ბიოგრაფია


 

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, წელიწდეულის საისტორიო ძიებანი  მთავარი რედაქტორი, გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

დაიბადა 1950 წლის 15 სექტემბერს . ზუგდიდში. 1967. დაამთავრა . ზუგდიდის #3 საშუალო სკოლა. . პაპასქირმა ადრიდანვე გამოამჟღავნა ინტერესი მშობლიური ისტორიისადმი. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას მის მიერ წარდგენილმა რეფერატმა რუხის ციხეზე მოწონება დაიმსახურა მოსწავლე ახალგაზრდობის (მაშინდელი პიონერთა) სასახლის მიერ ორგანიზებულ რესპუბლიკურ კონკურსზე. ამიტომაც არ იყო შემთხვევითი, რომ მან გამოჩენილი მეცნიერისა და სასიქადულო მამულიშვილის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ევრ-კორესპონდენტის, პროფ. ოთა მესხიას რჩევით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტს მიაშურა. . მესხია იყო . პაპასქირის გზის გამკვალავი მეცნიერულ ასპარეზზეც. სწორედ მისი რეკომენდაციითა და ხელმძღვანელობით მოამზადა მან სადიპლომო ნაშრომი დავით აღმაშენებლის ხანის საქართველოს საგარეო ურთიერთობებზე. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო პროფ. . მესხიას ხელმძღვანელობით შესრულებული უკანასკნელი სადიპლომო შრომა. მოცემული მიმართულებით გააგრძელა მუშაობა . პაპასქირმა . ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, სადაც ის ჩაირიცხა თსუ- წარჩინებით დამთავრების შემდეგ. აქ მან გამოჩენილი რუსი მეცნიერების აკად. ორის რიბაკოვისა და სსრკ მეცნიერებათა აკადემის ევრ-კორესპონდენტის, პროფ. ანატოლი ნოვოსელცევის ხელმძღვანელობით (1972-1975წწ.) გაიარა ასპირანტურის სრული კურსი და მოამზადა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: საქართველო და აღმოსავლეთი ევროპა XI-XIIსს.-ში, რომელიც წარმატებით დაიცვა იქვე 1978.

1976 წლიდან . პაპასქირი მუშაობს . გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (1979 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ჯერ სსრ ავშირის ისტორიის, ხოლო შემდეგ მსოფლიო ისტორიის კათედრის მასწავლებლად. 1981. მიენიჭა დოცენტის წოდება. 1980-1981 სასწავლო წელს უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფ. ურაბ ანჩაბაძის უშუალო ინიციატივითა და თაოსნობით, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა საქართველო-აფხაზეთის ისტორიის (ოფიციალური სახელწოდება: სსრ კავშირის ისტორიის #2) კათედრა, რომელსაც სათავეში თვით . ანჩაბაძე ჩაუდგა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო თსუ- შემდეგ საქართველოს ისტორიის მეორე კათედრა. ამ საქმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო . პაპასქირი, რომელსაც, როგორც საქართველოს ისტორიის წამყვან სპეციალისტს, უშუალოდ დაევალა მოსამზადებელი საორგანიზაციო სამუშაოს შესრულება. ამან განაპირობა ის, რომ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა დაინიშნა კათედრის გამგის მოადგილედ.

ცალკე უნდა აღინიშნოს . პაპასქირის მოღვაწეობა უმაღლესი სასწავლებლის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, რომელსაც ის ასრულებდა 1977-1984 წლებში. ის იყო ამ საბჭოს შექმნის ინიციატორი და პირველი თავმჯდომარე. სოხუმის უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო . პაპასქირის ხელმძღვანელობით იმთავითვე აქტიურად ჩაერთო საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს ეგიდით ჩატარებულ ღონისძებებში და სულ მალე მოიპოვა ავტორიტეტი რესპუბლიკის მასშტაბით. სოხუმის უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერებმა მონაწილეობა მიიღეს და წარმატებებს მიაღწიეს სხვადასხვა რანგის საკავშირო და რესპუბლიკურ კონკურსებში. ერთი მათგანი (ნათელა სემიონოვა) გახდა საკავშირო კონკურსის ლაურეატი, ხოლო მეორე (ზარა თარბა) საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი. 1982. კი ნაშრომთა ციკლისათვის XI-XIIსს. საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიიდან  საქართველოს კომკავშირის პრემია მიენიჭა ავად . პაპასქირსაც.

