სასტუმრო ,,ივერი სანაპირო”. სასტუმრო მდებარეობს ქობულეთში, ფიჭვნარის სანაპიროზე პლაჟიდან 10 მეტრის დაშორებით. აჭარის ზღვისპირა კლიმატური კურორტებისაგან განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამოირჩევა ბალნეოლოგიური კურორტი ქობულეთი, რომელიც აჭარა–ახალციხის მთიანეთის სამხრეთ–დასავლეთით, კოლხეთის დაბლობზე, ქალაქ ბათუმიდან 25 კმ–ის დაშორებით მდებარეობს. იგი საქართველოს შავიზღვისპირეთის კურორტებიდან ყველაზე ახლოს მდებარეობს ზღვასთან და ზღვის დონიდან მხოლოდ 3-5 მ–ის სიმაღლეზეა გაშენებული. კურორტის ძირითად სამკურნალო ნიშას შავი ზღვის თბილი და ტენიანი კლიმატი წარმოადგენს.ქობულეთი გამორჩეულია თავისი ტრადიციებით, სტუმართმოყვარეობით, ისტორიული ადგილებით, რბილი სუბტროპიკული ჰავით, იონიზირებული ზღვის ჰაერით, მცხუნვარე მზითა და თბილი ზღვით. უნიკალურია წვრილქვიშიანი ფართო პლაჟი, რომელიც დამრეცად ეშვება ზღვისკენ. რბილი, ტენიანი, სუბტროპიკული კლიმატი რეკომენდირებულია არა მარტო დასვენებისთვის, არამედ სამკურნალოდაც, რადგან დადებითად მოქმედებს ქრონიკული და გულსისხლძარღვთა პათოლოგიებით დაავადებულთათვის. მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღებად აქ ერთმანეთთანაა შეთავსებული თერაპია და სხვა სამკურნალო პროცედურები.კურორტი ქობულეთი საქართველოს შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. ტურისტს იზიდავს მისი საყოველთაოდ ცნობილი წვრილქვიშიანი, მრავალკილომეტრიანი პლაჟი, რომელიც მოსახერხებელია მზის აბაზანების მისაღებად. ქობულეთის მშვენებაა ზღვისპირა პარკი სპორტული მოედნებით, საზაფხულო კაფე–ბარებით, ბუნგალოებითა თუ დისკო–ბარებით.ქალაქის სტატუსი ქობულეთმა 1944 წელს მიიღო, ხოლო კურორტად ჯერ კიდევ 1923 წელს გამოცხადდა. უკანასკნელ ათწლეულში განსაკუთრებით გაიზარდა ქობულეთის პოპულარობა. ტურისტებისთვის ქობულეთი საინტერესოა მდიდარი ქვის ხანის, ადრეფეოდალური და ანტიკური არქეოლოგიური ძეგლებით, რაც ძველი კოლხეთისა და საერთოდ აღმოსავლეთშავიზღვისპირეთის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საქალაქო ცენტრის არსებობას ადასტურებს. ასევე ქობულეთის დაცული ტერიტორიებით, რომელიც 1999 წელს შეიქმნა და მოიცავს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალს – ისპანი II (331ჰა) და კინტრიშის ნაკრძალი (3 190ჰა).დღეს ქობულეთი საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი ზღვისპირა ქალაქია. კარგი პლაჟი და ზღვადასვენების, გართობისა თუ გაჯანსაღების შესანიშნავ პირობებს ქმნის.
Kobuleti Kobuleti is a town in Adjara, western Georgia, situated on the eastern coast of the Black Sea. It is the seat of Kobuleti Municipality and a seaside resort, visited annually by Georgians and many former Soviet Union residents. It is especially popular with Armenian tourists. The town is situated in the south-western part of Georgia, i.e. the northern part of the Autonomous Republic of Ajara. It borders with Ozurgeti Region to the north. The Regional centre is Kobuleti City, which stretches along the Black Sea shore. The Kintrishi and Tikeri reserve areas are unique with their bio-diversity. One can find rare flora in the Ispani marsh. The surrounding region has diverse soil: seashore lowland is rich in peatbog soil. There are alpine rocks in the highlands, red soil is found in the hill areas. The mountainous area is good for subtropical species. Kobuleti has several rivers.