საბავშვო წიგნები

50 საბავშვო ლექსი

ქართველი პოეტების რჩეული ლექსები თქვენი შვილებისთვის

სერია: „ქართული საუნჯე ბავშვებს“


ყდა: მაგარი, ბალიშა
ზომა: 245 × 172 მმ
გვერდების რაოდენობა: 104 გვ
ISBN: 978-9941-418-84-6

ააწყვე ტირანოზავრი რექსი

და შეაბიჯე დინოზავრების სამყაროში


ასაწყობი მოდელი + წიგნი

ყდა: მაგარი
ზომა: 190 × 363 მმ
გვერდების რაოდენობა: 32 + მოდელის 49 ნაწილი
აწყობილი მოდელის სიგრძე: 76 სმ
ISBN: 978-9941-418-77-8

ამ უნიკალური, ინტერაქტიული მეგზურის მეშვეობით ტირანოზავრ რექსის მოდელს ააწყობ და ყველა ტიპის დინოზავრის შესახებ საინტერესო ფაქტებს შეიტყობ. როგორ იყენებდა თავის დიდ ყბებსა და წვეტიან კბილებს ტირანოზავრი რექსი ნადავლზე თავდასხმისას? როგორ ერთიანდებოდნენ პატარა მტაცებელი დინოზავ­რები დიდ დინოზავრებზე თავდასასხმელად? რომელი დინოზავრი დარბოდა 60 კმ/სთ სიჩქარით?

ააწყვე ტირანოზავრი რექსი და იპოვე პასუხი ყველა ამ და სხვა მრავალ შეკითხვაზე!

„ოქროს საწმისი“ და სხვა კლასიკური

 ბერძნული მითები

მოთხრობილი ერიკ ა. კიმელის მიერ

ილუსტრატორი პეპ მონსერატი

ყდა: მაგარი, სუპერით
ზომა: 245 × 172 მმ
გვერდების რაოდენობა: 96 გვ
ISBN: 978-9941-418-79-2


რატომ უნდა წავიკითხოთ ბერძნული მითები?

ალბათ გიკვირთ, რატომ გადავწყვიტეთ, ათასჯერ მოყოლილი, უძველესი ამბები კიდევ ერთხელ მოგვეთხრო. მათი უმეტესობა ბრინჯაოს ხანით თარიღდება და საუკუნეებით უსწრებს წინ მეცნიერულ წიგნებში ნაამბობ ისტორიას. როგორ უნდა დავაინტერესოთ ბავშვები, რომლებიც ინტერნეტის, მობილური ტელეფონების, აიპოდებისა და ვიდეოთამაშების ეპოქაში ცხოვრობენ?

უპირველეს ყოვლისა, ამ წიგნში არაჩვეულებრივი ამბებია თავმოყრილი, ამბები, რომლებსაც მშობლები შვილებს ზეპირსიტყვიერად გადასცემდნენ საუკუნეთა განმავლობაში. გმირი მამაკაცები, რომლებიც ურთულესი დავალებების შესასრულებლად მიდიან; გმირი ქალები, რომელთა ქმედებებიც ტრადიციებით დადგენილ ჩარჩოებს სცილდება; ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობის სიმძიმეს არ უშინდებიან და ზოგჯერ მარცხდებიან კიდევაც, — სწორედ ისინი არიან თანამედროვე ფილმების გმირები; სწორედ მათზეა წიგნები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვკითხულობთ.

გარდა ამისა, მითოლოგია სიტყვიერებისა და ლიტერატურის საფუძველია. მითურ პერსონაჟებს შექსპირის პიესებშიც ვხვდებით და ყოველდღიურ საუბრებშიც ხშირად მოვიხსენიებთ. ალბათ გსმენიათ, რომ ვიღაცამ „პანდორას ყუთი“ გახსნა, ვიღაც კი „პრომეთეს“ ძალით ცდილობს „ოქროს საწმისის“ დაბრუნებას. ეს ტერმინები თუ სახელები სწორედ მითოლოგიიდან მოდის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს — მითოლოგია ფანტაზიის განვითარებაში გვეხმარება; გვიბიძგებს, ვიბრძოლოთ იმ მიზნების მისაღწევად, რომლებზეც მხოლოდ ოცნება შეგვეძლო. გარწმუნებთ, რომ იკაროსის მზისკენ გაფრენასა და ნილ არმსტრონგის მთვარეზე გასეირნებას შორის იმაზე დიდი კავშირია, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

მითები კაცობრიობის იმედებსა და ოცნებებს იტევს. თითოეული მათგანი თქვენიცაა.

მუსიკალური ჯადოსნური ჯოხი

5 ჯადოსნური მელოდიით

ყდა: მაგარი
ზომა: 216 × 285 მმ
გვერდების რაოდენობა: 24 გვ
ISBN: 978-9941-418-83-9


შეაბიჯე ზღაპრულ სამყაროში, სადაც დაუჯერებელი ამბები ხდება და მომაჯადოებელი მუსიკა ჟღერს. შეუერთდი ციმციმას და მის მეგობარ ფერიებს, შეახე ჯადოსნური ჯოხი წიგნის თითოეულ გვერდს და მოისმინე საუცხოო ჰანგები – დარწმუნები, რომ სასწაულების მოხდენა თავადაც შეგიძლია!

თუ შენი ოცნებაა, გახდე ნამდვილი ფერია, მაშინ ეს წიგნი შენთვისაა!