უაღრესად ნაყოფიერი იყო . პაპასქირის საქმიანობა საქართველო-აფხაზეთის ისტორიის კათედრის გამგის მოადგილის თანამდებობაზე. მისი თაოსნობითა და ხელმძღვანელობით შემუშავდა კათედრის დისციპლინათა სრული ნუსხა, დაიხვეწა და დაზუსტდა სასწავლო გეგმები. უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში საქართველო-აფხაზეთის ისტორიის ზოგადი კურსი შემოღებულ იქნა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სპეციალობაზე (იკითხებოდა ორი სემესტრის განმავლობაში, კვირეული დატვირთვა 2სთ.). გარდა ამისა, კათედრას მიჰყავდა არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ზოგადი კურსები, აგრეთვე სხვა დამხმარე ისტორიული დისციპლინები. კათედრა უძღვებოდა სპეციალიზაციას საქართველო-აფხაზეთის ისტორიის განხრით. ის ფაქტი, რომ კათედრის მუშაობა ამ მიმართულებით ძირითადად ეფუძნებოდა თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამოცდილებას, პირველ რიგში, ამ კათედრის კურსდამთავრებულის . პაპასქირის დამსახურება იყო. არანაკლები ღვაწლი მიუძღვის მას სპეც-კურსების შერჩევაში ისტორიული აფხაზეთმცოდნეობის სფეროში. მისი ინიციატივით, მოხდა წამყვანი აფხაზი მეცნიერების: გიორგი ამიჩბას, მიხეილ გუნბას, იური არგუნის, ოლეგ ბღაჟბასა და სხვ. მოწვევა კათედრაზე. . პაპასქირის უშუალო ხელმძღვანელობით (დოც. . გუნბასთან ერთად) ერთ-ერთმა აფხაზმა სტუდენტმა ირინე აგრბამ (ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, ერთი პერიოდი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ამჟამად სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი) პირველად მოამზადა და დაიცვა აფხაზურ ენაზე სადიპლომო ნაშრომი შუა საუკუნეების აფხაზეთზე და ეს არ იყო ერთეული შემთხვევა . პაპასქირის მხრიდან აფხაზ სტუდენტებზე ზრუნვისა. მისი ხელმძღვანელობით არაერთმა აფხაზმა სტუდენტმა მოამზადა მოხსენება, რომლითაც გამოიჩინა თავი, როგორც საუნივერსიტეტო, ისე რესპუბლიკურ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებზე. თვით . პაპასქირი წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში: იყო ჟიურის წევრი, ხელმძღვანელობდა საქართველოს ისტორიის სექციის სხდომებს.

ზურაბ პაპასქირის სახელს უკავშირდება აფხაზეთის სინამდვილეში საქართველოს ისტორიის სწავლების თვისობრივად ახალ საფეხურზე აყვანა. მან საქართველოს ისტორიის სალექციო კურსს გამოკვეთილი (ზოგჯერ კომუნისტურ-ტოტალიტარული კონიუნქტურისათვის სრულიად მიუღებელი) ეროვნულ-პატრიოტული დატვირთვა მისცა, რამაც იმთავითვე გამოიწვია სეპარატისტულად განწყობილ აფხაზ პროფესორ-მასწავლებელთა გაღიზიანება. მათ პირველი დარტყმა ახალგაზრდა მეცნიერს ჯერ კიდევ 1977. მიაყენეს, როდესაც . პაპასქირმა, აფხაზეთში მოღვაწე ქართველ ისტორიკოსთაგან ერთადერთმა, ოფიციალურად, საჯაროდ გააკრიტიკა ცნობილი აფხაზი მეცნიერის, სეპარატისტული ისტორიოგრაფიის მამამთავრის, პროფ. . ინალ-იფას აფხაზთა ეთნოკულტურული ისტორიის პრობლემებისადმი მიძღვნილი გახმაურებული მონოგრაფია. 1982-1983 წლებში კი გაჩაღდა ცილისმწამებლური კამპანია . პაპასქირის წინააღმდეგ, რომლის დროსაც სეპარატისტებმა ზემდგომი ორგანოების (თვით სკკპ ცკ-) წინაშე დააყენეს მისი სამსახურიდან დათხოვნისა და აფხაზეთიდან გასახლების საკითხი. ამჯერად სეპარატისტთა რისხვა . პაპასქირის მონოგრაფიის У истоков грузино-русских политических взаймоотношений  (რომელშიც ასევე მოცემული იყო ზემოთხსენებული . ინალ-იფას თვალსაზრისის საფუძვლიანი მეცნიერული კრიტიკა) გამოსვლამ გამოიწვია. აღნიშნულმა მონოგრაფიამ და 80-იან წლებში გამოქვეყნებულმა სტატიებმა . პაპასქირს დამსახურებული ავტორიტეტი მოუპოვა სამეცნიერო წრეებში. ამის გამოხატულება იყო მისი არჩევა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილედ. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ საპატიო თანამდებობაზე ახალგაზრდა მეცნიერის არჩევა მოხდა უშუალოდ საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის მაშინდელი თავმჯდომარის, გამოჩენილი აფხაზი ისტორიკოსის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფ. გიორგი ძიძარიას რეკომენდაციით. . პაპასქირი იყო საქართველოს ისტორიკოსთა ყოველწლიური ბორჯომის ფორუმების უცვლელი მონაწილე.

