UI
დიზაინი
UI
დიზაინი
ტრენინგი მოიცავს UI დიზაინის როგორც საწყის, ისე მაღალი დონის ფუნქციონალებს, რომელთა შესწავლის შედეგად ტრენინგის მონაწილეს ექნება შესაძლებლობა შექმნას მობილური აპლიკაციებისა და ვებ გვერდების დიზაინის პროტოტიპები, UI დიზაინის მრავალფუნქციური ინსტრუმენტების გამოყენებით
ტრენინგის მიზანი: ტრენინგის მიზანია ტრენინგის მონაწილეს გააცნოს UI დიზაინის საფუძვლები, მასში შემავალი კომპონენტები, მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინ პროცესების მნიშვნელობა და მისცეს მათ საშუალება დამოუკიდებლად შეიმუშაონ ადვილად მოსახმარი და დავალებაზე ორიენტირებული ეფექტური სამომხმარებლო ინტერფეისები, სხვადასხვა პლატფორმებისთვის
შესწავლის შემდეგ ტრენინგის მონაწილე შეძლებს:
სამომხმარებლო ინტერფეისებისა და ზოგადი დიზაინის ფუნდამენტური მიდგომების დანერგვა/გამოყენებას
UI დიზაინის სტანდარტული ინსტრუმენტების გამოყენებით აპლიკაციების დიზაინის პროტოტიპების შექმნას
UI დიზაინის შესაფერისი მიდგომებისა და ტექნიკების შერჩევას, მორგებასა და გამოყენებას ინტერაქციული პროდუქტის შესაქმნელად
დროის მოკლე მონაკვეთში, დამოუკიდებლად ციფრული პროდუქტების დიზაინის შექმნას
ვისთვის არის განკუთვნილი: ტრენინგი განკუთვნილია, როგორც დამწყები, ისე საშუალო დონის დიზაინერებისთვის, რომლებიც უკვე მუშაობენ ან დაინტერსებული არიან ციფრული პროდუქტების შემუშავებით
ტრენერი: ტატო ბექთაშაშვილი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 16 საათი (8 შეხვედრა)
ტრენინგის ჩატარების დრო: ოთხშაბათი 20:00 - 22:00 Online, შაბათი 13:00-15:00 Space Z (პოლიტკოვსკაიას 3)
მონაწილეთა რაოდენობა: არაუმეტეს 10 მონაწილე
ტრენინგის ღირებულება: 449 ₾
შეხვედრა 1 - UI დიზაინის შესავალი
შეხვედრა 2 - დიზაინ სისტემები
შეხვედრა 3 - დიზაინ ხელსაწყოები (Figma, Adobe Xd, Sketch, Marvel App, Invision)
შეხვედრა 4 - ვიზუალური იერარქია
შეხვედრა 5 - პრაქტიკული სამუშო
შეხვედრა 6 - ტიპოგრაფია
შეხვედრა 7 - ბადეთა სისტემები და რესპონსივ დიზაინი
შეხვედრა 8 - Wireframes და პროტოტიპირება
შეხვედრა 9 - პრაქტიკული სამუშო
შეხვედრა 10 - ინტერაქცია და მონაცემთა ვალიდაცია
შეხვედრა 11 - მობილური აპლიკაციის დიზაინი და საფინალო პროეტისთვის მზადება
შეხვედრა 12 - საფინალო პროექტი