.
სსიპ - ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ რუსთავის №21 საჯარო სკოლის მისიაა: უსაფრთხო, ინკლუზიური, განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების, ინტერესებისა და ნიჭის გამოვლენა-განვითარებას, აძლიერებს ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნებისა და დამოუკიდებელი სწავლის უნარს.
სკოლა ზრუნავს მოსწავლეთა თვითშემეცნებასა და კარიერულ ორიენტაციაზე, რათა მათ შეძლონ მომავალი საგანმანათლებლო-პროფესიული გზის გააზრებულად განსაზღვრა და ჩამოყალიბდნენ საზოგადოების დემოკრატიულად მოაზროვნე, ეროვნული ფასეულობების მქონე, სრულფასოვან წევრებად, რომელთაც გააჩნიათ მუდმივცვალებად გარემოში ადაპტაციის უნარი.
ხედვა
2030 წლისთვის სსიპ – ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ რუსთავის N21 საჯარო სკოლა იქნება უსაფრთხო, ინკლუზიური და განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცე, სადაც მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ერთობლივად ქმნიან სწავლა-სწავლების მხარდამჭერ გარემოს. პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების, ინტერესებისა და ნიჭის გამოვლენასა და განვითარებას.
სკოლა აღზრდის კრიტიკულად მოაზროვნე, პასუხისმგებელ და თვითრეალიზებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დემოკრატიულ და ეროვნულ ღირებულებებზე დაყრდნობით შეძლებენ გააზრებული არჩევანის გაკეთებას და წარმატებით ჩართვას მუდმივად ცვალებად საზოგადოებრივ და პროფესიულ გარემოში.
სასკოლო სასწავლო გეგმა
დაწყებითი საფეხურის კურიკულუმი
საშუალოსაფეხურის კურიკულუმი
საბაზო საფეხურის კურიკულუმი
შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა