4 მიზეზი თუ რატომ უნდა გამოიყენო Power BI.
4 მიზეზი თუ რატომ უნდა გამოიყენო Power BI.
დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ადამიანები მიხვდნენ, რომ შესაძლებელია მათი დროის დაზოგვა და პროცესის გამარტივება სხვადასხვა პროგრამების გამოყენებით, სწორედ ასეთია Power BI.
1)მონაცემების დამუშავება
ფიქრობთ, რომ მთელი დღის დახარჯვა მხოლოდ მონაცემთა ანალიზსა და ვიზუალიზაციაზე ნამდვილად ღირს?
თუ არა, მაშინ დაიწყეთ ისეთი პროგრამის გამოყენება, როგორიცაა Power BI.
მისი მთავარი ხიბლი ავტომატიზაციაა, საკმარისია ეთხელ „ასწავლო“ როგორ გარდაქმნას მონაცემები, და შემდეგ ჯერზე ამას შენს მაგივრად იზამს. ესე იგი - როცა მონაცემები განგვიახლდება, აღარ მოგვიწევს თავიდან მათი დამუშავება, ამას ჩვენს მაგივრად Power BI იზამს!
Power BI-ში მონაცემების იმპორტი შეიძლება მრავალი სხვადასხვა წყაროდან, იქნება ეს Excel, SQL, Azure თუ სხვა ნებისმიერი მონაცემთა ბაზა. ასევე, შეგიძლიათ ინფორმაცია პირდაპირ საიტიდან წამოიღოთ. ინფორმაციის დამუშავებაც საკმაოდ მარტივია, გაქვთ ყველა ის ფუნქციონალი, რაც არის ექსელში, და არა მარტო.
Power BI-ში შეგვიძლია მარტივად:
· გავფილტროთ,
· დალაგოთ
· განაახლოთ
· წაშალოთ არასაჭირო მონაცემები
მონაცემთა სტილი და განლაგება Excel- ში ჩატვირთვის გარეშე. ეს საკმაოდ სასარგებლოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 10 წლის მონაცემების გარე წყაროებთან დაკავშირება გჭირდებათ გასული თვის მონაცემების გამოყენებით.
ასე რომ, თუ გსურთ თქვენი მონაცემების ისეთი ფორმატში შექმნა, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ თქვენი ბიზნეს მოთხოვნები, Power BI საუკეთესო საშუალებაა.
მომხმარებელთა მთავარი პრობლემა რეპორტების გაზიარებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ სჭირდებათ ხალხის კონცენტრაცია სხვადასხვა სცენარებზე. Power BI ამ პროცესს საგრძნობლად ამარტივებს, მისი გამოყენებით გექნებათ შესაძლებლობა გააზიაროთ თქვენს მიერ შექმნილი რეპორტები თქვენთვის სასურველ ადგილზე, გააკეთოთ სხვადასხვა სცენარის შესაბამისი ამოსარჩევი სია და დინამიურად შეადაროთ ერთმანეთს ყველა შესაძლო ვარიანტი.
მისი მთავარი ხიბლი მის დინამიურობაშია, Power BI-ს ვიზუალიზაცია არის ძალიან მაღალ დონეზე, გვაქვს მრავალი სახის ვიზუალური ფილტრი, დინამიური გრაფიკები და სხვა.
თუ გსურთ სუპერ მარტივი რეპორტინგი მაშინ დიახ, Power BI– ს შეუძლია გააკეთოს სასწაულები.
Power BI-ის კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება, არის ის რომ თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ რომელ თანამშრომელს რეპორტის რომელ ნაწილზე მიუწვდებოდეს ხელი.
მაგალითად: თუ გვაქვს გაყიდვები ქალაქების მიხედვით, როდესაც ვაგებთ რეპორტს, სასურველია აჭარის წარმომადგენელმა კონკრეტულად აჭარის ინფორმაცია ნახოს, ხოლო თბილისის წარმომადგენელმა - მხოლოდ თბილისის, ასევე, ტოპ-მენეჯერს ან თუნდაც გენერალურ დირექტორს, უნდა ჰქონდეს როგორც ერთი, ასევე მეორე სიტუაციის ნახვის შესაძლებლობა და საჭიროების შემთხვევაში გაერთიანებულისაც კი.
Power BI-სთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მას მარტივად შეუძლია შექმნას როლები, მაგალითად: აჭარის წარმომადგენელი და თბილისის წარმომადგენელი, შემდეგ მიანიჭოს კონკრეტულ ხალხს ეს კონკრეტული როლები და მხოლოდ აჭარაზე, თბილისზე ან სხვა რეგიონზე მისცეს წვდომა. შესაბამისად რეპორტი იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელი რეგიონის მიხედვით გვინდა სიტუაციის ნახვა.
Excel-ში მომუშავე ხალხისთვის Power BI-ზე გადასვლა ხანდახან რთული პროცესია, ვინაირად მათთვის კარგად ცნობილი A1R1 მიმართვის სტილი, სადაც უჯრებზე შეგვიძლია მიმართვები გავაკეთოთ, Power BI-ში არ გვხვდება.
Power BI-ში ჩვენ Row Context ნაწილზე ვმუშაობთ, რაც იმას ნიშნავს რომ ნებისმიერი კალკულაცია/DAX მის გასწვრივ მდებარე მონაცემებზე სრულდება, ხოლო თუ კონკრეტული მიმართვები გვჭირდება მაშინ ცალკე ცხრილები უნდა გავაკეთოთ მათთვის. ეს ერთი შეხედვით ართულებს, მაგრამ რეალურად ბევრად ამარტივებს მუშაობის პროცესს, რადგან შინაარსობრივად უფრო დალაგებული და გალამაზებულია მონაცემების მართვა, შესაბამისად მასზე კალკულაციების შესრულებაც.
Power BI-ს აქვს ჩაშენებული ანალიტიკის, ე.წ. Data Analysis Expressions-ის ფუნქციონალი (DAX), რისი შესაძლებლობებიც ბევრად აღემატება ექსელის ფუნქციონალს. DAX-ის გამოყენებით მარტივად შეგვიძლია შევქმნათ ისეთი ფორმულები, რაზეც ადრე მხოლოდ ვოცნებობდით, მაგალითად: დინამიური ბოლო 1 წლის ჯამი, იგივე Running Total, რათა ვნახოთ როდის გავხდებით დღგ-ს გადამხდელი, მასზე მომავლის პროგნოზირება რომ როდის მივაღწევთ წელიწადში 100,000 ბრუნვას და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, DAX-ის ფუნქციონალი ბევრად აღემატება ექსელის შესაძლებლობებს.