სამზარეულოს სახელოსნო
სამზარეულოს სახელოსნო
სამზარეულოს სახელოსნო
სოციალური თერაპიის სახლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი
ჩვენი სამზარეულო– სოციალური თერაპიის სახლის ერთ-ერთი ცენტრალური და მნიშვნელოვანი სახელოსნო, ყოველდღიურად უზრუნველყოფს 54 ბენეფიციარისთვის სადილის მომზადებას. ჩვენთან ნებისმიერი დღე დატვირთულია— სტუმრებს ვმასპინძლობთ, დღესასწაულებს აღვნიშვნავთ, ზოგჯერ უბრალოდ ვსაუბრობთ ჭიქა ჩაისთან, რადგან ეს ძალიან ამშვიდებს და ურთიერთობებს აძლიერებს.
სახელოსნო მოფუსფუსე ფუტკრების სკას გავს.
ყველამ იცის თავისი საქმე, სუფრის გაშლა, ბოსტნეულის დაჭრა და მომზადება — ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ერთდროულად, რომ სრულფასოვანი და გემრიელი სადილი გამოვიდეს. შემდეგ სუფრის ალაგება, ჭურჭლის გარეცხვა, დაბინავება, ოთახის გასუფთავება.
სახელოსნოს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის დრო და სისუფთავე. სადილი რამოდენიმე ათეული ადამიანისთვის უნდა მოესწროს, რაც დღის პირველ ნახევარში ინტენსიურ შრომას, მოთმინებას და სიყვარულს მოითხოვს.
სახელოსნოს ხელმძღვანელი მზია - თერაპევტია, ხოლო წევრები -
ხუთი ახალგაზრდა ქალბატონი: ელენე, ნინო, მაკო, დიანა და ნანა — თითოეული თავისი უნარებითა და გამოცდილებით, ერთგულნი თავიანთი საქმისა.
კვება მრავალფეროვანია და დამოკიდებულია სეზონურ პროდუქტებზე.
ბევრ ადამიანს ვმასპინძლობთ და შესაბამისად, სადილი ორ ცვლაში ტარდება. თუმცა, გამორჩეული ის არის, რომ სამზარეულოშიდაწესებულების ყველა წევრი იკრიბება, რაც მისასალმებელია არა მხოლოდ კვებისთვის, არამედ დასვენებისთვის, ურთიერთობისთვის და რელაქსაციისთვის.
გვახარებს ის, რომ ჩვენი ბენეფიციარები სიამოვნებით მიირთმევენ ჩვენს მიერ მომზადებულ კერძებს და ატარებენ დროს ერთობლივად.
ჩვენთან გარდა ყოველდღიური შრომითი აქტივობებისა, უმრავლესობას უტარდება მხატვრული თერაპიები, აქვთ განმავითარებელი აქტივობები, დადიან ექსკურსიებზე და სტუმრობენ მეგობარ ორგანიზაციებს.
სახელოსნოს წევრებს უყვართ ყველაფერი, რაც ხდება ამ სივრცეში:
საკუთარი სახელოსნო, თანამშრომლები, მეგობრები და რაც მთავარია — საკუთარი განვითარების გზაზე წინსვლა. მათ უყვართ ერთმანეთის დახმარება და ზრუნვა, რაც საშუალებას აძლევს ყველას იგემოს თავშეყრის, განვითარებისა და ბედნიერების ნაყოფი.
ორგანიზაციის არსებობისთვის მუდმივად გვჭირდება თანხების მოძიება.
თუ გაქვს სურვილი შეიტანო წვლილი იმ კარგ საქმეში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გახდი ჩვენი მეგობარი.
შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ტერა ბანკის ანგარიშზე: GE46KS0000000000425916
მიმღები: კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ
დანიშნულება: სამზარეულოს სახელოსნოს მეგობარი