ქსოვა, გობელენი, თექის სახელოსნო
ქსოვა, გობელენი, თექის სახელოსნო
ქსოვა, გობელენი, თექა
სიამოვნებით შემოგახედებთ ჩვენს სახელოსნოში და გაგაცნობთ ჩვენს საქმიანობას. ჩვენ ვართ „დიდი სახლის“ სხვენის დარაჯები. პატარა, კოხტა და ნათელი ოთახი გვაქვს, სადაც ერთი სოციალური თერაპევტი და ხუთი ბენეფიციარი მუშაობს. დღე ყოველთვის ერთმანეთის მოკითხვით იწყება – ვის რა გასჭირვებია ან დალხენია, ეს ყველაფერი ვიცით, შემდეგ კი იწყება სამუშაო პროცესი.
ჩვენი სახელოსნოს საქმიანობა მრავალფეროვანია. პირველ რიგში, მინდა გითხრათ გობელენის ქსოვის შესახებ: გვაქვს ხის ჩარჩოები, რომლებიც ჩვენი სადურგლო სახელოსნოს მიერ არის დამზადებული. სწორედ ამ ჩარჩოებზე იქსოვება გობელენის ფარდაგები. ეს არის მაცდური და აღმგზნებადი პროცესი, რომელიც არ გიშვებს – ძაფების არჩევიდან დაწყებული, ნელ-ნელა ხედავ, როგორ ერწყმიან ერთმანეთს ფერები და როგორ ყალიბდება ნამუშევარი. ამ პროცესში სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ საბოლოო შედეგი – მრავალფეროვანი და ლამაზი ფარდაგი – მართლაც შთამბეჭდავია. ეს ფარდაგი შესაძლოა გამოიყენოთ როგორც ლარნაკის დასადგამი, ანდა კედლის დეკორაციად.
ამას გარდა, გობელენის ქსოვას აქვს დიდებული თერაპიული დატვირთვა: ის ავითარებს კონცენტრაციას, მოთმინებას და სიზუსტეს. თუ ძაფი არასწორად გაივლის ჩარჩოში, იგი უნდა გასწორდეს, რაც მოითხოვს სიმშვიდეს და ზუსტ მოქმედებას. ყველაფერი ეს კი იმის დასტურია, თუ როგორ შეიძლება ერთმა შედარებით მარტივმა საქმემ, როგორიცაა ფარდაგის ქსოვა, დაგეხმაროს სხვა უნარების განვითარებაში.
შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ტერა ბანკის ანგარიშზე: GE46KS0000000000425916
მიმღები; კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ
დანიშნულება: ქსოვა, გობელენი, თექის სახელოსნო