კრეატიული სახელოსნო
კრეატიული სახელოსნო
კრეატიული სახელოსნო – სადაც ნივთები იბრუნებენ სიცოცხლეს
სოციალური თერაპიის სახლში ფუნქციონირებს კრეატიული სახელოსნო, რომელიც შედგება ერთი სოციალ-თერაპევტისა და 5 ბენეფიციარისგან.
ეს სახელოსნო არ არის მხოლოდ შრომითი სივრცე — ეს არის ადგილი, სადაც ხდება შემოქმედება, განვითარება და სიხარულის გაზიარება.
ჩვენი საქმიანობა მრავალფეროვანია:
• ძველი ნივთების განახლება და გაცოცხლება
• ხის სათამაშოების მოხატვა
• სხვადასხვა სახელოსნოების საქმიანობების შეთავსება
• ხელით შექმნილი ნივთების გაფერადება, გაფორმება, დამუშავება
ყოველ წევრს აქვს თავისი საყვარელი საქმე. ისინი სიყვარულით, ინტერესით და დიდი მონდომებით ქმნიან — თითქოს თითოეულ ნივთს ახალ სიცოცხლეს ჩუქნიან. ეს არის არამარტო მუშაობა, არამედ თერაპიული პროცესიც, რომელიც მათ დიდ სიხარულს ანიჭებს.
თერაპიული და შემოქმედებითი აქტივობები
სახელოსნოში მუშაობა შემოქმედებითი პროცესის გარდა მოიცავს განვითარებისა და თვითგამოხატვის ხელშეწყობას:
• მეტყველების სავარჯიშოები
• რიტმული მოძრაობები და თამაშები
• თერაპიული ხატვა
• ლიტერატურის მოსმენა და კითხვა
ყოველი დღე კრეატიულ სახელოსნოში — ნამდვილი დღესასწაულია!
ბენეფიციარებს უხარიათ ყოველი დილა, ახალი დღე, ახალი საქმე. ისინი ვერ წარმოიდგენენ საკუთარ თავს სოციალური თერაპიის სახლის გარეშე — ეს სივრცე მათთვის სახლია, მეგობრობაა, სიხარულია.
ორგანიზაციის არსებობისთვის მუდმივად გვჭირდება თანხების მოძიება.
თუ გაქვს სურვილი შეიტანო წვლილი იმ კარგ საქმეში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გახდი ჩვენი მეგობარი.
შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ტერა ბანკის ანგარიშზე: GE46KS0000000000425916
მიმღები: კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ
დანიშნულება: კრეატიული სახელოსნოს მეგობარი