ორგანიზაცია: ACT - Analysis and Consulting Team
პოზიცია: სტაჟიორი განვითარების კონსალტინგის გუნდში
ლოკაცია: თბილისი
ანაზღაურება: სტაჟირება ანაზღაურებადია
ეისითი ეძებს სტაჟიორებს განვითარების კონსალტინგის გუნდში, რომლებსაც ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება ეისითის მეგობრულ და პროფესიონალ გუნდთან ერთად.
რა გამოცდილებას და ცოდნებს მიიღებთ?
- როგორც განვითარების კონსალტინგის გუნდის სტაჟიორს, თქვენ გექნებათ საშუალება ასისტირება გაუწიოთ კონსულტანტებს და ანალიტიკოსებს განვითარების სხვადასხვა სფეროში მრავალფეროვანი, მნიშვნელოვანი და კომპლექსური ამოცანების გადაჭრაში, რაც მოგცემთ შესაძლებლობას ჩაერთოთ ადგილობრივი და საერთაშორისო დონორების მიერ მართულ პროექტებსა და ინიციატივებში.
- სხვადასხვა ამოცანების ანალიზისთვის ექსელში ანალიტიკური მოდელების მომზადებაში: ბაზრის სეგმენტაცია, პროდუქტების პორტფელის ანალიზი, cost-reduction მოდელები, თანამშრომელთა საკომპენსაციო მოდელები და სხვ.
- ასევე მიიღებთ გამოცდილებას ინტერვიუების ჩატარებაში პროექტის ამოცანასთან დაკავშირებულ მხარეებთან (stakeholder-ებთან);
რისი გაკეთება მოგიწევთ?
- ანალიტიკოსების/კონსულტანტების მხარდაჭერა დამკვეთისთვის მისაწოდებელი მასალების მომზადებაში: შეთავაზება, ანალიტიკური ანგარიშები, პრეზენტაციები, ანალიტიკური მოდელები ექსელში გაკეთება და სხვა.
- ანალიტიკოსების/საკონსულტაციო ფონდების პროექტის მართვაში: ხელშეკრულება, პროექტის დაგეგმვა (რესურსები / ვადები) და გაწერა.
- ტენდერებისა მონიტორინგი და შეთავაზებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 აპრილი