ორგანიზაცია: Fireflies (ფაირფლაიზი)
პოზიცია: პროექტების კოორდინატორი (მარნეული)
ლოკაცია: მარნეული
ანაზღაურება: სტაჟირება ანაზღაურებადია
დასახელება: პროექტების კოორდინატორი
მომწოდებელი: Fireflies
განაკვეთი: არასრული, დისტანციური
მდებარეობა: მარნეული
საკონსულტაციო კომპანია "Fireflies" აცხადებს 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე დასაქმების პერსპექტივით. სტაჟირების პერიოდში პროექტების კოორდინატორი იმუშავებს პროექტის განვითარებაზე და პროექტის მსვლელობის მხარდაჭერაზე.
Fireflies ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა რომლის სერვისები მორგებულია ბიზნესის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ჩვენ ვთავაზობთ სტრატეგიულ მხარდაჭერას მცირე, საშუალო და დიდი ზომის კომპანიებს მათი ორგანიზაციული განვითრაების ეტაპისა და საჭიროებების გათვალისწინებით. ჩვენ კომპანიებს ვუწევთ მხარდაჭერას ბიზნესის სტრატეგიის, ბრენდირების, მარკეტინგული სტრატეგიის, ორგანიზაციული განვითარებისა და HR-ის მიმართულებით.
მოვალეობები:
დაგეგმოს და კოორდინაცია გაუწიოს პროექტის ყოველდღიურ ოპერაციებს;
მართოს და აკონტროლოს პროექტის მსვლელობა და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები;
აკონტროლოს პროექტის ვადები და უზუსტობის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება;
პროექტების ტექნიკური საკითხების მართვა;
პროექტით დაინტერესებული პირების მოძიება და მათთან დაკავშირება (ლიდის მოყვანა);
ჩვენ გეძებთ შენ, თუ:
შეგიძლია რამდენიმე პროცესის ერთად მართვა
გაქვს ძლიერი ორგანიზაციული უნარები - დროის მენეჯმენტი
ხარ კრეატიული და შეგიძლია იდეები რეალობად აქციო
შეგიძლია სამუშაო პროცესის ხარისხიანად წარმართვა ორგანიზაციული განვითარებისთვის
გაქვს დეტალებზე ორიენტაციის უნარი
გაქვს პრობლემის სწრაფად და ეფექტურად მართვის უნარი.
აღნიშნული პოზიციის ანაზღაურება შეადგენს 600 ლარს.
გამოაგზავნეთ თქვენი CV მეილზე: HR@fireflies.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "პროექტების კოორდინატორი".
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://fireflies.ge გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 აპრილი