Apnsc - Be my friend გახდი ჩემი მეგობარი
Apnsc - Association for People in Need of Special Care
კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ
ჩვენ ვესწრაფვით სამყაროს, სადაც ყველანი ერთმანეთზე უანგაროდ ზრუნავენ, სადაც პატივს სცემენ ერთმანეთის უფლებებს, სადაც საკუთარ უნარებს თავისუფლად შლიან.
ჩვენ ვართ ქართული არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია
„კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“
info@apnsc.ge
სოციალური თერაპიის სახლი
ჩვენ ვესწრაფვით სამყაროს, სადაც ყველანი ერთმანეთზე უანგაროდ ზრუნავენ, სადაც პატივს სცემენ და იცავენ ერთმანეთის უფლებებს, სადაც საკუთარ უნარებს თავისუფლად შლიან.
ამგვარი სამყაროს შექმნაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს იმით, რომ მიზნად ვისახავთ საქართველოში სოციალური თერაპიის დანერგვას, რათა შესაძლებელი გახდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისა და ზრდასრული პიროვნებების ინდივიდუალური განვითარება, ადამიანის ღირსების შესაბამისი ცხოვრება, საზოგადოების მიერ მათი წვლილის აღქმა ჩვენს ერთობლივ ცხოვრებაში.
ჩვენი ორგანიზაცია 1990 წელს დაარსდა. სადღეისოდ მისი სტრუქტურული ერთეულები და რეგულარული აქტივობებია:
» სოციალური თერაპიის სახლი
» გამომცემლობა „აწმყო“
» სასწავლო კურსები სოციალურ თერაპიაში, ადამიანთმცოდნეობასა და ხელსაქმეში.
ჩვენ ვართ პირველი მულტიფუნქციური დაწესებულება საქართველოს სოციალურ სფეროში, რომელმაც შექმნა პრეცედენტი გონებრივი განვითარების თავისებურებების მქონე ზრდასრულ პირთა ცხოვრების გაუმჯობესებისა და პირობების შემსუბუქებისთვის. ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ მათ განვითარებაზე ორიენტირებული და შრომითი გარემო, დავუჭიროთ მხარი მათ ოჯახებს და საზოგადოებას ვაჩვენოთ მათი ძლიერი მხარეები და პოზიტიური პოტენციალი.
მიუხედავად რთული გზისა, ჩვენ კვლავ აქ ვართ და გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენ გვეკისრება დიდი პასუხისმგებლობა — ჩვენი ბენეფიციარებისა და მათი ოჯახების წინაშე, სტუდენტებისა და პროფესიონალების მიმართ, ვინც ჩვენთან გადის პრაქტიკას, მომავალი თაობისა და ჩვენი დარგის მხარდამჭერების წინაშე.
ჩვენი თანამშრომლების დრო, რომელიც დასვენებასა და აღდგენას უნდა მოხმარდეს, ამჟამად ფონდების მოძიებას ეთმობა. ხარჯების ნაწილი სახელმწიფო ვაუჩერის სისტემით ფინანსდება, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რომ შევინარჩუნოთ ხარისხიანი, მრავალფეროვანი სერვისები და ღირსეული გარემო ჩვენი ბენეფიციარებისთვის.
ყველაზე გადაუდებელი ხარჯებია:
• კომუნალური გადასახადები — რომლებიც არაკომერციული სტატუსის მიუხედავად, კომერციული ტარიფით გვერიცხება;
• საწვავის ხარჯები — 3 მიკროავტობუსით ( ) ყოველდღიურად ვემსახურებით 54 ბენეფიციარს;
• ინვენტარისა და დანადგარების განახლება;
• მასალები ჩვენი 8 სახელოსნოსთვის: მატყლი, საქსოვი ძაფები, ხის მასალა, ფანერები, საბეჭდი ქაღალდი, საკერავი საშუალებები, სახატავი საღებავები ( ) და სხვა.
ამ მასალების მეშვეობით, ჩვენი ბენეფიციარები იძენენ პროფესიულ უნარებს, ქმნიან მაღალი ხარისხის ხელნაკეთ ნივთებს, პიროვნულად იზრდებიან და რაც ყველაზე მთავარია — თავს საჭიროდ და დაფასებულად გრძნობენ.
იმ თანხის სრული ოდენობა, რომელიც ამ საჭიროებების დასაფარად გვჭირდება, ყოველთვიურად შეადგენს 30,000 ლარს. აქედან ყოველ თვე მოსაძიებელი გვქვს 5 000 ლარი.
გულით გვწამს, რომ გახდებით ჩვენი ორგანიზაციის მხარდამჭერი, დონორი ან მეგობარი და თქვენი გულწრფელი წვლილით, თუნდ მცირეოდენი შემონატანით დაგვეხმარებით ჩვენი მიზნის მიღწევაში.
საბანკო რეკვიზიტები:
ტერა ბანკი
GE46KS0000000000425916
მიმღები: კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ
დანიშნულება: სოციალური თერაპიის სახლის მეგობარი
გსურთ მეტი გაიგოთ ჩვენს შესახებ?
მოგვყევით ჩვენს გვერდზე — იქ გაგაცნობთ ჩვენი 8 სახელოსნოს ისტორიასა და ბენეფიციარებს, მოგაწვდით სიახლეებსა და ინფორმაციას ჩვენს გეგმებზე.
ჩვენი კარი ღიაა ყველა სამუშაო დღეს — გვეწვიეთ, გაგვიცანით და საკუთარი თვალით იხილეთ ჩვენი საქმიანობა.
ღრმა პატივისცემითა და იმედით,
კავშირის თანამშრომლები, ბენეფიციარები და მათი ოჯახები
დედის დღეს გილოცავთ, დედებო!