და ჩვენი მოწინავე ინოვაციები
უნიკალური მთარგმნელობითი და სარედაქციო პლატფორმა, რომელიც „გრძნობს“ ქართულ სინტაქსსა და ტერმინოლოგიას!
ტექსტებისა და დოკუმენტების, მათ შორის სურათებზე არსებული ტექსტის (PDF, DOCX, XLSX, PPTX, JP(E)G, PNG, HEIC, WebP) თარგმნა 100-ზე მეტი უცხოური ენიდან ქართულად და პირიქით.
თარგმანის მაქსიმალური სიზუსტე – მოწინავე ხელოვნური ინტელექტისა და ჩვენი საგამომცემლო-ფილოლოგიური წესების სინთეზის ხარჯზე.
სტანდარტულის გარდა, 4 სპეციალიზებული სტილი:
აკადემიური
ლიტერატურული პუბლიცისტიკა
ჟურნალისტური
ტექნიკური
პლატფორმით შეუფერხებელი სარგებლობა როგორც პერსონალური კომპიუტერის, ისე პლანშეტისა და მობილური ტელეფონის ბრაუზერით.
"სტუმრის" საცდელი რეჟიმი.
საგამომცემლო დონის კონფიდენციალობა: ხელნაწერების, სტატიებისა და საქმიანი დოკუმენტაციის უმაღლესი უსაფრთხოება – ტექსტები დაცულია AES-256 შიფრაციით, არ გამოიყენება AI-ის საწვრთნელად და 72 საათში შეუქცევადად იშლება სერვერიდან.
"უფასო" რეჟიმი ელფოსტითა და პაროლით რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის (საბანკო ბარათი არ მოითხოვება), თვეში 50,000 სიმბოლოს თარგმნის შესაძლებლობით.
მრავალენოვანი სარედაქციო მხარდაჭერა: ტექსტის სტილისტური, გრამატიკული და ორთოგრაფიული დახვეწა 6 ენაზე – ქართული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური და იტალიური.
ფილოლოგიური სიზუსტე და კალკების აღმოფხვრა: ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა – უცხოური სინტაქსური კალკების მოხსნა, გაჭიმული პასიური კონსტრუქციების განტვირთვა და პუნქტუაციის გასწორება ავტორისეული ხმის შენარჩუნებით.
სარედაქციო რეჟიმები და სტილისტური ალტერნატივები: ტექსტის ადაპტირება სასურველი ტონალობის მიხედვით (გამარტივებული, აკადემიური, საქმიანი თუ ყოველდღიური), ალტერნატიული ფრაზირებისა და ლექსიკური ვარიანტების შეთავაზებით.
შემოქმედებითი კონტროლი მომხმარებლისთვის: სისტემა მუშაობს არა თვითნებურ შემცვლელად, არამედ კვალიფიციურ ციფრულ ასისტენტად – ყოველი შემოთავაზებული შესწორება გამჭვირვალეა და საბოლოო გადაწყვეტილებას მომხმარებელი იღებს.
საგამომცემლო დონის კონფიდენციალობა: ხელნაწერების, სტატიებისა და საქმიანი დოკუმენტაციის უმაღლესი უსაფრთხოება – ტექსტები დაცულია AES-256 შიფრაციით, არ გამოიყენება AI-ის საწვრთნელად და 72 საათში შეუქცევადად იშლება სერვერიდან.
ინტუიციური ეკოსისტემა და მობილური ადაპტაცია: სრული ფუნქციონალი პერსონალურ კომპიუტერზე, პლანშეტსა და მობილურ ბრაუზერში, ჩაშენებული ინტერაქციული გზამკვლევით.
მოქნილი ხელმისაწვდომობა: ინტეგრირებული მოდული როგორც ინდივიდუალური ავტორებისა და მთარგმნელებისთვის, ისე საგამომცემლო და კორპორატიული (B2B) ჯგუფებისთვის.
მსოფლიო ბესტსელერი წიგნი ხელოვნებაზე
თარგმანი © „ლოგოს პრესი“ 2012, 2024
განახლებული ქართული გამოცემა
© „ლოგოს პრესი“ და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2024
წიგნი „ლოგოს პრესის“ სერიიდან
„ქართული საუნჯე ბავშვებს“
გამომცემლობა „შემეცნების“ გამოცემა
© „ლოგოს პრესი“, ტექსტი, დიზაინი, ილუსტრაციები, 2019