ჩქი მარგალეფ დიფრთინუანთ ჩქინ ოდაბადეს, თენა ამდღა ი თუ ჭუმან, თეს მნიშმნელობა ვოუღ, მთავარე ართო ვორდათ, ართიანს ქელუდორთათ, მტერს ვემებჩათ საშუელ ჩქი მიმერუანი, ჩქინ მრავალ ნატანჯ ხალხ ვორეთ, მუზმათ მუმოგანა თიზმათ იბძლიერებუთ, ჩქინ აზრ დო გონება ძლიერ რე. ჩქი მითინიშ წოხოლე დუდს ვაგმუკუნანთ, თენა გასაგებ ოკო იუსას მტერშო, ჩქი დღას ვეშვეგუებუთ ჩქინ დიხეფიშ დინაფას. აფსუეფ დღას ვარდეს დო ვეინა ჩქინ ჯიმალეფ, გუმოძგუა არძა პატრიოტ მარგალს, ჩქი გალარეფს წოხოლე დიდ ბრძოლა მელუნა!!!
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გრძლედება მეგრელთა ეროვნული ცნობიერების შეცვლის მიზნით, მრავალი ათეული წლის წინ დაწყებულ დისკრიმინაციული და ,,ინკვიზიციური“ პოლიტიკა, ბოლო პერიოდში კი მან აქტიური, ცინიკური სახე მიიღო, რაც ჩავენთვის მეგრელი პატრიოტებისთვის აბსოლიტურად მიუღებელია. როგორც, ცნობილი 1992 წლამდე, საომარი მოქმედებების დაწყებამდე, გალის რაიონში ცხოვრობდა დაახლოებით 80.000 მეგრელი, ხოლო ისტორიულ მეგრელთა ეთნიკურ ტერიტორიაზე ანუ აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონში, მთლიანობაში ცხოვრობდა დაახლოებით 220.000 დან 250.000 ადამიანი. სოხუმის დაცემის შემდეგ, უამრავი მათგანი დევნილად იქცა. დარჩენილებს კი სასტიკად გაუსწორდნენ. ეთნიკური წმენდის შემდეგ, დაიწყო მეგრელთა საკარმიდამო ქონების მითვისება, დაკავებული ტერიტორიის უკეთესი კონტროლისა და ძარცვის მიზნით გალის რაიონი დაყვეს სამ ნაწილად. გალის რაიონის მაღალი ზონის სოფლების ნაწილი შეუერთეს ახლად ჩამოყალიბებულ ტყვარჩელის რაიონს, ხოლო დაბალი ზონის სოფლების ნაწილი, ოჩამჩირის რაიონს, ხოლო საკუთრივ გალის რაიონი მოაქციეს მდ. ერისწყლისა და მდ. ენგურის კალაპოტს შუა. ამჟამად აღნიშნულ რეგიონში ცხოვრობს დააახლოებით 30.000 ადამიანი. სოხუმის დაცემის შემდეგ დაიწყო პარტიზანული მოძრაობა. პარტიზანული ომის ძირითად საბრძოლო ველს წარმოადგენდა გალის რაიონი. ადგილობრივმა მეგრელმა პატრიოტებმა საკმაოდ ეფექტური პარტიზანული რაზმები შექმნეს, რომლებიც წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებდნენ პარტიზანულ რეიდებს აფსუების წინააღმდეგ, იყო პერიოდი როცა აფსუები ვერ აკონტროლებდნენ გალის რაიონის უმეტესობას, გალელთა პატრიოტული სულისკვეთება იმდენად დიდი იყო რომ, მშიერ-მწყურვალენი ავლენდნენ ბრძოლის უდიდეს ენთუზიაზმს, ოღონდ, თუნდაც, გალის რაიონიდან განედევნათ აფსუები, მაგრამ როგორც ყოველთვის ქართულ სინამდვილეში ხდება, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა, გალელები მარტონი აღმოჩნდნენ ამ ბრძოლაში და მათ თანდათანობით პოზიციები დათმეს. საბოლოოდ ისინი ქართულმა მხარემ გაანიარაღა, ხოლო გალის რაიონის მოსახლეობამ დაკარგა მორალური უპირატესობა აფსუების წინაშე. გალელებს უკვე არ გააჩნდათ ის მორალური მუხტი, რაც პარტიზანული მოძრაობის დროს იყო. იმედგაცრუებული გალელებისა და წინააღმდეგობის მუხტის შენელებამ, გაათამამა აფსუა ,,მორდორები“, მათ თანდათანობით (რუსეთის საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით) საბოლოოდ მოიკიდეს ფეხი გალის რაიონში, ისინი უკვე აკონტროლებდნენ რაიონის სტრატეგიულ ადგილებს და ე.