სალომე კობალავა

ხანდაზმულების ცხოვრება ომის შემდეგ | Salome Kobalava | ჩაიხანაგორში, საბჭოთა კავშირის დროინდელ ფოსტის შენობას, ნატყვიარები ისევ ამჩნევია. ტყვიების კვალი, რომელიც მიმდებარე შენობებსაც გასდევს, 2008 წლის აგვისტოს ომსა და რუსეთის ოკუპაციას მნახველს ყოველდღიურად ახსენებს. 2008 წლის ომი მათ ცხოვრებაში, ვისაც ის შეეხო და ვისაც მის გამო სახლების დატოვება მოუხდათ, დღესაც გრძელდება. ამ ომის მძიმე შედეგებმა განსაკუთრებით ხანდაზმულები და კიდევ უფრო, ის ხანდაზმული ქალები დააზარალა, რომელთაც მოხუცებულობის გატარება სიდუხჭირეში მოუწიათ. 68 წლის მაყვალა ჭიღლაძე ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომელმაც ათი წლის წინ, რუსული ჯარის ქალაქზე თავდასხმისას, გორი იძულებით, ოჯახთან ერთად დატოვა და თბილისისკენ მიმავალი, უკან ადევნებულ ჯარს დაუსხლტა.