სსიპ ქალაქ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა

LEPL Batumi N16 Public School



"ბამბუსა" საუკეთესო მოსწავლეთა კომპანიის ტიტულის მფლობელი გახდააა

2021 წლის საუკეთესო მოსწავლეთა კომპანიის ტიტულის მფლობელი გახდააა....

სსიპ - ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კომპანია Bambusa

ასევე, წარმოგიდგენთ გამარჯვებულ გუნდებს ნომინაციებში

საუკეთესო პროდუქტი - Georgian-American International School Progress • Kutaisi-ს მოსწავლეთა კომპანია "Bagic"

საუკეთესო ინტერვიუ - კერძო სკოლა სადუნის მოსწავლეთა კომპანია "ბიო ბუშტი"

ხალხის რჩეული - სკოლა ეისი-ს მოსწავლეთა კომპანია "ბისონი"

And the owner of the title of "Company of the Year 2021" become......

LEPL - Batumi N16 public school student company "Bambusa"

Also, we present the winning teams in the nominations:

Best Product - Georgian-American International School Progress • Kutaisi student company "Bagic"

Best Interview - Private School Saduni student company "Bio Bubble"

Public Choice Award - School AC student company "Bisoni"

JA Europe Lietuvos Junior Achievement

#JAGeorgia JA Europe #CoYC21 #Gen_E


სსიპ „მწერალთა სახლმა“ გამოაცხადა კონკურსი მოსწავლეებისთვის „ბავშვები ურჩევენ

ბავშვებს“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო

სკოლების VI-IX კლასის მოსწავლეებს.

პროექტის მიზანია მოზარდებში ლიტერატურის და კითხვის პოპულარიზაცია,

წაკითხულის გააზრების და მასზე მსჯელობის ხელშეწყობა, მოზარდების დაინტერესება

წიგნით. ამისათვის, პროექტის პირობებით, მოზარდებმა თავად უნდა შეარჩიონ და

ურჩიონ თანატოლებს, რა წიგნები წაიკითხონ ზაფხულში.

კონკურსის პირობები:

პროექტის პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა უნდა ჩაწერონ მოკლე ვიდეო (ქრონომეტრაჟი

მაქსიმუმ 90 წმ), სადაც რეკომენდაციას გაუწევენ ერთ კონკრეტულ წიგნს და რამდენიმე

წინადადებაში ჩამოაყალიბებენ თავის მოსაზრებას, რატომ ურჩევენ თანატოლებს ამ

წიგნის წაკითხვას.

ვიდეოს დასაწყისში აუცილებელია, დაასახელონ საკუთარი სახელი, გვარი, სკოლა,

წიგნის ავტორი და წიგნის სათაური. არასრულად ჩაწერილი ვიდეოები არ განიხილება!

ვიდეოები განთავსდება

მწერალთა სახლის ფეისბუქ-გვერდზე და შედგება ზაფხულში წასაკითხი წიგნების

ერთგვარი კატალოგი. ზაფხულის განმავლობაში მოსწავლეებმა მოცემული სიიდან უნდა

აირჩიონ და წაიკითხონ წიგნები. სექტემბერში გამოცხადდება მეორე ეტაპი -

მოსწავლეებმა უნდა შეაფასონ რჩევები და სპეციალურ გამოკითხვაში მიუთითონ, თუ

რომელი წიგნები წაიკითხეს და გაამართლა თუ არა რჩევამ.

ხმების მიხედვით გამოვლინდება გამარჯვებულები. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე

გასულებს გადაეცემათ შესაბამისად 500, 300 და 200 ლარიანი „ბიბლუსის“ ვაუჩერები,

ასევე გაიცემა სამი წამახალისებელი პრიზი 100 ლარიანი „ბიბლუსის“ ვაუჩერის სახით.


აიქროლა თორმეტმა წელმა... მე-12კლასმა სკოლის დამამთავრებელ წელს შეახვედრა მე-16 საჯარო სკოლის ბავშვები....ბოლო ზარი ---აჭრელებული პერანგებით, ყვავილებით, სიმღერებით, ცრემლით სავსე თვალები და გამოთხოვება სკოლასთან---სევდიანიც,მხიარულიც... ჩემთვის ამაღელვებელი.

პირველი გამოშვება. ამ სკოლის კედლებში....დარწმუნებული ვარ, მოგენატრებათ. მე-16სკოლა.გაწყდება ის ხილული. ძაფები და დარჩება სკოლასთან გაბმული უხილავი გულის სიმები.

ეს არის ყველაზე ძვირფასი რაც ადამიანს გააჩნია.---ამ სკოლის კედლებში დატოვებული ბავშვობა...ბავშვობას ეთხოვებით და მჯერა ღირსეული მოქალაქეები, ერისშვილები,ტოლერანტები იქნებით, თქვენ, ხომ მე-16 სკოლელები გქვიათ.მადლობა ბავშვებო დაირეკა ბოლო ზარი და უკან დარჩა ცხოვრების ულამაზესი დღეები,დღეები რომელიც სავსეა მომავალზე ფიქრებით,ოცნებებით...მეამაყებით მე-16. სკოლელებო...


გაზეთი "მაშასადამე"

მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეები გვთავაზობენ სასკოლო გაზეთს.

გაზეთის გამოცემის პერიოდულობა ( 3- 4 ნომერი სემესტრის განმავლობაში)

მასწავლებლები( ინგა გეგეშიძე, ნაირა ჯანელიძე)რეგულარულად ადევნებენ თვალს მუშაობის პროცესს და აჯამებენ შესრულებულ სამუშაოს.

