[ WAY GROUP ]

Road Signs & Marking

საგზაო მოძრაობის ორგანიზაციიის სატრანსპორტო სქემიები და კვლევები

საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საჭიროა: თბილისის მერიის ქონების მართვის და არქირექტურის სამსახურისთვის ტრანსპორტის სამსახურთან და საპატრულო პოლიციაში შესათანხმებლად.

აღნიშნული სქემა უნდა შეთანხმდეს სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და საპატრულო პოლიციასთან. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ საპროექტოდ გათვალისწინებული გზა ხვდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, უნდა წარმოადგინოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შუალედური პასუხი. 

სააგენტოში შეთანხმების შემდეგ სქემა უნდა შეთანხმდეს საპატრულო პოლიციასთან. ამის შემდეგ, შეთანხმებული სქემა უნდა აიტვირთოს სხვა დოკუმენტაციასთან ერთად არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე. იმისათვის, რომ სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემასთან დაკავშირებით დააფიქსიროს პოზიცია, საჭიროა განაცხადი აიტვირთოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით, პორტალზე www.ms.gov.ge - ზე შესაბამის ნომენკლატურაში.

ასევე კომპანია ამზადებს ტრანსპორტზე ზეგავლენის შეფასების კვლევას, აღნიშნული კვლევა უნდა აიტვირთოს არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე, რის შემდგომაც გადაეგზავნება განსახილველად სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს. ასევე, უნდა აიტვირთოს კვლევის ერთიან დოკუმენტში წარმოდგენილი რუკების, სქემებისა და გაანგარიშებების სამუშაო მასალები:

· რუკა (.shp)

· სქემა (.dwg/.shp)

· ცხრილი და/ან დიაგრამა (.xlsx)

ტრანსპორტზე ზეგავლენის შეფასების კომპონენტები და საკვლევი არეალები.


ჩვენ დაგეხმარებით ამ ყველა უწყებასთან შეთანხმებაში.


მისამართი: [ დიდი დიღომი, მირიან მეფის N103 ]

ტელეფონი: [ 579 100 302 ლაშა სტურუა ]

Email: [ waygroup2017@gmail.com ]


ხაშურის მუნიციპალიტეტი კახეთის ავტო-მაგისტრალი Facebook