წ. პარტიზანულ ბილიკებს. რამაც აფხაზურ ფორმირებებზე ეფექტური თავდასხმის შანსები ნულამდე დაიყვანა. აფსუებმა გააშმაგებულად დაიწყეს, სადამსჯელო ოპერაციები პატრიოტი მეგრელი პარტიზანებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. დაიწყო გალელების დევნა-შევიწროვების ახალი უფრო შემზარავი ეტაპი. მეგრელთა ეროვნული ცნობიერების საბოლოოდ განადგურების მიზნით, აფსუებმა მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება დაიწყეს, კერძოდ გალის რაიონში არსებულ სოფლებს, მდინარეებს, გორაკებსაც კი, ძირძველი მეგრული ტოპონიმები შეცვალეს აფსუათა ენის წყობაზე. გააუქმეს ქართული სკოლები, შექმნეს აფხაზური და რუსული სკოლები. სკოლებში ბავშვებს აიძულებენ აფსუების ენის სწავლებას. აფხაზეთის სხვა მცირე თუ საშუალო რაიონებისგან განსხვავებით (ოჩამჩირე, ტყვარჩელი, გულირიფში), განსაკუთრებული იდეოლოგიური დატვირთვიდან გამომდინარე გალის რაიონში მუდმივად პომპეზურობით აღინიშნება ,,აფხაზეთის სახელმწიფოს მიერ დაწესებული საზეიმო ღონისძიებები“. განსაკუთრებული მონდომებითა აღინიშნება აფსუა სეპარატისტთა ,,სამამულო ომში“ ქართველებზე გამარჯვების წლისთავი, კონსტიტუციისა და ,,ეროვნული დროშის“ დღეები და ა.შ. აღნიშნული ღონისძიებები განსაკუთრებულად შუქდება სხვადასხვა პროპაგანდისტული საინფორმაციო და სატელევიზიო არხებით. ღონისძიების პირველ რიტუალს მუდმივად წარმოადგენს გალელების ,,მირეკვას“, ე.წ. ,,1992-1993 წლებში სამამულო ომში“ დაღუპული აფსუა მეომრების მემორიალზე, ყვავილების მიტანით, სკოლებსა და კულტურის სახლის სცენებზე მეგრელ ბავშვებს აიძულებენ იმღერონ და იცეკვონ აფხაზურად, წარმოთქვან ქართველთა წინააღმდეგ მებრძოლი აფსუა ერის ,,ბეწყინვალე“ გამარჯვების სადიდებელი ლექსები და ა.შ. მარაზმს საზღვარი არ აქვსს.
გალელთა იდიეოლოგიური დამუშავების მთავარ მექანიზმად ასევე იქცა აფსუების მიერ შექმნილი გალის ტელევიზია, რომელიც განსაკუთრებულად აშუქებს ისტორიული სამურზაყანოს ტერიტორიაზე მეგრელთა და ქართელთა დასახლების წარმოშობის ყალბ ისტორიულ მონაცემებს. აფსუების თქმით, ,,სამურზაყანოელთა უმეტესობა აფხაზური წარმომავლობისანი არიან, რომელთა ,,გამეგრელება იძულებით“ განხორციელდა სტალინისა და ბერიას მმართველობების პერიოდში. ხოლო ამ რეგიონში მეგრელი და ქართველი ხალხის დემოგრაფიული ზრდა, კი გამოიწვია ამ უკანასკნელთა მასიური ჩამოსახლების შედეგად“ და ა.შ. აფსუების იდელოგით, მეგრელთა ძირძველ ეთნიკურ ტერიტორიაზე თურმე მეგრელები არ წარმოადგენენ მკვიდრ მოსახლეობას. აქიდან გამომდინარე, აფსუების განმარტებებით, მეგრელებს არ თუ ფიზიკურად არამედ მორალურად უფლებაც კი არ აქვთ, გამოთქვან რაიმე სახის პოლიტიკური პრეტენზიები. ამ იდეოლოგიის გასამყარებლად, აფსუებმა 2014 წელს, შექმნეს ე.წ. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,მურზაყანელ აფხაზთა საბჭო“. ამ ფსევდო საზოგადოებრივამა ორგანიზაციამ, 5 წლის განმავლობაში აწარმოა აქტიური აგიტაციური საქმიანობა გალის რაიონის მოსახლეობაში, კარდა-კარის პრინციპით. მათი აგიტაციის ძირითადი სლოგანი ასეთია, ,,აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა, აღვუდგინოთ სამურზაყანოელ, ,,გამეგრელებულ“ აფხაზებს, აფხაზური გვარები და ეროვნება.“ ბოლო მონაცემების თანახმად, ორგანიზაციას ხელთ აქვს 5000 კაციანი სია (ჯამში 1200 ოჯახი, აღნიშნული მონაცემები ორგანიზაციას გადაეცა ე.წ. საპასპორტო სამსახურიდან, აფხაზური უშიშროების სამსახურის მიერ მონაცემების ფილტრაციის შემდეგ), რომელთა გადმობირება უნდა განხორცილდეს ეტაპობრივად უახლოეს მომავალში. არსებული მონაცემებით ამ ეტაპზე განხილული და დამუშავებულია დაახლოებით 900-მდე ადამიანის სია. უახლესი ინფორმაციით, ხსენებული სიიდან გადმობირებულ იქნა დაახლოებით 500 პირი, რომლებსაც გადაეცათ, ეროვნება შეცვლილი პასპორტები. ე.წ. ,,ეროვნება შეცვლილ აფხაზური პასპორტების ნიმუშების გადაცემა“, განხორციელდა საზეიმო ვითარებაში ზემოთხსენებული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ,,ყრილობაზე, რომელსაც საგანგებოდ ესწრებოდნენ სოხუმიდან ჩასული სეპარატისტული ხელისუფლების მაღალჩინოსნები. რეალობა კი მდგომარეობს შემდეგში, გალელების უმეტესობას არ გააჩნია აფხაზეთში ,,ლეგალურად ცხოვრების, დამადასტურებელი დოკუმენტი“, ისინი იქ უუფლებონი არიან, აქიდან გამომდინარე მათ მუდმივად ექმნებათ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციული პრობლემები. აფსუები გალელებს განიხილავენ, როგორც ,,არასანდო მოქალაქეებს“ და მათვის ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის გადაცემას თაკილობენ. აღნიშნული პასპორტის მიღების პრივილეგია გააჩნიათ, მხოლოდ მათან ლოიალურ დამოკიდებულებაში მყოფ პირებს და განსაკუთრებით ,,ეროვნება ახლად შეცვლილებს“. გამომდინარე აქედან, მშობლიურ მიწაწყალზე არსებობის უფლების სანაცვლოდ ზოგიერთი გალელი იძულებულია დათახმდეს აფსუა სეპარატისტთა მიერ შეთავაზებულ ახალ ,,ეროვნულ“ იდოლოგიას, გააფხაზების პოლიტიკას.
აქიდან გამომდინარე, ჩვენ აფხაზეთში მცხოვრები მეგრელი პატრიოტები, ვაცნობიერებთ იმ საფრთხეს, თუ რა ელოდება ჩვენ ხალხს მომავალში, თუ დღეს არ მოხდა რაიმე ფორმით წინააღმდეგობის გაწევა, ხვალ უკვე გვიანი იქნება. ამ მიზნით ჩვენ დავაარსეთ ორგანიზაცია კოლხ პატრიოტთა კავშირი. ჩვენი მიზანია ისტორიული ეგრისის ტერიტორიული საზღვრების აღდგენა, აფსუებისა და რუსი დამპყრობლების განდევნა, კოლხთა ისტორიული ტერიტორიებიდან. განთავისუფლებულ ტერიტორიაზე, ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მიზნით მეგრელთა მმართველობისა და ახალი პოლიტიკური-ტერიტორიული ერთეულის ჩამოყალიბება. საქართველოს ერთიან სახელმწიფოში გაერთიანება. ამ მიზნის მისაღწევად ორგანიზაცია გამოიყენებს ყველა საჭირო რადიკალურ ზომებს.
