წესები და პირობები
ზოგადი დებულებები
1. შპს “სიფრიფანა" წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კომპანიას.
დასახელება: შპს სიფრიფანა
საიდენტიფიკაციო ნომერი: 445586553
იურიდიული მისამართი: საქართველო,საქართველო, ბათუმი, გონიოს დასახლება
ფიზიკური მისამართი: ჟ.შარტავას 44
ელ ფოსტა: infosifrifana@gmail.com
2. მომხმარებლის მიერ “სიფრიფანას“ვებ-გვერდზე შესვლა და შემოთავაზებული სერვისის შეკვეთა გულისხმობს, რომ მან გამოხატა თანხმობა შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოხმარების წესები და პირობები.
ხელშეკრულების საგანი
1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სიფრიფანას ნებისმიერ პლატფორმაზე შემოთავაზებული პროდუქტი და ამ პროდუქტის მომხმარებლისთვის სასურველ ადგილზე მიტანის მომსახურება, რის სანაცვლოდაც მომხმარებელი იხდის წინასწარ განსაზღვრულ თანხას საბანკო ბარათით ან ნაღდი ანგარიშსწორებით.
საიტით სარგებლობის პირობები და ვალდებულებები
1. რომ ისარგებლოს sifrifana.ge-ს მომსახურეობით, მომხმარებელი თანახმაა წარმოადგინოს, უტყუარი, ზუსტი და სრული ინფორმაცია რაც მოთხოვნილია რეგისტრაციის და შეკვეთის გაკეთების დროს.
2. თუკი მომხმარებელი წარმოადგენს არასწორ ინფორმაციას ან თუკი შ.პ.ს სიფრიფანას გააჩნია სერიოზული საფუძველი დაეჭვდეს, რომ მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არასწორია, არასრული და უზუსტო, აქვს უფლება, უარი განუცხადოს მომსახურეობის გაწევაზე.
3. საიტი შეიცავს საავტორო უფლებით დაცულ მასალებს, სავაჭრო ნიშნებს და სხვა კანონით დაცულ მასალებს.
4.sifrifana.ge-ის საიტზე რეგისტრაციისას მომხმარებელი წარადგენს შემდეგ ინფორმაციას: სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი.
5.შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი წარადგენს შემდეგ ინფორმაციას: სახელი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, მიწოდების მისამართი.
6.მომხმარებელი sifrifana.ge-ზე რეგისტრაციისას/დაკვეთის დროს თავისი პირადი მონაცემების წარმოდგენით ეთანხმება მათ დამუშავებას, მათ შორის თავისი მომსახურეობის შესახებ მომხმარებელთა ინფორმირების მიზნით.
7.sifrifana.ge იყენებს მომხმარებლის პირად მონაცემებს: მომხმარებლის ვებსაიტზე -ზე სარეგისტრაციოდ, მომხმარებლის მიმართ თავისი ვალდებულებების შესასრულებლად და საიტის სამუშაოს ანალიზისთვის.
8.შ.პ.ს სიფრიფანას აქვს უფლება გაგზავნოს საინფორმაციო, მათ შორის სარეკლამო შეტყობინებები მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილურ ტელეფონზე მისი თანხმობით, მომხმარებელს უფლება აქვს უარი განაცხადოს სარეკლამო და სხვა სახის იფორმაციის მიღებაზე უარის მიზეზების განმარტების გარეშე.
მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია
1. მიიღოს და შეასრულოს მომხმარებლის შეკვეთა.
2. მიაწოდოს მომხმარებელს ხარისხიანი და მაღალი ჰიგიენური სტანდარტების შესაბამისად.
3.დაიცვას მომხმარებლის პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მიწოდების პირობები
მიწოდების ვადა განისაზღვრება შეკვეთის მიღებიდან 2 სამუშაო დღედ. მისამართის სირთულიდან გამომდინარე შესაძლოა გაიზარდოს მიტანის ვადა 5 სამუშაო დღემდე.
დაბრუნების პირობები
მომხმარებელს უფლება აქვს ნივთის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროს მოთხოვნა შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების თაობაზე. ვადა აითვლება მომხმარებლისთვის ნივთის მფლობელობაში გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გასვლასთან ერთად, მომხმარებელი კარგავს ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს ნივთის დაბრუნების ფორმა) და გადმოგზავნოს შემდეგ ელ-ფოსტაზე: infosifrifana@gmail.com ან დაგვიკავშირდეს ფეისბუქ გვერდზე https://www.facebook.com/sifrifanageorgia
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა;
გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.
მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.
მოვაჭრე ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.
თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.
მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ. ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისი
მოვაჭრეს შეუძლია, მომხმარებლის თანხმობით, თანხის დაბრუნების ნაცვლად, მომხმარებელს შეუცვალოს პროდუქცია.
საგარანტიო პირობები
6.კანონისმიერი გარანტია
• თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკ ლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხე ლშეკრულებიდან.
• საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთ ხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შ ეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
• საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში,ნივთის შეკეთების ვადა 30 დღე, ნივთის შეცვლის ვადა 10 დღე. ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
• საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მა თ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონ ლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
• მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრ ულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკ რულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუ ქმნის.
• მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრ ულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
• მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნ ელოა.
• იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალ ისწინებული იქნება შემდეგი პირობები:
ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეს აბამისობის შემთხვევაში;
ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობი ს ხარისხი;
გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატი ული შესაძლებლობა.
• მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლ ი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.
• თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლო ბაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლ ის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებე
ლია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკ ლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
5. ფორს–მაჟორი
• არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუ სრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კა ტასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით, ეს მოვ ლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.
• თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრ ი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხ ანგრძლივობის შესაბამისად.
• მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემო ების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს.
• შეტყობინებაში ასახული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი რეგიონის: სა ვაჭრო, სამრეწველო, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
• არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს ზემ ოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.
დასკვნითი დებულებები
წინამდებარე ხელშეკრულების მიმდინარეობის დროს წარმოშობილი დავები და უთანხმოებანი გადაიჭრება მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს.