KA2 - თანამშრომლობა ინცოვაციებისთვის და გამოცდილების გაცვლა.

KA2-ს შემთხვევაში ქართულ ორგანიზაციებს პირდაპირ შეუძლიათ შეიტანონ საგრანტო წინადადება აღმასრულებელ სააგენტოში. KA2-ის ფარგლებში ქართულ მხარეს საშუალება აქვს შეიტანოს ორი სახის პროექტი:

1. სამოქალაქო საზოგადოების თანამეგობრობა ახალგაზრდებისთვის

2. პარტნიორობა მეწარმეობისთვის.


მათგან პირველი არის პროექტები, რომელიც გააძლიერებს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს და ახალგაზრდულ მუშაკებს, რათა განავითარონ კონსტრუქციული ურთიერთობა სხვადასხვა პარტნიორებს შორის - საჯარო პირებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. ახალგაზრდა ლიდერები „შეგირდები“ - მობილობის გზით და ევროკავშირის ორგანიზაციებში სტაჟირებით განავითარებენ თავიანთ უნარებს და კომპეტენციებს საჯარო პოლიტიკის შექმნაში.