მიმდინარეობს რეორგანიაცია!
წყნეთი მდებარეობს თბილისიდან შვიდი კილომეტრის მოშორებით, ზღვის დონიდან 1000-1200 მეტრ სიმაღლეზე და მაღლიდან დასცქერის მთელ თბილისს. თრიალეთის მთის, უშუალოდ უძოს ეკლესიის ფერდობზე წყნეთი ისეა მიკრულ, როგორც მწვანეში ჩაფლული ჩიტის ბუდე. ამაში დარწმუნდებით თუ მას თბილისის სხვადასხვა კუთხიდან შეხედავთ. წყნეთს თრიალეთის ფერდობის დაბლა ჩამოუდის პატარა მდინარე „ხევა“, რომელიც წყნეთს ჰყოფს თრიალეთის მთისგან. ჩრდილოეთ ფერდობის დაბლა მოედინება მდინარე ვერე. სოფელი დასავლეთით გადაჰყურებს დიდგორის მთას. კარგ ამინდში წყნეთიდან ბრწყინვალედ მოჩანს კავკასიის მუდმივად დათოვლილი მყინვარები, აღმოსავლეთით კი ხელისფულივით მოჩანს თბილისი. ამით აიხსნება წყნეთის ორიგინალურობა და სილამაზე
სოფელი წყნეთი გაშენებულია ამაღლებულ ადგლზე. გარშემო არტყია ტყის მასივები, ბაღ-ვენახები და სახნავ-სათესი მინდვრები. წყნეთის ტერიტორიაზე იყო ორი ბუნებრივი ტბა: ერთი მაღლა, თრიალეთის მთის ფერდობზე, წყნეთსა და სოფელ წავკისს შორის, ამიტომ ვეძახით „წავკისის ტბას“, ის წყნეთიდან მოცილებული იყო 3-4 კილომეტრით. ტბას ყველა მხრიდან ესაზღვრებოდა პატარა მთები, რის გამოც შორიდან მის დანახავს ვერ შეძლებდით. ამ ტბის წყლით ზაფხულში ირწყვებოდა „საირმეში“ ნათესები - სიმინდი, ლობიო, კარტოფილი.
მეორე, შედარებით პატარა ტბა, მდებარებდა სოფელ ახალდაბასთან და მასაც იყენებდნენ ნათესების მოსარწყავად. ორივე ტბა ზაფხულის პერიოდში იკლებდა ან პირიქით, დამოკიდებული იყო ნალექზე. ორივე ტბაში მიბანავია და მითევზავია კიდეც. ბუნებრივი კლიმატის შეცვლამ და დათბობამ ორივე ტბა დააშრო და ლელიანიც გახმა...