ქველმოქმედება 2018 წელი

დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ ქართველებო 🌲♥️

თქვენს მიერ გაგზავნილი ტვირთი უკვე თბილისშია, საახალწლოდ ყველაფერი ერთად წავა ბათუმში აი ამ დასახლებაში, რომელზეც ეხლა უნდა მოგიყვეთ ♥️

“ფრიდონ ხალვაშის ქუჩა, მეცხრე შესახვევი, ყოფილი 25-ე ბატალიონი – ეს ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულთა დასახლებაში მცხოვრები 151 ბავშვის ოფიციალური მისამართია. მათი მშობლები მეექვსე წელია, რაც ამ ადგილას დასახლდნენ. ზოგი სიღარიბეს, ზოგი უსახლკარობას, ზოგიც მეწყერს გამოექცა და ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ქოხი ააშენა.” - ჟურნალისტ Manana Qveliashvili - ს დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის.

გარდა ამისა ✅

ვიწყებთ ახალ აქციას!

ამ 151 პატარასთვის საახალწლო საჩუქრები ჩვენგან 🍭🎁

ვირჩევთ რამდენი ბავშვის გახარება გვინდა და შეგვიძლია საახალწლოდ და თითო ბავშვის საჩუქრისთვის ვდებთ 10€ -ს.

მე მაქვს ულამაზესი მისალოცი ბარათები გამზადებული, ასევე მაქვს ყველა ბავშვის სახელი და გვარი.

გავამზადებ მისალოც ბარათებს ტექსტით მაგ: “Zaza Putkaradze ისგან გიორგი გიორგაძეს 🎊”

შემდეგ ამ ბარათებს და შეგროვილ თანხას გავაგზავნით თბილისში.

თანხის წაღებაში დაგვეხმარება Eliso Nikoladze ♥️,

თბილისში ჩვენი ნდობით აღჭურვილი მეგობრები ასაკის და სქესის მიხედვით ყველა ბავშვისთვის შეარჩევენ ინდივიდუალურ საჩუქარს, და მისალოც ბარათებთან ერთად ლამაზად შეფუთულს ჩაიტანენ ბათუმში😍

სადაც ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად 151-ივე პატარას საახალწლო საჩუქრებით გავახარებთ ♥️

ყველა ფაქტურა, ჩეკი გამოქვეყნდება აქ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, ყველაფერი იქნება გამჭირვალე და ნათელი ყველასთვის.

ველოდები თქვენს მხარდაჭერას.

( 10€ შეგიძლიათ დარიცხოთ ასოციაციის “ქართველები საფრანგეთში” საბანკო ანგარიშზე, ან თუ არ შეგიძლიათ ბანკით გადმორიცხვა გამომიგზავნოთ კონვერტით, ფოსტით სადაც ჩადებთ ფურცელს და აუცილებლად დააწერთ სახელს და გვარს, საბანკო ანგარიშის კოორდინატებს იხილავთ ფოტოებში. ყველა გამომგზავნის შესახებ ინფორმაცია აიტვირთება აქ!)

იხ. სტატია ♥️

http://batumelebi.netgazeti.ge/news/162471/

ასოციაცია ქართველები საფრანგეთში-Georgiens en France (GF)

მოგესალმებით,

იბერია სერვისის დახმარებით და საფრანგეთში მცხოვრები ქართველების მონაწილეობით, დაახლოებით 150 კგ-ი ტანსაცმელი, ბავშვის სათამაშოები, საბავშვო ეტლი და ა.შ. დაურიგდათ შუახევის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

დიდი მადლობა ყველას მონაწილეობისათვის.

განსაკუთრებული მადლობა იბერია ექსპრესს, ასევე ბატონ ზურა საძაგლიშვილს და მიხეილ ქამხაძეს დახმარებისათვის.

დიდი მადლობა ბატონ ფრიდონ ფუტკარაძეს-შუახევის მერს და მერიის წარმომადგენლებს თანამშრომლობისათვის.

თუ გსურთ მიიღოთ მონაწილეობა ასოციაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებში დაგვიკავშირდით: putkaradze_z@yahoo.com; sallomka@yahoo.com

პატივისცემით,

ასოციაცია ქართველები საფრანგეთში.

2018 წლის ოქტომბერი