მესამე წელია Help desk- ის წევრი ვარ. ამ ეტაპზე არსებული კლუბის საორგანიზაციო საკითხებს ვუძღვები და ჩემს გუნდთან ერთად ყოველდღიურად ვცდილობ კომფორტული,განვითარებადი გარემო შევუქმნა ბავშვებს, სადაც ისინი შეძლებენ სიღმისეულად შეისწავლონ ესა თუ ის საგანი. რაღა თქმა უნდა, მსგავსი აქტივობა სასარგებლო გახლავთ როგორც საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის, ისევე მოხალისე მასწავლებლებლებისთვის. პირადად,ვასწავლიდი ინგლისურს, ბიოლოგიასა და მათემატიკას და პროცესის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი გამოცდილება შევიძინე.
მოხალისე მასწავლებელი, Help-desk-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მზად არის დაეხმაროს მოსწავლეებს სასურველ საგნებში და ინტერესი გაუღვივოს მათ მიმართ.
კლუბის ძირითადი მიზანი არის დაბალკლასელი კომაროველბისთვის დამატებითი შესაძლებლობების მიცემა. ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია გაწევრიანდეს კლუბში და მის მიერ არჩეულ საგანში მოემზადოს უსასყიდლოდ. ჩემი აზრით, ეს კლუბი ყველანაირად ცდილობს რომ აუწყოს ხელი კომაროველებს, დააინტერესოს ისინი სხვადასხვა საგნებში და ანახოს მისი პრაქტიკული გამოყენება.
ყოველთვის მსურდა დავხმარებოდი ჩემს დაბლა საფეხურზე მდგომ ადამიანებს. დავითთან ერთად ამ სურვილს ძალიან ხარისხიანად ვასრულებ.
მართალია დიდი ხანი არაა რაც ამ კლუბის წევრი ვარ, თუმცა უკვე ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა. ძალიან მიხარია რომ მაქვს შესაძლებლობა ჩვენი სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებს,რომლებიც ჯერ კიდევ მიუჩვეველნი არიან ახალ გარემოს დავეხმარო. მადლობა Help Desk ის ორგანიზატორებს ასეთი კარგი კლუბის შექმნისთვის და იმედი მაქვს ამ კლუბთან ერთად წინ კიდევ ბევრი საინტერესო გაკვეთილი მელოდება.
დამატებით მე მათემატიკის მასწავლებლადაც ვერთვები “Help Desk”-ში და ყოველ კვირა ვამეცადინებ მე-9 კლასელებს. Მათემატიკა არის ჩემთვის ისეთი საგანი რომლითაც ყველაზე მეტად ვარ გატაცებული და მსიამოვნებს რომ ასევე ჩემს გზა გამოვლილ და კიდე გასავლელ კომაროველებს შემიძლია ჩემითვე წვლილი შევუტანო საგნის უფრო ხარისხიანად და საინტერესოდ გააზრებაში.
მე კლუბში ყოფნისას მივიღე უამრავი ინფორმაცია რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ.
მადლობა <3
ეს კლუბი უფრო მეტ განათლებას გაძლევს ვიდრე უბრალოდ მასწავლებელმა მოგამზადოს.
მეორე სემესტრის განმავლობაში ვიყავი კლუბის წევრი. ვმეცადინეობდი მათემატიკას და ფიზიკას.მიღებული ცოდნა ძალიან გამომადგა სკოლის გაკვეთილებში.
დამეხმარა ბევრი რამის გაგებაში, ძალიან საინტერესო და სახალისო ამოცანები გავარჩიეთ და ამ გაკვეთილებმა მეტად შემაყვარა ფიზიკა.
თავიდან კლუბში ყოფნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ იდეამ მომხიბლა ძალიან. მიხარია ის ფაქტი, რომ უფროსკლასელებს ჩვენი დახმარების სურვილი აქვთ და დატვირთული გრაფიკის მიუხედავად დროს გამოყოფენ ჩვენთვის. გაკვეთილები ძალიან კარგია გამოცდების ჩაბარების შანსის ასამაღლებლად და სხვა საგნების უკეთ გაგებისთვისაც. მასწავლებლებიც ყველაფერს გასაგებად ხსნიან❤❤