KA3 - სტრუქტურული დიალოგი

KA3 - სტრუქტურული დიალოგი ახალისებს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას დემოკრატიულ პროცესებში და დებატებს ისეთ თემებსა და პრიორიტეტებზე, რომელიც ახალგაზრდებს ეხებათ. ეს არის დიალოგი და დისკუსია ახალგაზრდებსა და ახალგაზრდული პოლიტიკისა და სტრატეგიების შემქმნელებს შორის. სტრუქტურულმა დიალოგმა შეიძლება მიიღოს შეხვედრის, კონფერენციის, კონსულტაციის ან სხვა ღონისძიების სახე. ამ ღონისძიებებმა უნდა უზრუნველყონ ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა და გადაწყვეტილებების მიმღებებთან მათი ინტერაქცია.

KA3 დედლაინები 2018 წელს:

  • რაუნდი 1 - 15 თებერვალი;
  • რაუნდი 2 - 26 აპრილი;
  • რაუნდი 3 - 4 ოქტომბერი.