ეპარქია მოიცავდა. მალე მათ ნინოწმინდის ეპარქიაც დაემატა.
1995 წლის 5 აპრილის საეკლესიო კრებაზე ახლადდაარსებულ ეპარქიათა შორის იხსენიება საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქიაც.
2003 წლის 18 აგვისტოს, ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით, საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქიის სამწყსო ტერიტორიის გადანაწილების შემდეგ, ჩამოყალიბდა გურჯაან-ველისციხის და საგარეჯო-ნინოწმინდის ეპარქიები.
საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპარქიის მღვდელმთავრად საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა გამოირჩია დავით გარეჯის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ლუკა (ლომიძე).
ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრები
საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრების ჩამონათვალი:
საგარეჯო
საგარეჯოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
საგარეჯოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
საგარეჯოს ღირსი დოდო გარეჯელის ეკლესია
პატარძეულის ღირსი შიო მღვიმელის ეკლესია
პატარძეულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
კაკაბეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
თოხლიაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
უდაბნოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
უჯარმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
ხაშმის ყოვლადწმიდა სამების მამათა მონასტერი
ნინოწმინდის დედათა მონასტერი.
გომბორი _ ეკლესია XIX ს.
ვერობა _ ვერანაანთ ციხის კომპლექსი შუა ს.
ნინოწმინდა _ წმიდა ილიას ეკლესია გვ.შ.ს.
ნინოწმინდა _ კვირიკეს ეკლესია
ნინოწმინდა _ წმიდა გიორგის ეკლესია განვით. უძო
ნინოწმინდა _ ეკლესია გვ.შ.ს.
ნინოწმინდა _ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია გვ.შ.ს.
ნინოწმინდა _ სამონასტრო კომპლექსი VI ს.
ნინოწმინდა _ სვეტიცხოვლის ეკლესია ადრ.შ.ს.
ოთარაანი _ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია გარდ.
პატარძეული _ წმიდა გიორგის ეკლესია გვ.შ.ს.
პატარძეული _ ეკლესია გვ.შ.ს.
პატარძეული _ წმიდა ესტატეს ეკლესია შუა ს.
პატარძეული _ წმიდა გიორგის ეკლესია გვ.შ.ს.
რუსიანი _ წმიდა თამარის ეკლესია XVI-XVII სს.
სასადილო _ ბაზილიკური ეკლესია განვით.შ.ს.
საგარეჯო _ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია XX ს.
საგარეჯო _ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია გვ.შ.ს.
საგარეჯო _ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია გვ.შ.ს.
საგარეჯო _ მთავარმოწამეთა ეკლესია გვ.შ.ს.
საგარეჯო _ თვალხევის წმიდა გიორგის ეკლესია გვ.შ.ს.
საგარეჯო _ წმიდა დოდოს ეკლესია XIX ს.
საგარეჯო _ წმიდა შიოს ეკლესია გვ.შ.ს.
საგარეჯო _ ლაშარის ჯვარის ეკლესია შუა ს.
საგარეჯო _ წმიდა პეტრე-პავლეს ეკლესია XVIII ს.
საგარეჯო _ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია გვ.შ.ს.
უჯარმის გზაზე _ ჯვარპატიოსანის ეკლესია გვ.შ.ს.
უჯარმა ჯვარპატიოსანი (ციხის ეკლესია) გვ.შ.ს.
უჯარმა _ კვირაცხოველის ეკლესია ადრ.შ.ს.
უჯარმა _ წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ადრ.შ.ს.
უჯარმა _ მთავარანგელოზთა ეკლესია ადრ.შ.ს.
უჯარმა _ წმიდა გიორგის ეკლესია გვ.შ.ს.
უჯარმა _ დურგლიანთსაყდარი ადრ.შ.ს.
ჩაილური _ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია გვ.შ.ს.
ჩაილური _ წმიდა მარინეს ეკლესია გვ.შ.ს.
წყაროსთავი _ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია XIX ს.
ხაშმი _ კაწარეთის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია VI ს.
ხაშმი _ ყველაწმიდას კომპლექსი IX ს.
ხაშმი _ სამრეკლო გვ.შ.ს.
ხაშმი _ ჩოლოყაშვილების კარის ეკლესია გვ.შ.ს.
ხაშმი _ წმიდა იოანე ნათლისმცემლის კომპლექსი განვ. შ.ს.
ანთოკი _ წმიდა გიორგის ეკლესია გვ.შ.ს.
ანთოკი _ გიორგიწმიდის ღვთისმშობლის ეკლესია
ანთოკი _ წმიდა კვირიკეს და ივლიტას ეკლესია XIX ს.
ანთოკი _ წმიდა გიორგის ეკლესია
ბურდიანი _ მთავარანგელოზის ეკლესია გვ.შ.ს.
ბურდიანი _ წმიდა გიორგის ეკლესია შუა ს.
ბურდიანი _ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია გარდ.
გორანა _ ეკლესია გვ.შ.ს.
გორანა _ კვირიას სალოცავი გვ.შ.ს.
სოფელ პატარძეულის მონასტრები, ეკლესიები და სამლოცველოები:
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი
კვირაცხოვლის ეკლესია
წმიდა შიოს ეკლესია
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია, ზევით უბანში
კვირაცხოველის ეკლესია, ზღურთიანთ გორა სასაფ.
წმიდა კვირიკეს ეკლესია
წმიდა ესტატეს ეკლესია
კოპალეს სალოცავი
წმიდა გიორგის ეკლესია
წმიდა გიორგის ხელის სალოცავი
უნაფქიანთ წმიდა გიორგის ეკლესია ნაცვალწყალთან.
ნინოწმინდა:
წმიდა ნინოს ეკლესია
ღვთისმშობლის ეკლესია.