ეზოპეს იგავები

უბერებელი იგავების კოლექცია

მთარგმნელები: ზაზა ჭილაძე, გია ჭუმბურიძე

ყდა: მაგარი
ზომა: 224 × 285 მმ
გვერდების რაოდენობა: 192 გვ
ISBN: 978-9941-418-82-2

საგანგებოდ ბავშვებისთვის, ახლებურად მონათხრობი იგავების ამ კრებულში შეხვდებით ფრენაზე მეოცნებე კუს, ეჭვიან სახედარს, სრულიად გამორჩეულ ბატს და ბევრ სხვა ცხოველსა თუ ფრინველს.

ეზოპეს იგავები საუკეთესო გზაა ცხოვრების დიდი გაკვეთილების შესასწავლად, რაშიც ჩვენი მეგობარი ცხოველებისა და ფრთოსნების დაუვიწყარი თავგადასავლები დაგვეხმარება.

პრინცესების საყვარელი ზღაპრები

ყველა დროის 40-ზე მეტი საუკეთესო ზღაპარი 

ყდა: მაგარი
ზომა: 216 × 285 მმ
გვერდების რაოდენობა: 192 გვ
ISBN: 978-9941-418-80-8


პრინცესას პაწია საგანძური

ყდა: მაგარი, კოლოფი
ზომა: 250 × 231 მმ
წიგნების რაოდენობა: 9
ISBN: 978-9941-418-81-5

 

ციმციმა წიგნების ეს ლამაზი კრებული ცხრა მუყაოს მომცრო წიგნისგან შედგება, რომელთაც გოგონები მოხერხებულად დაიჭერენ პაწია ხელებში. ამ მომაჯადოებელი კრებულის წყალობით თქვენი პატარა ხალისით ისწავლის პირველ სიტყვებსა და რიცხვებს, გაეცნობა შინაურ ცხოველებს.

“პრინცესას პაწია საგანძური” საუკეთესო საჩუქარია პატარა პრინცესებისთვის. მასში ისინი ჯადოსნურ სასახლეებს, წვეულებებს, სამკაულებს და ბევრ სხვა რამეს აღამოაჩენენ.


რჩეული ზღაპრები

ძმები გრიმები

ყდა: მაგარი
ზომა: 215 × 255 მმ
გვერდების რაოდენობა: 160 გვ
ISBN: 978-9941-418-76-1

 

ზღაპრების მოსმენა ბავშვობის განუყოფელი ნაწილია. ეს მარადიული, ჯადოსნური ამბები სამუდამოდ რჩება მეხსიერებაში.

ამ საუცხოო კოლექციაში გრიმების რჩეული, კლასიკური ზღაპრებია შესული. წაუკითხეთ ისინი თქვენს პატარას და მასთან ერთად შეაღეთ კარი ჯადოსნურსა და თავგადასავლებით აღსავსე სამყაროში!

მისტერ მორის ლესმორის საოცარი მფრინავი წიგნები

უილიამ ჯოისი

ყდა: მაგარი
ზომა: 215 × 255 მმ
გვერდების რაოდენობა: 160 გვ
ISBN: 978-9941-418-78-5

 

„ბრწყინვალე ვიზუალური ნამუშევარი.“
ნიუ იორკ თაიმზი

„სულაც არ არის წარმოუდგენელი, რომ ... პატარა საბავშვო მოთხრობა მისტერ მორის ლესმორის საოცარი მფრინავი წიგნები ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნაწარმოებად იქნეს მიჩნეული.“
ლონდონ თაიმზი

პაწია საგანძური

9 წიგნი

ყდა: მაგარი
ზომა: 230 × 230 მმ
გვერდების რაოდენობა: 28 გვ
ISBN: 978-99940-64-35-9

 

ეს კრებული ცხრა პატარა, ხელში ადვილად დასაჭერ მუყაოს წიგნს შეიცავს.

ბავშვები ისიამოვნებენ ფერადი ნახატებით, გაეცნობიან რიცხვებს, ცხოველებს, ფორმებს და ბევრ სხვა რამეს!

პრინცესას პრაქტიკული გზამკვლევი

ყდა: მაგარი
ზომა: 255 × 255 მმ
გვერდების რაოდენობა: 24 გვ
ISBN: 978-9941-418-58-7

 

აუცილებელი პრაქტიკული გზამკვლევი ყველა გამოუცდელი პრინცესასთვის – გეყო ოცნება, მოქმედების დროა!

გადაწყვიტე, როგორი პრინცესა გინდა იყო, გაეცანი თანამედროვე პრინცესების პრობლემებს და ისწავლე მარტივი ხერხები, რომლებიც ყველას თვალში ნამდვილ პრინცესად გაქცევს!

მიყვარხარ, დედიკო

ყდა: მაგარი
ზომა: 250 × 250
გვერდების რაოდენობა: 24 გვ
ISBN: 978-9941-418-72-3

ტიტანიკი

3D ხმოვანი წიგნი

სერია: წარსულის ხმები

ყდა: მაგარი
ზომა: 288 × 226 მმ
გვერდების რაოდენობა: 14 გვ
ISBN: 978-9941-418-39-6

 

ტიტანიკი ყველაზე დიდი ხომალდი იყო, რომელიც კი მანამდე აგებულა. მიაჩნდათ, რომ იგი არასდროს ჩაიძირებოდა. მაგრამ პირველივე რეისის დროს ხომალდი აისბერგს შეეჯახა და ყინულოვანმა წყალმა შთანთქა. წიგნში რეალურთან მიახლოებული ხმოვანი გაფორმებითა და პანორამული გამოსახულებებით გაცოცხლებულია გემზე არსებული ატმოსფერო.