ჩვენ ვაცნობიერებთ იმ ფაქტსაც, რომ ჩვენი იდეის მოწინააღმდეგებიც იქნებიან საქართველოშიც, მიუხედავად შესაძლო აზრთა განსხვავებისა ჩვენ მზად ვართ კომუნიკაციისათვის, ყველა პატრიოტულ ძალებთან.
კოლხ პატრიოტთა კავშირის ლიდერთა საბჭო
ოკუპირებულ გალის რაიონში, მეგრელთა საზოგადოების ე.წ. აფსუათა ,,სახელმწიფოში“ ინტეგრაციისა და ჩვენი ეროვნული იდენტობის საბოლოოდ მოშლის მიზნით უახლოეს მომავალში იგეგმება ე.წ. სპეციალიზირებული სკოლა ლიცეუმებისა და ინტერნატის გახსნა, სადაც იცხოვრებენ და ისწავლიან გალელი ბავშვები. აღნიშნული სკოლების გახსნის მთავარი მიზანია, ,,თაობების აღზრდა“ აფსუების იდეოლოგიით. ხსენებულ სკოლებში სასწავლო ენა იქნება მხოლოდ ,,აფხაზური“ და რუსული. პრიორიტეტულ საგანთა შორის იქნება ყალბი ისტორიის სწავლება, ასევე ,,ახალი იდელოლოგიის დამკვიდრების მიზნით“ მასწავლებლებს შეეძლებათ ზეპირი ,,ლექციების“ ჩატარება მეგრელთა ქართველობის დაუშვებლობაზე (საერთოდ მეგრულზეც), აფსუა ერის განსაკუთრებულობაზე და ა.შ.
ჩვენ კოლხი პატრიოტები მსგავს ,,სკოლების“ გახსნას არ დავუშვებთ, იცოდეს მტერმა, რომ მათი ყოველი მცდელობა მეგრელთა ეროვნული ცნობიერების განადგურებისა კრახით დასრულდება. მსგავსი ,,ინიციატივები“ აფსუათა მხრიდან, ჩვენში უფრო მეტ სიბრაზეს იწვევს და ჩვენ გვექმნება უფრო მეტი მიზეზი გამოვიყენოთ წინააღმდეგობისა და ბრძოლის რადიკალური მეთოდები.
ქ. გალი 2020
აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის საოკუპაციო ძალები. ,,ფსბ“-ს სასაზღვრო სამსახური.
რუსეთის საოკუპაციო ძალების ,,ფსბ“-ს სასაზღვრო სამსახრურის აფხაზეთის სამმართველო, შედგება ორი განყოფილებისაგან (კომენდატურა), რომლებიც განლაგებულნი არიან გალისა და გაგრის რაიონებში. გალის რაიონში დისლოცირებულ ,,სასაზღვრო სამსახურის“ განყოფილება პასუხისმგებელია სახმელეთო მიმართულებაზე, ხოლო გაგრის რაიონში დისლოცირებული განყოფილება საზღვაო მიმართულებაზე. გალის რაიონის ,,სასაზღვრო სამსახურის“ განყოფილებაში შედის, ფიჩორის, პირველი ოტობაიას, ნაბაკევის, თაგილონის, ჭუბურხინჯის, ჟღვაშგვერდის, ლეკუხონას, ოქუმის, ტყვარჩელის (აკარმარა), საკენის, გენწვიშის ქვეგანყოფილებები, ხოლო საზღვაო მიმართულების ქვეგანყოფილებები განლადებულნი არიან, გაგრის რაიონის სოფ. პიცუნდასა და განთიადში, გულირიფშის რაიონის სოფ. მაჭარაში, ახალი ათონის დასახლებაში და ოჩამჩირის რაიონის საზღვაო პორტის ტერიტორიასა და სკურჩის სანაპირო ზოლში.
ოჩამჩირის საზღვაო პორტის ტერიტორიაზე განლაგებულია ,,ფსბ“-ს სანაპირო დაცვის დივიზიონი. რომლის განკარგულებაში არის დაახლოებით 10 ერთეული (ზოგი მონაცემებით 7-8 ერთეული) ახალი პროექტის თანამედროვე სანაპირო დაცვის, ,,სობოლი“-სა და ,,მანგუსტი“-ს ტიპის კატარღა. ოკუპირებული აფხაზეთის შავი ზღვის აკვატორიას ასევე აკონტროლებენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამოდენიმე ხომალდი, რომელთა შორის არის მცირე ზომის სარაკეტო კატარღა და სადესანტო ხომალდი.
