ტრენინგი მოიცავს MS WORD-ის პროგრამის ისეთი ინსტრუმენტების შესწავლას, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია ტექსტური დოკუმენტების მაღალ დონეზე მომზადება და რედაქტირება
ტრენინგის მიზანი: მონაწილემ MS WORD-ის პროგრამის გამოყენებით შეძლოს ტექსტური დოკუმენტის მომზადება და გაფორმება სურათების, ცხრილების, დიაგრამებისა და სხვა ვიზუალური ელემენტების და ინსტრუმენტების საშუალებით
შესწავლის შემდეგ ტრენინგის მონაწილე შეძლებს:
შექმნას და დაარედაქტიროს დოკუმენტი კონკრეტული პარამეტრების მიხედვით
გააფორმოს და გაამდიდროს დოკუმენტი ვიზუალური მასალით, სხვადასხვა გრაფიკული ობიექტებით
შექმნას დოკუმენტი აკადემიურ სტილში, სარჩევის, ბიბლიოგრაფიის, სქოლიოსა და სხვა ელემენტების გამოყენებით
მარტივად განახორციელოს და ასახოს ცვლილებები დიდ დოკუმენტებში
ვისთვის არის განკუთვნილი: ტრენინგი განკუთვნილია, როგორც დამწყები, ისე საშუალო დონის მომხმარებელთათვის, რომლებსაც უწევთ მუშაობა ტექსტურ ფაილებთან და სურთ შექმნან პროფესიულ დონეზე მომზადებული და გაფორმებული დოკუმენტი
ტრენერი: ნინო კახურაშვილი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 12 საათი (6 შეხვედრა)
მონაწილეთა რაოდენობა: არაუმეტეს 15 მონაწილე
ტრენინგის ღირებულება: 450 ₾
შეხვედრა 1 - პროგრამის მიმოხილვა და ინტერფეისის გაცნობა; პროგრამის საბაზისო ბრძანებების სიღრმისეული გაცნობა
შეხვედრა 2 - სურათი; ფიგურა; დიაგრამები
შეხვედრა 3 - გრაფიკები; ცხრილები; ბმულები
შეხვედრა 4 - სამუშაო ფურცლის პარამეტრები; თავსართ/ბოლოსართი; დოკუმენტუს გადანომვრა
შეხვედრა 5 - სარჩევი; სქოლიო, განმარტებები; გამოყენებული ლიტერატურა