ქვის ხანა

3D ხმოვანი წიგნი

სერია: წარსულის ხმები

ყდა: მაგარი
ზომა: 288 × 226 მმ
გვერდების რაოდენობა: 14 გვ
ISBN: 978-9941-418-45-7


გადაინაცვლე კაცობრიობის გარიჟრაჟის ეპოქაში და რეალურთან მიახლოებული ხმოვანი გაფორმებისა და შთამბეჭდავი მოძრავი სურათების მეშვეობით შეიგრძენი იმდროინდელი ყოფა. შეუერთდი კოცონთან თავმოყრილი მონადირეების ჯგუფს, პირისპირ შეეგებე საშიშ, ხშირბეწვიან მამონტს და დაათვალიერე ლეგენდარული სტოუნჰენჯის კონსტრუქცია. მზად ხარ წარსულის აღმოსაჩენად? ისტორიის სამყარო გელის!

რაინდები

3D ხმოვანი წიგნი

სერია: წარსულის ხმები

ყდა: მაგარი
ზომა: 288 × 226 მმ
გვერდების რაოდენობა: 14 გვ
ISBN: 978-9941-418-21-1


ეწვიე წარსულს, რაინდების ხანას. შთამბეჭდავი გახმოვანება და პანორამული, სამგანზომილებიანი ნახატები დროის შესაფერის განწყობას შეგიქმნის. შეიგრძენი მხედრული შეტაკების სიმძაფრე, იმხიარულე ბატონის ნადიმზე, მღელვარე მაყურებელთან ერთად დატკბი რაინდთა დიდებული ორთაბრძოლებით. მზად ხარ წარსულის აღმოსაჩენად? ისტორიის სამყარო გელის!

მეკობრეები

3D ხმოვანი წიგნი

სერია: წარსულის ხმები

ყდა: მაგარი
ზომა: 288 × 226 მმ
გვერდების რაოდენობა: 14 გვ
ISBN: 978-9941-418-22-8


იმოგზაურე მეკობრეობის ოქროს ხანაში. რეალურთან მიახლოებული ხმები და პანორამული, სამგანზომილებიანი სურათები თავს ზღვის სამყაროში გაგრძნობინებს. აუშვი აფრები სასტიკ შავწვერასთან ერთად, დაეხმარე კაპიტან კიდს განძის დამარხვაში, მიიღე მონაწილეობა სასტიკ ბრძოლაში და შეისუნთქე დამწვარი დენთის სუნი. მზად ხარ წარსულის აღმოსაჩენად? ისტორიის სამყარო გელის!

გამოაჩინე

გამრავლების ტაბულა

ყდა: მაგარი
ზომა: 144 × 254 მმ
გვერდების რაოდენობა: 12 გვ
ISBN: 978-9941-418-43-3


ბავშვების უმრავლესობას ეძნელება მათემატიკის სწავლა. პასუხების გამოსაჩენი ეს წიგნი გამრავლების ტაბულის სწავლას უფრო ადვილსა და სახალისოს გახდის!

ნოეს კიდობანი

ინტერაქტიული წიგნი მაგნიტური ფიგურებით

ყდა: მაგარი
ზომა: 198 × 170 მმ
გვერდების რაოდენობა: 10 გვ
ISBN: 978-9941-418-71-6


ამ სახალისო მაგნიტურ წიგნში მოთხრობილია ნოეს კიდობნის ამბავი. პატარები არა მხოლოდ ამბის მოსმენით ისიამოვნებენ, არამედ მაგნიტურ ფიგურებს შესაფერ ადგილებს მოუძებნიან და თითოეულ გვერდზე მოცემულ ფერადოვან სცენასაც დაასრულებენ. ლამაზი ილუსტრაციები და მარტივი ტექსტი ამ წიგნს ფართოდ ცნობილი ბიბლიური ამბის მშვენიერ შესავლად აქცევს.

ვისწავლოთ თვლა

სტიკერებიანი აქტივობის წიგნი

ყდა: რბილი
ზომა: 215 × 280 მმ
გვერდების რაოდენობა: 32 გვ
ISBN: 978-9941-418-30-3


პატარებისთვის ძალიან სახალისო იქნება თვლის სწავლა სტიკერებიანი აქტივობის ამ წიგნის მეშვეობით! ამაში მათ ფერადოვანი და ნათელი ილუსტრაციებიც დაეხმარებათ. ბავშვები სიამოვნებით შეუსაბამებენ მრავალჯერად სტიკერებს წიგნის გვერდებზე მოცემულ ციფრებს, შემდეგ კი სხვა საინტერესო და სასარგებლო აქტივობებით გაერთობიან!

პირველი სიტყვები

სტიკერებიანი აქტივობის წიგნი

ყდა: რბილი
ზომა: 215 × 280 მმ
გვერდების რაოდენობა: 32 გვ
ISBN: 978-9941-418-29-7


პატარებისთვის ძალიან სახალისო იქნება პირველი სიტყვების სწავლა სტიკერებიანი აქტივობის ამ წიგნის მეშვეობით! ამაში მათ ფერადოვანი და ნათელი ილუსტრაციებიც დაეხმარებათ. ბავშვები სიამოვნებით შეუსაბამებენ მრავალჯერად სტიკერებს წიგნის გვერდებზე მოცემულ სიტყვებს, შემდეგ კი სხვა საინტერესო და სასარგებლო აქტივობებით გაერთობიან!

