"გამოიცანი ან დალიე,, დასალევი თამაშია, სადაც ან უნდა გამოიცნო კონკრეტულ მოთამაშის მახასიათებლები ან უნდა დალიო;
თამაშისას დაგჭრდებათ ალკოჰოლური სასმელი, მეგობრები და
გამბედაობა რთული გამოცანების შესასრულებლად;
მოთამაშეების რაოდენობა 4+;
საშუალო დროის ხანგრძლივობა 30 წუთი;
მაგიდის ცენტრში განათავსეთ ამოცანისა და ტიტულის დასტები.
ტიტულის ბარათები ტრიალდება ფარულად, ხოლო ამოცანის ბარათი ცნობილია ყველასთვის.
აქტიურმა მოთამაშემ უნდა აირჩიოს სხვა მოთამაშე ტიტულისთვის (რომელიც შემდეგ ხელზე იქნება აქტიური მოთამაშე) და უნდა გამოიცნოს მის შესახებ ამოცანის ბარათზე მოცემული კითხვა ან უნდა დალიოს;
სასმლის ოდენობაზე და სახეობაზე თანხმდებით წინასწარ;
აქტიურმა მოთამაშემ თუ სწორად გასცა კითხვას პასუხი, მის მაგივრად სვამს ტიტულისთვის არჩეული მოთამაშე;
მოთამაშე რომელიც აირჩიეს სვამს იმ შემთხვევაში თუ სურს გაიგოს რა წერია მის ტიტულზე;
მოთამაშემ აუცილებლად უნდა აირჩიოს ტიტულის ადრესატი, მაშინაც კი თუ ის ბარათი არავის შეესაბამება;