სამთვიანი სოციალური კამპანიის ფარგლებში უფასო ტრენინგი დასრულდა!
სამთვიანი სოციალური კამპანიის ფარგლებში უფასო ტრენინგი დასრულდა!
სამთვიანი სოციალური კამპანიის ფარგლებში უფასო ტრენინგი დასრულდა!
კამპანიის ფარგლებში ჩვენ მოვიცვით საქართველოს 12 რეგიონი, კახეთიდან აფხაზეთის ჩათვლით და თბილისი.
ჩვენი გუნდის წევრებმა: გიორგი დათუკიშვილმა, ნინო კახურაშვილმა და თორნიკე კვინიკაძემ - მსმენელებს გააცნეს Excel-ის, PowerPoint-ის, Word-ის და Google-ის სერვისები.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაკეთდა კურსში შემავალი ყველა ტრენინგის ვიდეოჩანაწერი, შემდეგ ეს ჩანაწერები ინახებოდა და ის ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი მსურველისათვის.
კამპანიის მიზანი იყო Excel-ის, PowerPoint-ის, Word-ისა და Google სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ფართო აუდიტორიისათვის და ამ მიმართულებით დასაქმების ხელშეწყობა. დაგეგმილი ტრენინგის ხანგრძლივობა განისაზღვრა 24 საათით, რომელიც მოიცავდა 18 ტრენინგს.
პროექტის ფარგლებში 11000-ზე მეტი მსმენელი სრულიად უფასოდ დაესწრო ტრენინგებს და მიეცათ საშუალება წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატების აღების!
პროექტი დასრულდა 2182 სერტიფიცირებული მსმენელით.
ელექტორნული აკადემია მადლობას უხდის თითოეულ მსმენელს ნდობისთვის, დათმობილი დროისთვის და უსურვებს წარმატებებს!
პროექტის თანადგომისთვის და განხორციელებისთვის მადლობას ვუხდით კომპანია GEOSOFT-ს და ჩვენს დეველოპერებს გაწეული სამუშაოსთვის!
სტატიის ავტორი: მარიამ დვალიშვილი