ფორმები

სტიკერებიანი აქტივობის წიგნი

ყდა: რბილი
ზომა: 215 × 280 მმ
გვერდების რაოდენობა: 32 გვ
ISBN: 978-9941-418-32-7


პატარებისთვის ძალიან სახალისო იქნება პირველი სიტყვების სწავლა სტიკერებიანი აქტივობის ამ წიგნის მეშვეობით! ამაში მათ ფერადოვანი და ნათელი ილუსტრაციებიც დაეხმარებათ. ბავშვები სიამოვნებით შეუსაბამებენ მრავალჯერად სტიკერებს წიგნის გვერდებზე მოცემულ სიტყვებს, შემდეგ კი სხვა საინტერესო და სასარგებლო აქტივობებით გაერთობიან!

ფერები

სტიკერებიანი აქტივობის წიგნი


ყდა: რბილი
ზომა: 215 × 280 მმ
გვერდების რაოდენობა: 32 გვ
ISBN: 978-9941-418-31-0


პატარებისთვის ძალიან სახალისო იქნება პირველი სიტყვების სწავლა სტიკერებიანი აქტივობის ამ წიგნის მეშვეობით! ამაში მათ ფერადოვანი და ნათელი ილუსტრაციებიც დაეხმარებათ. ბავშვები სიამოვნებით შეუსაბამებენ მრავალჯერად სტიკერებს წიგნის გვერდებზე მოცემულ სიტყვებს, შემდეგ კი სხვა საინტერესო და სასარგებლო აქტივობებით გაერთობიან!

ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვები

სიცოცხლეზე, სამყაროსა და საერთოდ ყველაფერზე


დოქტორი სტივენ ლო

ყდა: მაგარი
ზომა: 230 × 260 მმ
გვერდების რაოდენობა: 54 გვ
ISBN: 978-9941-418-46-4


ოდესმე შეგიხედავს შენი ძაღლისთვის და დაინტერესებულხარ: ნეტავ რაზე ფიქრობს?დაფიქრებულხარ, მართლა არსებობს თუ არა მფრინავი თეფშები? გიფიქრია ცხოვრების საზრისზეან გიცდია, არაფერზე, სულ არაფერზე გეფიქრა? საღი აზრი მოიშველიე და შენს გონებაში სრული გადატრიალების მოხდენისთვის მოემზადე, რადგან მალე ამ და სხვა სერიოზული საკითხების გამოკვლევას შევუდგებით. ეს ხან ჭკვიანური, ხან კი ძალიან სასაცილო იქნება!კითხვა-პასუხის გარდა, წიგნში სახალისო ნახატებს, თავსატეხებსა და უცნაურ ციტატებსაც ნახავ. 

შექმენი ცხოველები ფერებით

ნატა ნოი

ყდა: მაგარი
ზომა: 282 × 282 მმ
გვერდების რაოდენობა: 66 გვ
ISBN: 978-9941-418-44-0


აქტივობების წიგნების ამ ახალი ინოვაციური სერიის თითოეულ წიგნში 2000-ზე მეტი სტიკერია, ასევე ყოველ წიგნს მოჰყვება 3-D სათვალე. მოხერხებული გზამკვლევი ნაბიჯ-ნაბიჯ უხსნის ბავშვებს, როგორ შექმნან სურათები მრავალგვარი ფორმების გამოყენებით, აღვივებს მათში შემოქმედებით უნარებს აქტივობათა ბარათებისა და ფერადი სტიკერების მეშვეობით. 3-D სათვალის წყალობით კი მათი ნამუშევრები წიგნის გვერდებზევე სიცოცხლეს შეიძენს!

მზად ხარ? მაშ, სიცოცხლე შესძინე ფერებს!

პრინცესა ლილუ
და შვლის ნუკრი

ყდა: მაგარი
ზომა: 215 × 215 მმ
გვერდების რაოდენობა: 26 გვ
ISBN: 978-9941-418-42-6


ფერიების პრინცესა ლილუ ბავშვების საყვარელი პერსონაჟია გერმანიასა და ევროპის სხვა მრავალ ქვეყანაში. ქართველ ბავშვებს ვთავაზობთ ერთ-ერთ წიგნს პრინცესა ლილუს ზღაპრების სერიიდან.ამ მომხიბლავ, ილუსტრირებულ წიგნსმოჰყვება საჩუქარი პატარა პრინცესასთვის!ფერიების პრინცესა ლილუ და მისი მეგობრები თვალებს არ უჯერებენ: კუდიან ალბას თავის ბაღში შვლის ნუკრი დაუტყვევებია! ღამით, როცა გაჯავრებული კუდიანი სასახლის გარშემო დაქრის, პრინცესა ლილუ აღმოაჩენს, რომ დახმარება მხოლოდ საყვარელ შვლის ნუკრს კი არა, კუშტ კუდიანსაც სჭირდება...

თოვლის პრინცესა

ყდა: მაგარი
ზომა: 306 × 306 მმ
გვერდების რაოდენობა: 22 გვ
ISBN: 978-9941-418-33-4


ახალგაზრდა პრინცესა მოჯადოებულია – მას ყინულის გული აქვს და იძულებულია მარტოდმარტო იცხოვროს თოვლის სასახლეში. უამრავი პრინცი ცდილობს გადაარჩინოსდა ცოლად შეირთოს იგი, მაგრამ ბედნიერება პრინცესას მხოლოდ მაშინ ეწევა, როცა სიყვარულს არა თავისგან შორს, არამედ სულ ახლოს დაინახავს.