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდებათ კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება; ითანამშრომლებენ მშობლებთან, მასწავლებლებთან.

ისწავლიან მოსაზრებებისა და იდეების ერთმანეთთან გაზიარებას, რა წარიმართა სკოლაში კარგად და რისი გაუმჯობესებაა საჭირო.


ვულოცავთ ლუკას UWC IB სტიპენდიის მოპოვებას!

ვულოცავთ ლუკას UWC IB სტიპენდიის მოპოვებას! ის ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამაზე UWC Mostar-ის კამპუსში ისწავლის.

ლუკა ამერიკული კუთხის ერთ-ერთი აქტიური წევრია, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკული კუთხის სხვადასხვა შინაარსის შემეცნებით და საგანმანათლებლო ინგლისურენოვან პროგრამებში იღებდა მონაწილეობას. ლუკა ასევე ხელმძღვანელობს ინგლისურენოვანი სასაუბრო კლუბის შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც ის თავის ცოდნას მასზე უმცროს ახალგაზრდებს უზიარებს.


არის თუ არა ჩიყვი ჩვენი პრობლემა?

ბიოლოგიის პედაგოგი- ზეინაბ ქაჯაია


"პატარა კურდღელი"-ს განხილვა.
დამრიგებელი- მაია ფირცხალაიშვილი

მე-16 საჯარო სკოლის დირექციის (#ცირა_ქობულაძე, #ხათუნა_ოქროპირიძე) ინიციატივით, სკოლის ყველა მასწავლებლისთვის, შეიქმნა ელექტრონული პორტფოლიო

პორტფოლიოს საშუალებით მოხდება მასწავლებლის საქმიანობის, მიღწევების, პროფესიული განვითარების, სკოლის საზოგადოებისთვის წარდგენა და შეფასება.

ძვირფასო მასწავლებლებო,

გისურვებთ წარმატებებს!


19 მარტი აჭარის განთავისუფლების 100წლის თავი.

19 მარტს ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმს ვეწვიეთ. მე-16 სკოლის მე-11" კლასის მოსწავლეები, სადაც აჭარის განთავისუფლების 100წლის თავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ოთარ გოგოლიშვილის ლექცია სემინარი საინტერესო და მრავლისმთქმელი იყო. ამ დღისადმი მიძღვნილ ფოტო-გამოფენას გავეცანით და დავათვალიერეთ საგამოფენო დარბაზში ექსპონირებული ხელოვნების ნიმუშები, მხატვრული ტილოები, სკულპტურები.

მადლობა ქალბატონ ინგა გოგიბერიძეს.

მადლობა ბატონ ოთარ გოგოლიშვილს.


2021 წლის 25 მარტს, ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში, კორდინატორმა სალომე კოხოძემ ზუმის პლატფორმაზე ჩაატარა საგანმანათლებლო პროგრამა თემაზე-"ვაზი და ღვინო აჭარაში", მე-16 საჯარო საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.

მე- 5 კლასი

დამრიგებელი- ირა დავითაძე.

21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით , ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ, ნაირა ჯანელიძის ხელმძღვანელობით, გამოსცეს სკოლის გაზეთი,რომელიც ასახავს მოსწავლეთა ცხოვრებას მჩქეფარეს,კრეატიულს, შემოქმედებითსა და ხალისიანს.

გაზეთს გამოსცემენ ყოველთვიურად.

მივადევნოთ თვალი და აქტიურად ჩავერთოთ მათთან ერთად პროცესში.


21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა( მაგული მახარაძე, ხათუნა ოქროპირიძე) შეხვედრა მიუძღვნეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

მოსწავლეებმა ჩაიცვეს ფერადი, ნახატებიანი წინდები სკოლის საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად და ამ ფორმით შეუერთდნენ გლობალურ მოძრაობას დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების დასაცავად, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად.

World Down Syndrome Day


რიცხვის დღე

14 მარტს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება ,,პი" რიცხვის დღე. დღესასწაული დაამკვიდრა ამერიკელმა ფიზიკოსმა ლარი შოუმ და პირველად ის აღინიშნა1987 წელს სან-ფრანცისკოს ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმში.

რიცხვის დღე მათემატიკის დღესასწაულია და მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნება საქართველოშიც. მოცემულ დღესთან დაკავშირებით, მე-16 სკოლის მე-9 ა კლასის მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრეთ რიცხვის მნიშვნელობაზე და ჩავატარეთ პრეზენტაციების კონკურსი ,,ქართველი მათემატიკოსები“. მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ქართველი მათემატიკოსების ცხოვრება და მოღვაწეობა.


,,ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან".
პროექტი- ,,ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან".

პროექტში მონაწილეობას ღებულობენ მე-4, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები.

პროექტის პირველ საფეხურზე ნაჩვენები იქნა ფილმი ,,რამდენი მოცვია ამქვეყნად", რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ სტერეოტიპების მსხვრევას ემსახურება.


მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეების კომპანია "მასკი"

პირბადეები სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის

ლუკა ბერიძე; ანეტი გატენაძე; ლუკა ქირია


: ლადო აფხაზავას გაკვეთილი.

: VIII კლასი, პედაგოგი ხათუნა ჯანელიძე.

: Memo • მემო.


წიგნის კვირეული - პროექტის მიზანი, მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება.

2 თებერვალს, ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გეოგრაფიის მასწავლებლებმა მოსწავლეებთან გამართეს საინფორმაციო შეხვედრა. მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს და ჭარბტენიანი ტერიტორიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.

გაიცანით ჩვენი სკოლის მასწავლებლები