არსებული მონაცემებით აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად სამსახურს გადის დაახლოებით 1400 რუსი მესაზღვრე. აფხაზეთში მათი დანაყოფების განთავსებისთანავე, ამავე დანაყოფების შემადგენლობაში არსებულმა სადაზვერვო-ოპერატიულმა სამსახურებმა (ე.წ. ასობისტები) მათ პასუხისმგებლობის ზონაში, აწარმოეს ადგილობრივი მოსახლეობისა და მიმდებარე ტერიტორიების ოპერატიული შესწავლა. მიღებულ მონაცემებს ისინი მუდმივად იყენებენ სადაზვერვო საქმიანობაში. პერიმეტრის ოპერატიულად უკეთ კონტროლის მიზნით აქტიურად იყენებენ უკვე გადმობირებულ ადგილობრივ ,,წყაროებს“. მათ ოპერატიულ ზონაში შედის, როგორც პირობითი საზღვრიდან მათივე შიდა, ასევე მოპირდაპირე საზღვრის პეტიმეტრის 5 კილომეტრიანი ზონის ოპერატიული კონტროლი, რომელსაც შესაბამისი სამსახურები ახოლრციელებენ, როგორც ოპერატიული წყაროებით, ასევე რადიო-ელექტრონული დაზვერვისა და შეაბამისი სპეციალური ტექნიკური დანადგარებით. აქიდან გამომდინარე, რუსეთის სასაზღვრო სამსახურები ისევე, როგორც სხვა უწყებების სადაზვერვო სამსახურები (გრუ და სვრ-ი) საკმაო აქიტიურად ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას, არ მხოლოდ გალისა და ზუგდიდის რაიონში (კონფლიქტის ზონა) არამედ მათვის საინტერესო საქართველოს სხვა ტერიტორიებზეც.
რუსეთის სპეცსამსახურებს გონიათ, რომ ისინი ფლობენ სიტუაციას აფხაზეთში, რომ მათი საქმიანობა დაუსჯელი იქნება, მაგრამ რა მწარედ ცდებიან, თუ ისინი გვზვერავენ, არც ჩვენ ვართ ხელდაკრეფილნი, ჩვენ მუდმივად, არა თუ დავაკვირდებით არამედ კარგ სუპრიზებსაც მოვუწყობთ, ჩვენ შურისძიებისათვის საკმაო მიზეზები გვაქვს, რადგან ჩვენს მიწაწყალზე იმყოფებიან. აფსუა სეპარატისტთა მხარდაჭერით, მათ ხელი შეუწყვეს ჩვენი ხალხის, მეგრელთა ეთნიკურ წმენდას და განადგურებას. ,,მზიანი აფხაზეთი“ მათვის კოშმარი იქნება. გუმორძგუა კოლხ პატრიოტებს!!!!
რუსეთის საოკუპაციო ძალების ,,ფსბ“-ს სასაზღვრო სამსახურის დისლოკაციის ადგილები (ბაზები)
ქ. ოჩამჩირის საზღვაო პორტი
ქ. სოხუმი, ახალი რაიონი. ე.წ. რუს მესაზღვრეთა გარადოკი
კოდორის ხეობა, გენწვიში
კოდორის ხეობა, საკენი
ქ. გალი, რუს მესაზღვრეთა კომენტადურა, მთავარი ,,ოფისი“
გალის რაიონი სოფ. ოქუმი
გალის რაიონი სოფ. ლეკუხონა
გალის რაიონი, ჟღვაშგვერდის დასახლება
გალის რაიონი სოფ. ჭუბურხინჯი
გალის რაიონი სოფ. თაგილონი
გალის რაიონი სოფ. ნაბაკევი
გალის რაიონი სოფ. პირველი ოტობაია
გალის რაიონი სოფ. ფიჩორი
ფიჩორი
ქ. ტყვარჩელის დასახლება აკარმარა
მ.წ 12 აგვისტოს ქ. სოხუმში გაიმართა, რუსეთის სპეცსამსახურების კონტროლქვეშ მყოფი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია, კულტურული ფონდ ,,სამართლიანობა, კეთილდღეობა და განვითარები“ -ს ორგანიზებით (დირექტორი ოლეგ იურჩენკო) სამუშაო შეხვედრა. აღნიშნული შეხვედრის მონაწილეები იყვნენ: აფსუა სეპატარისტების ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმირ დბარი, ე.