მაკნატუნა

ყდა: მაგარი
ზომა: 306 × 306 მმ
გვერდების რაოდენობა: 22 გვ
ISBN: 978-9941-418-16-7


კლარას საშობაოდ მაკნატუნა აჩუქეს. მან მაკნატუნას გარეგნული სიმახინჯე არად ჩააგდო და დაიფიცა, რომ მთელი გულით ეყვარებოდა. შემოუერთდი კლარასა და მისი მაკნატუნას ჯადოსნურ თავგადასავალს – ნახე, როგორ გადაიხდიან ისინი ბრძოლას, გაემგზავრებიან ტკბილეულის ქვეყანაში და ბოლოს ნამდვილ ბედნიერებას იპოვიან.

ტოლკინის ჯადოსნური სამყარო

კრისტალ კამპრუბი
ედუარდ კლოჩკო

ყდა: მაგარი
ზომა: 246 × 327 მმ
გვერდების რაოდენობა: 30 გვ
ISBN: 978-9941-418-56-3


შენს ხელთ უნიკალური წიგნია. მისი კითხვისას აღმოაჩენ ჯადოსნურ და ზღაპრულ სამყაროს, რომელიც ერთიმეორეზესაკვირველი არსებებითაა დასახლებული. ეწვიე დედამიწის შუაგულში მდებარე,ჯადოქრობითა და უცნაური ამბებით სავსე იდუმალ ქვეყანას, რომელიც გამორჩეულმამთხრობელმა, ინგლისელმა მწერალმა ჯ.რ.რ. ტოლკინმა გამოიგონა.გაიგე, როგორ იქცა ჰობიტი სმეაგოლი საშინელ არსებად – გოლლუმად.წაიკითხე დრაკონი სმაუგის და ადამიანი-დათვის, ბეორნის, თავგადასავლები!მაშ, ნუღარ დააყოვნებ, გადაფურცლე ეს წიგნი და მოიხიბლე ტოლკინის ჯადოსნური სამყაროთი! დაე, კითხვისას ელფების შუქი გინათებდეს!

გრაალი და მრგვალი მაგიდის რაინდები

ყდა: მაგარი
ზომა: 246 × 327 მმ
გვერდების რაოდენობა: 26 გვ
ISBN: 978-9941-418-55-6


გიხაროდეთ, მამაცო რაინდებო და მშვენიერო მეფის ასულებო – თქვენს ხელთ წარსულის ერთ-ერთი უმშვენიერესი ამბავია!იმოგზაურეთ მეფე უთერ პენდრაგონის სამფლობელოში. გაიგეთ, როგორ უღალატა ჯადოქარ მერლინს ფერია ვივიანმა. შეაფასეთ ხმალ ექსკალიბურის ძალა. ეზიარეთ რაინდ ლანსელოტის ცხოვრებას. წაიკითხეთ მრგვალი მაგიდის რაინდთა საარაკო თავგადასავლები. გაიცანით სინათლისა და სამართლიანობის მეფე ართურ პენდრაგონი — საქსებზე გამარჯვების მომპოვებელი და სუსტების მფარველი! მაშ, ნუღარ დააყოვნებთ, გადაფურცლეთ ამ უძველესი ამბების მთხრობელი წიგნი და მოიხიბლეთ ჯადოსნური ავალონითა და მრგვალი მაგიდის რაინდების სიმამაცით! თანაც შეეცადეთ წმინდა გრაალის საიდუმლო ამოხსნათ!...

ფარაონები 

ეგვიპტე – ფარაონთა სამეფო

ყდა: მაგარი
ზომა: 260 × 308 მმ
გვერდების რაოდენობა: 28 გვ
ISBN: 978-9941-418-23-5


“დიდი აღმოჩენა” – ასეთი სათაურით გამოქვეყნდა სტატია 1922 წელს გაზეთ “თაიმზში”. იგი ჰოვარდ კარტერის სენსაციურ აღმოჩენას – მეფეთა ველზე ნაპოვნ ტუტანხამონის აკლდამას შეეხებოდა. საოცარია, რომ ის ოდნავაც არ იყო დაზიანებული. მალე ეს ძვირფასი საფლავი გასული საუკუნის უმნიშვნელოვანეს ეგვიპტოლოგიურ აღმოჩენად აღიარეს. იგი დღესაც აღაფრთოვანებს მნახველებს. თანამედროვე არქეოლოგები ძველი ეგვიპტის საიდუმლოთა ამოსახსნელად ტექნიკის უახლეს მიღწევებს იყენებენ. ამ წიგნში მოკლედაა მიმოხილული ეგვიპტის 3000-წლიანი ისტორია. მრავალი ილუსტრაცია, საყურადღებო ფაქტი თუ დოკუმენტი მკითხველის თვალწინ ფარაონთა სამეფოს აცოცხლებს. 

ლეონარდო და ვინჩი

სუზანე რებშერი

ყდა: მაგარი
ზომა: 260 × 308 მმ
გვერდების რაოდენობა: 28 გვ
ISBN: 978-99940-64-94-6


ვინ იყო მაინც ეს ქალი, ეს ლიზა დელ ჯოკონდო, რომლის ამოუცნობი ღიმილი აგერ უკვე რამდენი საუკუნეა კაცობრიობას ასე ატყვევებს? მონა ლიზას საქვეყნოდ სახელგანთქმული  პორტრეტი, რომელიც ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა, იდუმალებითაა გარემოცული. ლეონარდო და ვინჩივით არავის შეეძლო დამთვალიერებლის მზერა ასე დაეტყვევებინა. თუმცა ლეონარდო არა მარტო ნიჭიერი მხატვარი, არამედ გენიალური არქიტექტორი, ინჟინერი და გამომგონებელიც  იყო. ამ წიგნში ლეონარდოს ცხოვრება და მოღვაწეობა შთამბეჭდავადაა წარმოდგენილი: მრავალრიცხოვანი ოპტიკური ეფექტით, გადმოსაკეცი ფურცლით, გასაშლელი რუკით; დიდი ხელოვანის თანამედროვეთა წერილები და შენიშვნები რენესანსის ეპოქას აცოცხლებს და მკითხველს საშუალებას აძლევს ღრმად ჩასწვდეს ლეონარდო და ვინჩის სამყაროს.  

