ორგანიზაცია: imitom.ge
პოზიცია: ილუსტრატორი/დიზაინერი
ლოკაცია: ონლაინ ან ფიზიკური
ანაზღაურება: სტაჟირება ანაზღაურებადია
გრაფიკი იქნება სრული (ონლაინ თუ ოფლაინ ერთად გადავწყვიტოთ), მუშაობას ვიწყებთ 9 ზე და 5 ზე ჩიტივით თავისუფლები ვართ. თუ ოფისში გადაწყვეტ სიარულს, ვაკეში (იოველ ქუთათელაძის 6 ში) მოგიწევს მოსვლა, თუმცა შესვენებისას არ მოგაწყენთ, არამხატვარი ხალხიც კაი ვმუშაობთ აქ და უფრო მეტიც არტები ჩვენც გვიყვარს.
რა უნდა აკეთო? ჩვენ პლატფორმისთვის უნდა შექმნა ილუსტრაციები, პოსტერები, ქავერები (შეიძლება კომიქსზეც იმუშაო, ან ანიმაციის სთორიბორდი მოგანდოთ).
მიმდინარეობს აპლიკაციების მიღება