ელექტრონული აკადემია

ელექტორნული აკადემია დაარსდა 2017 წლის გაზაფხულზე. ჩვენი მიზანია საქართველოს მოქალაქეების ცოდნისა და უნარების ამაღლება სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ მიერ შემუშავებული მეთოდიკით ვცდილობთ მარტივად მივაწოდოთ სხვადასხვა პროგრამის შესახებ სასწავლო მასალები იმ პირებს, რომლებიც ან ახლა იწყებენ ამა თუ იმ პროგრამის გამოყენებას ან უკვე დიდიხანია არიან მომხმარებლები და აქვთ სურვილი გაიღრმაონ ცოდნა. ამ წამოწყების საფუძველი არის ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება.

MS Excel ვიდეო გაკვეთილები ქართულად

MS Excel არის ის საოფისე პროგრამა, რომელიც ყველა კომპანიისთვის აუცილებელია. ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა თქვენი წარმატების გარანტია. ელექტრონული აკადემიის ტრენინგებითა და ვიდეოებით თქვენ დაეუფლებით ექსელის როგორც, საბაზისო დონეს, ასევე შეძლებთ გაართვათ თავი რთულ ამოცანებს.

MS PowerPoint ვიდეო გაკვეთილები ქართულად

MS PowerPoint არის ის საოფისე პროგრამა, რომელსაც კომპანიები იყენებენ პრეზენტაციისა თუ ანგარიშის წარსადგენად. ელექტრონული აკადემიის ვიდეო გაკვეთილების მეშვეობით თქვენ დაეუფლებით MS PowerPoint-ის საბაზისო ცოდნას და შეძლებთ წარადგინოთ თქვენი კომპანია თუ პროდუქტი უფრო მეტად დახვეწილად, მარტივად და რაც მთავარია, გასაგებად, თვალსაჩინო მასალის გამოყენებით. ეს ვიდეო კურსი არა მარტო MS PowerPoint-ის მცოდნედ, არამედ შედარებით უკეთეს პრეზენტატორადაც ჩამოგაყალიბებთ!

MS Word ვიდეო გაკვეთილები ქართულად

MS Word არის ის საოფისე პროგრამა, რომლის დახმარებითაც კომპანიები ქმნიან ელექტრონულ დოკუმენტებს. მისი საფუძვლიანად ცოდნა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც MS Excel-ის და MS PowerPoint-ის. ელექტრონული აკადემიის ვიდეო გაკვეთილებით, თქვენ დაეუფლებით MS Word პროგრამის სიღრმისეულ ცოდნას, რაც მოგცემთ საშუალებას გააკეთოთ სხვადასხვა სტილის ანგარიშები, იურიდიული დოკუმენტები, შეინახოთ პირადი ინფორმაცია და ა.შ.