ღირსი ჯენტლმენი და პოეტი 

უილიამ შექსპირი

ყდა: მაგარი
ზომა: 265 × 306 მმ
გვერდების რაოდენობა: 28 გვ
ISBN: 978-9941-418-15-0


დიდი ბარდის გიდობით ეწვიეთ გლობუსის თეატრს და გაეცანით დედოფალ ელიზაბეთის სამეფო კარს. ნახეთ, როგორ გაცოცხლდება თქვენს თვალწინ შექსპირის სამყარო წერილების, ხელნაწერების, პამფლეტების და სხვა მასალების მეშვეობით. მთელი სამყარო თეატრია და ჩვენ ყველანი მის სცენაზე ვმსახიობობთ – ქალიც და კაციც: ხან შემოვდივართ, ხან გავდივართ და ცხოვრებაში ყოველ ჩვენგანს ბევრი ნიღბის მორგება უწევს... 1613 წელია – სამწერლო კარიერის მიწურულს პოეტი და დრამატურგი უილიამ შექსპირი ამ წიგნში თავის ქალიშვილს, ჯუდითს თითქოს მთელი განვლილი ცხოვრების ამბავს მოუთხრობს. მოდით, ამ გამოგონილი დღიურის ფურცლებს მივყვეთ და მასთან ერთად ვიხეტიალოთ მაშინდელი ლონდონისა თუ სტრეთფორდის შუკა-ქუჩებში; წავიკითხოთ ნაწყვეტები მისი თხზულებებიდან, ქალიშვილისადმი მისივე რჩევა-დარიგებებს მივუგდოთ ყური და გავიგოთ, რამ უბიძგა ამა თუ იმ ამბის, კომედიისა თუ ტრაგედიის შეთხზვისაკენ. 

კლეოპატრა 

უკანასკნელი ფარაონი

ყდა: მაგარი
ზომა: 265 × 306 მმ
გვერდების რაოდენობა: 28 გვ
ISBN: 978-9941-418-54-9


მშვენიერო ეგვიპტევ, მიწავ ნაყოფიერო, მე ვარ დედოფალი შენი, ქალღმერთი შენი, მსახურიც შენი და პატრონიც შენი. მე ვარ კლეოპატრა, შვილი მეფეთა და დედა მომავალ მეფეთა. მე დავდე ეს ხელნაწერი ჩემი ცხოვრების აღსაწერად და მე დავდე ჩემი სული ომში. თუ გამარჯვება გვერდს გვაქცევს, მაშინ, როგორც პტოლემაიოსებს მოსდგამთ, სამსხვერპლოზე ჩემი სიცოცხლე დაიდება! 2000 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც კლეოპატრა VII ეგვიპტეს მართავდა. მიუხედავად ამისა, ის დღემდე გვახსოვს როგორც ძლიერი მმართველი, საბედისწერო მაცდუნებელი და გლამურული კერპი. აღმოაჩინე მისი ფუფუნებით აღსავსე სამყარო, ნახე, როგორ ცდილობს იგი დაიცვას თავისი ქვეყანა, რომელიც მკვლელობებითა და ღალატით აღსავსე დროში რომის იმპერიის ჩრდილქვეშ იმყოფება. წარმოსახვით მოგონებებზე დაყრდნობით, რომლებიც კლეოპატრას შეიძლებოდა დაეწერა თავისი სიცოცხლის ბოლო ხანებში. კლეოპატრა: უკანასკნელი ფარაონი ცდილობს აღმოაჩინოს სიმართლე ამ ლეგენდარული ქალის უკვდავი ხატის მიღმა.. 

მარკო პოლო

ვენეციიდან შორეულ აღმოსავლეთამდე

ყდა: მაგარი
ზომა: 265 × 306 მმ
გვერდების რაოდენობა: 28 გვ
ISBN: 978-9994-064-99-1


1270 წელია და ვაჭრის ჩვიდმეტი წლის ვაჟი, მარკო პოლო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ მოგზაურობას უერთდება. აბრეშუმის გზით შუა საუკუნეების ჩინეთში მიმავალი მარკო მალე მხედარმთავარ ყუბილაი ყაენს ხვდება, განუზომელი სიმდიდრის ქვეყანას აღმოაჩენს და სამუდამოდ შეცვლის დედამიწის გეოგრაფიის გაგებას. ბუკლეტებით, ჩანართებით, რუკებით აღჭურვილი და ლამაზად ილუსტრირებული ეს გამოცემა, რომელიც “მარკო პოლოს მოგზაურობის” ნაწყვეტებსაც შეიცავს, ბრწყინვალედ წარმოაჩენს მსოფლიოს უდიდესი მთხრობლის თავგადასავალს. 

გარეული ცხოველები

სერია „სამყარო“

ყდა: მაგარი
ზომა: 223 × 224 მმ
გვერდების რაოდენობა: 64 გვ
ISBN: 978-9941-418-5-70


რა არის პრაიდი? რამდენად ჭკვიანია სპილო? რითი იკვებებიან სვავები? როგორ გადაადგილდებიან რვაფეხები? 64 გვერდზე მოკლედ გადმოცემული ფაქტებისა და ბრწყინვალე ილუსტრაციების მეშვეობით ყველაფერს შეიტყობ გარეული ცხოველების შესახებ. “სამყაროს” სერიის წიგნების საინტერესო საკითხავზე უარის თქმა ნამდვილად გაგიჭირდება!

