სკოლის ისტორია

      1953 წელს პატარა ქალაქში, სადაც ისახებოდა ომის შემდგომი ცხოვრება, ბარაკის ტიპის შენობაში გაიხსნა რუსული სკოლა. 1956 წელს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ააშენეს ორსართულიანი სკოლის შენობა, სადაც ახალსახლობა იზეიმა სკოლამ. ახალ რუსთავში ეს იყო პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება.               რუსთავის მე–12 საჯარო სკოლა ქალაქის ცენტრში მდებარეობს. იგი თითქმის ქალაქის თანატოლია. სკოლის წარსული  მე- XX საუკუნის 50–იანი წლებიდან იღებს სათავეს და დღემდე გრძელდება. მისი ისტორია მრავალ თაობას ითვლის. 

     პირველივე დღეებიდან სკოლაში ფუნქციონირებდა ქვეყანაში ცნობილი ახალგაზრდული მუზეუმი, რომელსაც სხვადასხვა რესპუბლიკებიდან  ჩამოსული დელეგაციები სტუმრობდნენ.

            80 იან წლებში სკოლამ სახელი გაითქვა ქალაქის და ქვეყნის საუკეთესო მოსწავლეებით. მე – 12 სკოლის კურსდამთავრებულებს  მთელი ქვეყანა იცნობდა. ახლა ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მოღვაწეობენ.

              სკოლას თავის ისტორიის მანძილზე 12 დირექტორი ჰყავდა.

          სკოლა ატარებდა მსოფლიო მწერლის ალექსანდრე პუშკინის სახელს და წლების მანძილზე პარტნიორობას უწევდა მოსკოვის ა. პუშკინის სახელობის 352-ე სკოლას. პირველად სკოლაში გაიხსნა ერთი-რუსული სექტორი, შემდეგ ორი: ქართული და რუსული,  2004 წელს ასევე დაემატა აზერბაიჯანული სექტორი.  2000 წელს გაიხსნა ქართული კლასები. დღეისათვის  სკოლა ორსექტორიანია  ქართულ-რუსული. სწავლება მიმდინარეობს ორ ენაზე- ქართულად და რუსულად. ბოლო, 2021 წლის  მონაცემებით სკოლაში ჩვიდმეტი ეროვნების   მოსწავლე სწავლობს, რომლებიც მეგობრულად და მშვიდად თანამშრომლობენ ერთმანეთთან. აქედან 206 ქართველია, აზერბაიჯანელი-369, ოსი-9, სომეხი-55, რუსი31, მოლდოველი-4, უკრაინელი-5, ქურთი-6,1-არაბი, 2 ბოშა, 1 ქისტი, 3 თურქი, 2 ბერძენი, 1 ებრაელი, 1 ტაჯიკი, 1 პოლონელი, 1-უზბეკი. 

დაარსების დღიდანვე მე-12 სკოლა ცნობილი იყო პროფესიონალი პედაგოგებით. წლების განმავლობაში ასწავლიდნენ თავის საყვარელ საგანს ვალენტინა სვიტენკო (ისტორია), სვეტა გურიელაშვილი (მათემატიკა), ირაიდა დენიაკინა (რუსული), მაია დენისოვა (ინგლისური), გრიგორი ვალიუკ (სამხედრო), ნინა კაფიევა (ქიმია), მარგო პატარაია (ქართული), მარგარიტა ფაი(ფიზიკა). მე-12 სკოლა დღეს ღირსეულად აგრძელებს ტრადიციებს, 44 პედაგოგიდან 20 სერტიფიცირებულია. პედაგოგები მუდმივად იღებენ მონაწილეობას და გამოდიან მოხსენებებით ყოველწლიურ სამეცნიერო პრაქტიკულ და მეთოდურ   კონფერენციებზე; ეცნობიან  სიახლეებს და ნერგავენ პრაქტიკაში. სკოლის მოსწავლეები მუდმივად მონაწილეობენ და წამატებებს აღწევენ ოლიმპიადებსა და კომკურსებში. 

