ხელნაკეთი, მრავალჯერადი ტყავის ყდა ტყავის ბროწეულის დეტალით
მასალა: ნატურალური ტყავი Crazy Horse ტყავი, მატი ზედაპირით. მასზე ადვილად რჩება შეხების კვალი, რომელიც დროთა განმავლობაში პერსონალურ ხასიათს იძენს.
დიზაინის დეტალი: ბროწეულის დეტალი შესრულებულია მეორეული ტყავითა და ხელით ნაკერით.
თემატიკა: შემოდგომას ბროწეული უხდება. ქართულ კულტურაში ის საუკუნეების განმავლობაში იყო სიუხვეს, ნაყოფიერების, სიცოცხლისა და იმ ერთიანობის სიმბოლო, რომელიც დღეს ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას. 🍂
აღწერა:
ყდის შიდა მხარეს დატანილია სპეციალური ჯიბეები, რომელიც უზრუნველყოფს შიდა ბლოკის მარტივად ჩასმას. ამასთანავე, ისინი ფუნქციურია და გამოიყენება დამატებით სათავსოდ.
გვერდების შევსების შემდეგ იცვლება მხოლოდ ბლოკნოტი, ყდას კი შეინარჩუნებთ წლების განმავლობაში.
ზომა: დახურული 15,5 x 11,5 სმ. გაშლილი -15,5 x 23,5 სმ.
მრავალჯერადი ტყავის ყდის ფასი: 60 ₾