ჩვენი პლანეტა

სერია „სამყარო“

ყდა: მაგარი
ზომა: 223 × 224 მმ
გვერდების რაოდენობა: 64 გვ
ISBN: 978-9941-418-20-4


რა ხნისაა დედამიწა? რატომაა ცა ლურჯი? რა არის “ჩრდილოეთის ციალი”? რატომაა უდაბნო ღამით ცივი? 64 გვერდზე მოკლედ გადმოცემული ფაქტების, ბრწყინვალე ილუსტრაციებისა და დიაგრამების მეშვეობით შეიტყობ ყველაფერს, რაც ჩვენი პლანეტის შესახებ გაინტერესებს. “სამყაროს” სერიის წიგნების საინტერესო საკითხავზე უარის თქმა ნამდვილად გაგიჭირდება!

კოსმოსი

სერია „სამყარო“

ყდა: მაგარი
ზომა: 223 × 224 მმ
გვერდების რაოდენობა: 64 გვ
ISBN: 978-9941-418-18-1


რამხელაა სამყარო? რა არის “დიდი აფეთქება”? როგორია მარსი? რამდენად ცხელია მზე? 64 გვერდზე მოკლედ გადმოცემული ფაქტების, ბრწყინვალე ილუსტრაციებისა და დიაგრამების მეშვეობით შეიტყობ ყველაფერს, რაც კოსმოსის შესახებ გაინტერესებს. “სამყაროს” სერიის წიგნების საინტერესო საკითხავზე უარის თქმა ნამდვილად გაგიჭირდება!

მსოფლიო საოცრებები

სერია „სამყარო“

ყდა: მაგარი
ზომა: 223 × 224 მმ
გვერდების რაოდენობა: 64 გვ
ISBN: 978-9941-418-17-4


რატომ აიგო თაჯ მაჰალი? როგორ აშენდა ოქროს კარიბჭის ხიდი? რა არის “დაკიდებული ბაღები”? რომელია მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა? თუ გინდა გაიგო ყველაფერი მსოფლიო საოცრებების შესახებ, ამ წიგნში ყველა დასმულ კითხვაზე იპოვი პასუხს. 64 გვერდზე მოკლედ გადმოცემული ფაქტების, ბრწყინვალე ილუსტრაციებისა და დიაგრამების მეშვეობით ყველაფერს შეიტყობ ამ გასაოცარი ქმნილებების შესახებ. “სამყაროს” სერიის წიგნების საინტერესო საკითხავზე უარის თქმა ნამდვილად გაგიჭირდება!

დინოზავრები

სერია „სამყარო“

ყდა: მაგარი
ზომა: 223 × 224 მმ
გვერდების რაოდენობა: 64 გვ
ISBN: 978-9941-418-19-8


სად ბინადრობდნენ დინოზავრები? როგორ ნადირობდნენ ისინი? როგორ გადაშენდნენ ეს საოცარი არსებები? 64 გვერდზე მოკლედ გადმოცემული ფაქტების, ბრწყინვალე ილუსტრაციებისა და დიაგრამების მეშვეობით ყველაფერს შეიტყობ დინოზავრების შესახებ. “სამყაროს” სერიის წიგნების საინტერესო საკითხავზე უარის თქმა ნამდვილად გაგიჭირდება!

პრინცესას სამაგიდო წიგნი

ყდა: მაგარი
ზომა: 255 × 255 მმ
გვერდების რაოდენობა: 24 გვ
ISBN: 978-99940-64-68-7


დრო არის ცეკვის, მომხიბვლელობის და აღტაცების გოგონებო! ყოველ თქვენგანში პრინცესა თვლემს და სამზეოზე გამოსვლას ელის... ახლა ვატყობ, ეს დროც დადგა – ამაში ეს ჩემი ნაირფერადი, მოულოდნელობებით სავსე წიგნი დაგეხმარებათ! მთელი ჩემი ცხოვრებისეული სიბრძნე და ცოდნა ამ ლამაზ ფურცლებზე დავატიე – მინდა თქვენც გაგიზიაროთ: როგორ ჩაიცვათ მომხიბლავად, როგორ იცეკვოთ აღმაფრენით, ისაუბროთ გულშიჩამწვდომად; არც სილამაზისა და ჯანმრთელობის საიდუმლოებს დაგიმალავთ და იმასაც გირჩევთ, როგორ მოხიბლოთ თქვენი ქცევით გარშემომყოფნი – მუდამ და ყველგან. აბა, დასხედით მოხერხებულად: გარდასახვა იწყება დიდი! ქალბატონი თვინქლსტერნი, სამეფო აკადემიის სეფექალი

Peter Pan
პიტერ პენი

English-Georgian

ყდა: მაგარი
ზომა: 247 × 247 მმ
გვერდების რაოდენობა: 36 გვ
ISBN: 978-99940-64-73-1


ყველამ იცის პიტერ პენის ამბავი, ბიჭუნასი, რომელსაც გაზრდა არ სურდა. პიტერ პენი არარსებული ქვეყნის პატარა კუნძულზე, თავგადასავლებში ატარებს თავის მარადიულ ბავშვობას. კლასიკური ორენოვანი ზღაპრები საშუალებას აძლევს პატარებს ხალისით შეისწავლონ და გამოიცნონ სიტყვები ორივე ენაზე. იოლად აღსაქმელი ტექსტი, შემკული მშვენიერი ილუსტრაციებით, ამ ზღაპრებს საშინაო თუ სასკოლო ბიბლიოთეკის შესანიშნავ შენაძენად აქცევს.

წითელქუდა

English-Georgian

ყდა: მაგარი
ზომა: 247 × 247 მმ
გვერდების რაოდენობა: 36 გვ
ISBN: 978-99940-64-72-4


წითელქუდა ძალიან კარგი და დამჯერი გოგონა იყო. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, როცა იგი ბებიას მოსანახულებლად გაემართა, ბოროტმა მგელმა მოატყუა. საბედნიეროდ, ახლომახლო მონადირეები აღმოჩნდნენ და გადაარჩინეს! კლასიკური ორენოვანი ზღაპრები საშუალებას აძლევს პატარებს ხალისით შეისწავლონ და გამოიცნონ სიტყვები ორივე ენაზე. იოლად აღსაქმელი ტექსტი, შემკული მშვენიერი ილუსტრაციებით, ამ ზღაპრებს საშინაო თუ სასკოლო ბიბლიოთეკის შესანიშნავ შენაძენად აქცევს.

ვისწავლოთ ხატვა

ყდა: მაგარი
ზომა: 226 × 267 მმ
გვერდების რაოდენობა: 96 გვ
ISBN: 978-9941-418-93-8


ხატვის სწავლა შეიძლება გაცილებით იოლი და სახალისო აღმოჩნდეს, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია. საამისოდ, სულ მცირე, უნდა მივყვეთ იმ ძირითად მითითებებს, რომლებიც ამ წიგნშია მოცემული. ყველა ასაკის ბიჭები და გოგონები აღმოაჩენენ, რომ გარემომცველი სამყაროს ასახვა მათ შეუძლიათ უბრალო რამით – ძირითადი გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით დაიწყონ. წიგნში მოცემულია სხვადასხვა სირთულის ხატვის წესები, რომლებიც თითოეულ ბავშვს შეუძლია თავისი უნარების შესაფერისად გამოიყენოს. გარდა ამისა, მოცემულია ხატვასთან დაკავშირებული ისეთი ძირითადი ცნებების განმარტებები, როგორებიცაა ფერი, ტექსტურა და ა. შ. მშობლებსა და მასწავლებლებს თავისუფლად შეუძლიათ წიგნი სახელმძღვანელოს სახით გამოიყენონ. როზა მარია კურტოს ამ წიგნის შექმნისას სკოლის მასწავლებლის გამოცდილებაც გამოადგა: ვინაიდან ის კარგად იცნობს ბავშვის სამყაროს, თანაბრად გაითვალისწინა როგორც გასართობი, ისე დიდაქტიკური ასპექტები; ილუსტრატორად მუშაობის პარალელურად, მან ჩამოაყალიბა სხვადასხვა ტიპის სახელოსნო, სადაც მუდმივი კონტაქტი ჰქონდა ბავშვებთან.

ფეხბურთის წესები

3-D წიგნი

ყდა: მაგარი
ზომა: 252 × 257 მმ
გვერდების რაოდენობა: 12 გვ
ISBN: 978-9941-418-41-9


ეს ორიგინალური, სამგანზომილებიანი წიგნი შესანიშნავი საჩუქარი იქნება ფეხბურთის ახალბედა თუ გამოცდილი მოყვარულისთვის. მასში ახსნილია ყველაფერი, თამაშის ძირითადი წესებით დაწყებული და თამაშგარე მდგომარეობის რთული ნიუანსებით დამთავრებული. აქვე საინტერესოდ და სახალისოდ, ინტერაქტიული ფორმითაა განხილული მსოფლიოში ამ ყველაზე პოპულარული თამაშის ძირითადი ასპექტები. 

ჩემი პირველი ჯიგსოები

ყდა: მაგარი
ზომა: 170X260 მმ
გვერდების რაოდენობა: 30 გვ

პატარებს ძალიან შეუყვარდებათ ჯიგსოების, ანუ ნახატი-გამოცანების შეერთება ფაზლების ამ ჯადოსნურ წიგნში. მასში 30 მიმზიდველად ილუსტრირებული ჯიგსოა, რომლებიც ფერების, ფორმებისა და საპირისპირო ცნებების მისადაგების უნარებს ავითარებს.

ნისლებში და ნისლებს მიღმა

ნატო დავითაშვილი

ყდა: მაგარი
ზომა: 150 × 222 მმ
გვერდების რაოდენობა: 318 გვ
ISBN: 978-9941-418-28-0


როცა ცა და დედამიწა გაყრილები არიან, გზა არ გზობს და კაცთა მოდგმა მტერსაც კი აღარ მიაჩნია მეტოქედ, სამყაროს უკანასკნელ იმედად მთებში ჩაკარგული პატარა სოფელი, უტეხი სულის მოხუცი მუსიკოსი და გულადი ბიჭი დარჩენია – ნისლებშიც და ნისლებს მიღმაც მხოლოდ რჩეულთ უწერიათ ადამიანთა გადარჩენაზე ზრუნვა. ასე მოიაზრა მწერალმა ნატო დავითაშვილმა ქართულ მითოლოგიაზე დამყარებული ფენტეზის ჟანრის კიდევ ერთი წიგნი. მკითხველი გულგრილი ვერ დარჩება ახალი გმირების მიმართ, რომელთა ძალისხმევაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ადამიანთა მოდგმა ვერაგი ნისლეულისგან თავის დაღწევას.