ხელოვნება
„ლოგოს პრესისა“ და „სულაკაურის გამომცემლობის“ ერთობლივი გამოცემა
ხელოვნების ამბავი
ე. ჰ. გომბრიხი
მსოფლიო ბესტსელერი წიგნი ხელოვნებაზე
ყდა: რბილი, შეკეცილი ფრთებით
ზომა: 245 × 172 მმ
გვერდების რაოდენობა: 688 გვ
ილუსტრაციები: 440 ილუსტრაცია
ISBN: 978-9941-37-494-4
2024 წელს „ლოგოს პრესისა“ და „სულაკაურის გამომცემლობის“ ერთობლივი ბრენდით გამოიცა ხელოვნების შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული და პოლულარული წიგნის განახლებული გამოცემა.
დღეისათვის მსოფლიოში წიგნის რვა მილიონამდე ეგზემპლარია გაყიდული.
*
ხელოვნების ამბავი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წიგნია ხელოვნების შესახებ, რომელიც ოდესმე გამოცემულა. 50 წლის განმავლობაში იგი რჩება სწორუპოვარ შესავლად მთელი საგნისთვის − უძველესი მღვიმის ფერწერიდან თანამედროვე ექსპერიმენტულ ხელოვნებამდე. მთელ მსოფლიოში ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების მკითხველისთვის პროფესორი გომბრიხი ჭეშმარიტი ოსტატია, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ცოდნა და სიბრძნე და რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭით, გაუზიაროს მკითხველს უდიდესი სიყვარული ხელოვნების იმ ნიმუშების მიმართ, რომელთაც აღწერს.
ხელოვნების ამბის უჭკნობი პოპულარობის მიზეზი წერის ნათელი, მარტივი და გულწრფელი სტილია. ავტორი ამბობს, რომ მისი მიზანია „სიცხადე და წესრიგი შეიტანოს უამრავ სახელში, პერიოდსა და სტილში, რომლებითაც სავსეა უფრო ამბიციური ნაშრომები“, და იყენებს სახვითი ხელოვნების ფსიქოლოგიის საკუთარ ცოდნას, რათა დაგვანახოს ხელოვნების ისტორია, როგორც „ტრადიციების უწყვეტი შერწყმა და მონაცვლეობა, რომლის გამოც ყოველი ნაწარმოები წარსულსაც ხარკს უხდის და მომავლისკენაც ილტვის“, როგორც „ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც დღევანდელობას პირამიდების ხანასთან აკავშირებს“. ამ კლასიკური ნაშრომის განახლებული, მე-16 გამოცემა აპირებს გააგრძელოს „ტრიუმფული სვლა“ მომავალი თაობებისათვის. იგი ნამდვილად საუკეთესო არჩევანი იქნება ყველასათვის, ვინც ხელოვნების სამყაროსთან შეხებას გადაწყვეტს.
გამომცემლობა „ლოგოს პრესის“ ადრინდელი გამოცემები შეგიძლიათ იხილოთ ბექლისტის განყოფილებაში.