საქართველოს მთავრობის
განკარგულება №228
2014 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ
1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე:
ა) დავით ისახანაშვილის (პ/ნ 01024070232) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3659.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, საკადასტრო კოდი − 01.72.14.008.380, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ბ) დავით ისახანაშვილის (პ/ნ 01024070232) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1167.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია/ქალაქი თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია, საკადასტრო კოდი − 01.72.14.008.409, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს მის კომპეტენციაში შემავალი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
წყარო: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/2251141?publication=0