ირაკლი ბასილაძე
დაიბადა 1988 წლის 21 თებერვალს, ქედის რაიონის სოფელ ქოსოფელში, პედაგოგის
ოჯახში.
მამა – თეიმურაზ ბასილაძე, პროფესიით პედაგოგი – პენსიონერი
დედა – ანიკო ღოღობერიძე – დიასახლისი – პენსიონერი
ძმა – იმედა ბასილაძე – პროფესიით ეკონომისტი – მეწარმე
2005 წელს დაამთავრა უჩხითის საშუალო სკოლა და იმავე წელს, ერთიანი ეროვნული
გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე,
სამართალმცოდნეობის სპეციალობით. სწავლა დაასრულა 2009 წელს და მიენიჭა
სამართლის ბაკალავრის ხარისხი.
2008 წელს, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, წარჩინებით გაიარა შინაგან საქმეთა
სამინისტროს პოლიციის აკადემიის უბნის ინსპექტორთა საბაზისო მომზადების კურსი.
სამსახურებრივი გამოცდილება:
• 2008–2010: მსახურობდა შსს აჭარის მთავარი სამმართველოს ქედის
რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად.
• 2010–2013: შსს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო
სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში უბნის
ინსპექტორ-გამომძიებლად, სადაც შიდა განკარგულებით ასრულებდა
ოპერატიული ჯგუფის უფროსის მოვალეობას.
• 2013 წლის 3 ივნისიდან: დაინიშნა შსს საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო პირველ
სამმართველოში, ბათუმის განყოფილებაში, პატრულ-ინსპექტორად.
• შემდგომ წლებში: ეკავა სხვადასხვა თანამდებობები ბათუმსა და
ქობულეთში: პატრულ-ინსპექტორი, ათეულის მეთაური და ოცეულის მეთაური.
• 2020 წლის 1 მაისს: დაინიშნა სახაზო-საპატრულო სამმართველოს
უფროსად (მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე).
• 2021 წლის 17 ივნისს: დაინიშნა საორგანიზაციო სამმართველოს
უფროსად (მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე).
• 2023 წლის 8 მაისს: პირადი პატაკის საფუძველზე გადავიდა შსს
კადრების განკარგულებაში.
• 2023 წლის 8 სექტემბრიდან: თადარიგის პოლიციის ოფიცერი.
წოდება: პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი
დამატებითი ინფორმაცია:
• მიღებული აქვს სამკერდე ნიშანი „10 წელი უმწიკვლო სამსახურისთვის“.
• წლების განმავლობაში წახალისებულია სხვადასხვა ფორმით,
რამდენჯერმე.
• 2018 წელს: შსს აკადემიაში წარმატებით გავლილი აქვს თანამდებობრივი
დაწინაურების კურსი.
• ასევე წარმატებით აქვს გავლილი არაერთი პროფესიული სწავლება, კურსი და
ტრენინგი; ფლობს შესაბამის სერტიფიკატებს.
• ჰყავს მეუღლე და ორი შვილი — ვაჩე და ელენა.
⸻
Irakli Basiladze
Born on February 21, 1988, in the village of Kosopele, Keda Municipality, into a teacher’s family.
In 2005, he graduated from Uchkhiti Secondary School and, after passing the Unified National
Examinations, enrolled at Batumi Shota Rustaveli State University in the Faculty of Social
Sciences, Business, and Law, majoring in Law. He completed his studies in 2009 and was
awarded a Bachelor of Laws degree.
In 2008, alongside his university studies, he graduated with honors from the basic training
course for district inspectors at the Ministry of Internal Affairs Police Academy.
Professional Experience:
• 2008–2010: Served as a district inspector-investigator at the Keda District
Division of the Adjara Main Division of the Ministry of Internal Affairs.
• 2010–2013: District inspector-investigator at the 7th Division of Batumi City
Police Department, where he also fulfilled the duties of operational group leader.
• From June 3, 2013: Appointed as a patrol inspector in the 1st Line Patrol
Division (Batumi) of the Patrol Police Department of the Adjara Main Division.
• Subsequent years: Held various positions in Batumi and Kobuleti, including
patrol inspector, squad leader, and group leader.
• May 1, 2020: Appointed Head of the Line Patrol Division (Deputy Chief of the
Main Division).
• June 17, 2021: Appointed Head of the Organizational Division (Deputy Chief
of the Main Division).
• May 8, 2023: Transferred to the disposal of the MIA personnel department at
his personal request.
• Since September 8, 2023: Serving as a reserve police officer.
Rank: Police Lieutenant Colonel
Additional Information:
• Awarded the “10 Years of Distinguished Service” medal.
• Commended multiple times over the years.
• In 2018: Successfully completed a promotion course at the MIA Academy.
• Successfully completed numerous professional trainings and courses; holds
relevant certificates.
• Married with two children — Vache and Elena.