გაიცანი იაგო
გაიცანი იაგო
ძვირფასო სტუმრებო,
მადლობას გიხდით რომ ესტუმრეთ ჩვენს საყვარელ მხარეს!
მე იაგო ვარ, "აქდადიან"-ის მასპინძელი, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, დადიანების სასახლესთან.
წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ და სტუმარ-მასპინძლობას ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს! თითოეული სტუმარი ჩემთვის განსაკუთრებულია და მათთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
იმისათვის, რომ აქ სტუმრობა იყოს დაუვიწყარი, ვცდილობ გავიცნო ჩვენი სტუმრები და გავიგო რა უყვართ, რომ ჩემი საიდუმლო რეცეპტები სწორედ მათ გემოვნებას მოვარგო.
ყოველთვის მოხარული ვიქნები გიმასპინძლოთ ჩვენს რესტორანში, გაგიზიაროთ საინტერესო ისტორიები და გემრიელი კერძები!
იაგო