    სკოლა ამაყობს სპორტული მიღწევებითაც.  მოსწავლეებს აღებული აქვთ  თასები, დიპლომები, სიგელები და სერტიფიკატები.   მეტად ნაყოფიერი იყო 2016 წელი ჩვენი სკოლის მოსწავლეებისათვის სპორტის მიმართულებით. ქალაქის პირველობაზე გეზრბენში გოგონებმა და ბიჭებმა აიღეს   პირველი ადგილი. ქვემო ქართლის პირველობაზე გეზრბენში  დმანისში გოგონებმაც პირველი ადგილი დაიკავეს (გოგონების ჯგუფი: ვერიკო კუნდუხაშვილი -მე-10 კლ., დიანა ალიევა, მე-8 კლ., აიდა მუსაევა, მე-10 კლ., ჯანანაშვილი თეონა, მე-10 კლ.), ხოლო ბიჭებმა მესამე  ადგილი აიღეს(ბიჭების ჯგუფი: ნიკა მეტრეველი, გურამ ჯახველაძე, ლუკა ფელიშვილი, ზურა ტურაშვილი, მე-10 კლ.).   გამარჯვებული მოსწავლეების გუნდი პედაგოგ დავით ცინცარაშვილთან ერთად 8 დღით იმყოფებოდა ანაკლიაში. „გეკოს“ ტურნირზე  იასპარეზეს ვაჟებმა და  აქაც შაშში პირველი ადგილი აიღო  ჩვენმა მოსწავლემ    ელგუნ   გეზალოვმა ( მე-7 კლ.).

      2003 წელს სკოლაში შეიქმნა ახალგაზრდული კლუბი საქართველოს საგარეო ასოციაციის  პროგრამის „ვაშენოთ მომავალის“ ფარგლებში, რომელიც თავის თავში მოიცავდა საგანმანათლებლო ტრენინგებს, პროექტების წერასა და განხორციელებას, სპორტულ აქტივობებს. პროგრამამ პროექტების სახით სკოლას მოუპოვა სასკოლო რადიო, ქართული ბიბლიოთეკა, სამედიცინო პუნქტი. კლუბში გაწევრიანებულნი იყვნენ  V – XI კლასელები.

   2011 წლიდან სკოლაში გაიხსნა სამოქალაქო კლუბი  „ბრიჯი“, რომელიც PH  internation-თან  და USAID-თან ერთად ფუნქციონირებდა.

   2013 წელს სკოლაში გაიხსნა კინო კლუბი „ჩარლი“, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.

       2014 წელს სკოლაში ამუშავდა მოსწავლეთა კლუბი „რუსთველი“, რომელიც პროექტ „წიგნი სიყვარულია“ ფარგლებში მოქმედებს. ამავე პროექტის ფარგლებში 2017-2018 სასწავლო წლიდან ფუნქციონირებს  „დუმბაძის“ კლუბი და „გოგებაშვილის“ კლუბი.

      2014 წელს საფუძველი ჩაეყარა საბუნებისმეტყველო კლუბს „მწვანე დედამიწა“.

     2016 წელს  დაარსდა ისტორიის კლუბი "დავითისანი".

 2017 წლის ოქტომბერ-დეკემბერში სკოლაში თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში წარმატებით განხორციელდა პროექტები "მე ქართველი ვარ, შენ?" და  "წიგნიერების განვითარება" (მკითხველთა კლუბი).

     2017 წლის  იანვარში სკოლის დელეგაცია გაემგზავრა ისრაელის ქალაქ კირიათ გადის სკოლაში პროექტის  „ჯაჭვური რეაქცია“ ფარგლებში, სადაც მოხდა ამ ორი სკოლის დამეგობრება.

     2018 წლის აპრილში ისრაელის დამეგობრებული სკოლა და კირიათ გადის სკოლა სტუმრობდნენ საქართველოს, კერძოდ რუსთავს და მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში „საბუნებისმეტყვლო დისციპლინები პრაქტიკაში“ .

       2018 წელს ოქტომბერ-დეკემბერში სკოლაში თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში განხორციელდა პროექტი "ეს ჩემი სკოლის ისტორიაა". 

        დრო გადის,  მოსწავლეთა ერთი პლეადა ცვლის მეორეს ...  მე–12 სკოლა კი ყოველთვის ღიაა მოსწავლეთათვის, მასწავლებელთა და ყველა კეთილის მსურველ ადამიანებისათვის.

  

 65 წლის იუბილეს გილოცავ, ჩემო საყვარელო სკოლა ! 

რუსთავის მე-12 საჯარო სკოლა, ვაჟაფშაველას ქ.N 2


ჩვენი სკოლის 

FaceBook გვერდი