ორგანიზაცია: ACT - Analysis and Consulting Team
პოზიცია: სტაჟიორი მენეჯმენტ კონსალტინგის გუნდში
ლოკაცია: თბილისი
ანაზღაურება: სტაჟირება ანაზღაურებადია
ეისითი ეძებს სტაჟიორებს მენეჯმენტ კონსალტინგის გუნდში, რომლებსაც ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება ეისითის მეგობრულ და პროფესიონალ გუნდთან ერთად.
რა გამოცდილებას და ცოდნებს მიიღებთ?
- როგორც მენეჯმენტ კონსალტინგის გუნდის სტაჟიორს, თქვენ გექნებათ საშუალება ასისტირება გაუწიოთ კონსულტანტებს და ანალიტიკოსებს ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მრავალფეროვანი, მნიშვნელოვანი და კომპლექსური ამოცანების გადაჭრაში, რაც მოგცემთ შესაძლებლობას ჩაერთოთ კლიენტისთვის მისაწოდებელი ანგარიშების მომზადებაში, საჭირო მონაცემების ორგანიზებასა და ანალიზში;
- კლიენტის სხვადასხვა ამოცანების ანალიზისთვის ექსელში ანალიტიკური მოდელების მომზადებაში: ბაზრის სეგმენტაცია, პროდუქტების პორტფელის ანალიზი, cost-reduction მოდელები, თანამშრომელთა საკომპენსაციო მოდელები და სხვ.
- ასევე მიიღებთ გამოცდილებას ინტერვიუების ჩატარებაში კლიენტის ამოცანასთან დაკავშირებულ მხარეებთან (stakeholder-ებთან) კლიენტის კომპანიის შიგნით თუ გარეთ;
რისი გაკეთება მოგიწევთ?
- ანალიტიკოსების/კონსულტანტების მხარდაჭერა კლიენტთათვის მისაწოდებელი მასალების მომზადებაში: შეთავაზება, ანალიტიკური ანგარიშები, პრეზენტაციები, ანალიტიკური მოდელები ექსელში გაკეთება და სხვა.
- ანალიტიკოსების/საკონსულტაციო ფონდების პროექტის მართვაში: ხელშეკრულება, პროექტის დაგეგმვა (რესურსები / ვადები) და გაწერა.
- მონაწილეობას მიიღებთ ბიზნეს პროცესებისა და ოპერაციების მეფინგსა და ანალიზში
- კლიენტთან შეხვედრებისა და სტრატეგიული ვორქშოფების ორგანიზება და ანგარიშების მომზადება.
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 აპრილი