ორგანიზაცია: შპს კიბერ აკადემია
პოზიცია: ოფის მენეჯერი
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: სტაჟირება ანაზღაურებადია
ოფის მენეჯერი
მოვალეობები:
ფუნქცია-მოვალეობები:
** კლიენტების/სტუმრების მიღება ოფისში და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** პარტნიორ ორგანიზაციებთან საქმიანი მიმოწერა ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** თანამშრომელთა მივლინების ორგანიზება, სასტუმროსა და ავიაბილეთების ჯავშანი, მივლინების დროს თანამშრომელთა სწრაფი მხარდაჭერა საჭიროებებიდან გამომდინარე;
** შეხვედრების ოთახის საჭირო ინვენტარით მომარაგება და შეხვედრისთვის უზრუნველყოფა;
** ოფისის საკანცელარიო, ტექნიკური/სამეურნეო ნივთებით უზრუნველყოფა;
** საოფისე-ადმინისტრაციული ინვენტარის მარაგების უზრუნველყოფა;
** ოფისის სამუშაო პირობებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა;
** კომპანიის ელექტრონული ფოსტის მართვა;
** საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების ასლების შექმნა და სკანირება;
** კომპანიის დამლაგებლების სამუშაოს მონიტორინგი და შეფასება;
** IT სისტემების მენეჯერთან მუდმივი კომუნიკაცია და კომპანიის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის საერთო დოკუმენტების ფაილის (Share Folder) მუდმივი განახლება/ მონიტორინგი;
** ოფისში შემოსული საფოსტო გზავნილების მიღება და ადრესატისთვის ჩაბარების უზრუნველყოფა;
** გასაგზავნი დოკუმენტების მომზადება, გაფორმება საფოსტო გზავნილისათვის და შესაბამისი ადრესატისთვის გაგზავნა
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 აპრილი