საკონკურსო განაცხადის პირობები:
კონკურსში წარმოდგენილი ეკიპირება უნდა იყოს თეთრი, წითელი, შავი ფერის და თითოეული მათგანი უნდა შეიცავდეს ეროვნულ სიმბოლიკას.
გამარჯვებულებს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ შედგენილი სპეციალური კომისია გამოავლენს.
საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 1-ელი ოქტომბერი
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Dizainiskonkursi2025@gmail.com
ეკიპირების მოთხოვნები:
1. გამოსასვლელი ზედა;
2. პოლო;
3. ყელიანი მაისური;
4. კაპიუშონიანი ზედა (ჰუდი);
5. ქურთუკი;
6. ჟილეტი;
7. საწვიმარი;
8. შარვალი;
9. შორტი.
შენიშვნა: გამარჯვებულ პროექტებზე ქონებრივი საავტორო უფლებები სრულად ეკუთვნის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას, რომელიც იტოვებს უფლებას ქონებრივი საავტორო უფლებები გადაეცეს სახელმწიფო დაწესებულებას ან იურიდიულ პირს ან ფიზიკურ პირს.
კონკურსში მონაწილეობის გზით კონკურსანტი თანხმობას აცხადებს საკონკურსო პირობებზე.