წ უსაფრთხოების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა, რუსეთის ელჩი აფხაზეთში ალიქსეი დვინიანინი, აფხაზეთში რუსეთთან თანამშრომლობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვადიმ ჩეხა, ჟურნალისტთა კავშირის თავჯდომარე რუსლან ხაშიგი, აფხაზეთში მოქმედი სხვადასხვა რუსული სათვისტომოების საზოგადოებრივი (კაზაკთა) ორგანიზაციები, ასევე გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი კონსტანტინე ფილია, სხვადასხვა საინფორმაციო უსაფრთხოების ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლები. განხილვის მთავარი თემა იყო ,,აფხაზეთის წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო ომი და ამ ომის აღსაკვეთად განსახორციელებელი მექანიზმების შემუშავება. მათი თქმით ,,გალის რაიონის მკვიდრები იმყოფებიან საქართველოს საინფორმაციო პროპაგანდისტული საშუალებების გავლენის ქვეშ და იდეოლოგიურად ჯერ კიდევ იმყოფებიან ქართულ სივრცეში,, ასევე ითქვა, რომ გალელი ახალგაზრდები ,,ქართული პროპაგანდის ზეგავლენით“ უმაღლესი განათლების მისაღებად ირჩევენ საქართველოში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებს, რაც მათი როგორც სპეციალისტების უკან დაბრუნების შანსი არ არსებობს, ხოლო დაბრუნების შემთხვევაში, ასეთი ,,სპეციალისტების,, აფხაზეთში დასაქმება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ამ ,,მოვლნის“ საწინააღმდეგოდ გალის რაიონის ადმინისტრაციამ განახორციელე მთელი რიგი ,,იდოლოგიური“ სამუშაოები, თუმცა შედეგი დამაკმაყოფილებელი არ არის. ამისთვის საჭიროა ეფექტური მექანიზმების შემუშავება, რომელიც საბოლოოდ ზეგავლენას იქონიებს გალის რაიონის მკვიდრების შეხედულებაზე, გახდნენ პროაფხაზური საზოგადოების ნაწილი. იდეოლოგიური პროპაგანდისტული ღონისძიების ერთ-ერთ მექანიზმად დასახელდა, გალის რაიონში სატელევიზიო არხების მეშვეობით პროპაგანდისტული გადაცემების შეუფერხებელი მაუწყებლობა, სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში სათანადო მეთოდოლოგიური სამუშაოების განხორციელება. როგორც ცნობილია გალის რაიონში მაუწყებლობს სეპარატისტების პროპაგანდისტული ტელევიზია (გალ.ტვ.), რომელიც მაუწყებლობს ,,ანალოგის სიხშირეზე“, საინფორმაციო ქრონიკები გადის კვირაში ერთხელ. როგორც ზემოთ ხსენებული შეხვედრიდან გახდა ცნობილი, შესაძლებელია უახლოეს მომავალში, აღნიშნულ რაიონში პროპაგანდისტული არეალის გაფართოებისა და ინფორმაციების უკეთ გავრცელების მინზით, გალის ტელევიზია გადავიდეს ,,ციფრულ მაუწყებლობაზე“ , რომლის ტექნიკური უზრუნველყოფას განახორციელებს რუსული მხარე.
როგორც ავღნიშნეთ, აღნიშნულ თემებს ამ მიმართულებით კურირებენ რუსეთის სპეცსამსახურები, მათი სატელიტი ორგანიზაციების მეშვეობით, რომლის მთავარი მიზანია არ დაუშვას აფხაზეთის ტერიტორიაზე რაიმე ფორმით ,,ალტერნატიური“ ანტირუსული იდეოლოგიის წარმოშობა. ხოლო თავის მხრივ აფსუა სეპარატისტებისათვის მთავარი და სტრატეგიულ ამოცანის განხორციელებაში დახმარება, გალის რაიონის მოსახლეობის ,,იდეოლოგიური დამორჩილება“, მათი ეთნიკური იდენტობის დათრგუნვა. და ა.შ.
ქ. გალი 2020 წელი 12 აგვისტო