1991. ზურაბ პაპასქირმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: შუა საუკუნეების საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა. X. 70-იანი XI. 80-იანი წლები. ეს იყო მეცნიერის მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგი, რომელიც სრულად აისახა აღნიშნულ პრობლემაზე მის მიერ გამოქვეყნებულ მონოგრაფიებში (ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი, თსუ გამომც., თბ., 1990; შუა საუკუნეების საქართველო საერთაშორისო არენაზე, გამომც.: მეცნიერება, თბ., 1991). 1994. მას მიენიჭა პროფესორის წოდება. 2001. გამოვიდა . პაპასქირის წიგნი რუსულ ენაზე (От Давида до Давида. Из истории международных отношений Грузии. 70-е годы X – 80-е годы XIвв.  Тб., 2001), რომელიც ზემოთ დასახელებული მონოგრაფიების მოკლე რუსულ ვარიანტს (ზოგოერთი დამატებით) წარმოადგენს.

. პაპასქირი არის აფხაზეთში ქართული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. აგერ უკვე 3 ათეულ წელზე მეტია, რაც ის ჩართულია აქტიურ იდეოლოგიურ-ისტორიოგრაფიულ ომში“ და ამხელს აფხაზური სეპარატიზმის იდეოლოგების ძირგამომთხრელ საქმიანობას. მისი პუბლიკაციები ამ მიმართულებით შეჯამდა 1998. გამოცემულ წიგნში აფხაზეთი საქართველოა“, რომელიც აღინიშნა კიდეც გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიით. 1988  წლიდან  . პაპასქირი აფხაზეთში არაერთი ქართული საქმის მოთავე და აქტიური მონაწილეა. მისი უშუალო ინიციატივით 1989 წლის გაზაფხულზე დაფუძნდა სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარის მოადგილედაც ის აირჩიეს. ის იყო 1989. აპრილ-მაისში სოხუმში მიმდინარე ქართველთა საყოველთაო საპროტესტო აქციის ხელმძღვანელი შტაბის წევრი. ამ დროიდან დაწყებული დღემდე არ ყოფილა არც ერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენა აფხაზეთში, რომლის ეპიცენტრშიც . პაპასქირი არ ყოფილიყო. განსაკუთრებით აქტიურად ჩაერთო ის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში 1992 წლის გაზაფხულიდან, როდესაც უკიდურესად გამწვავდა სიტუაცია ავტონომიურ რესპუბლიკაში. მისი აქტიური მონაწილეობით დაფუძნდა ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა აფხაზეთის პროგრესულ-დემოკრატიული კავშირი“, რომელმაც გარკვეულ ეტაპზე უდავოდ შეასრულა პოზიტიური როლი დაქსაქსული ქართული პოლიტიკური ძალები გაერთიანების საქმეში და მოამზადა ნიადაგი აფხაზეთში ქართველობის გამაერთიანებელი საზოგადოებრივი ორგანოს (ერთგვარი საზოგადოებრივი პარლამენტის“) ეროვნული ერთიანობის საბჭოს“  შექმნისათვის. . პაპასქირი იყო ამ საბჭოს ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი. მისი უშუალო მონაწილეობით მომზადდა არაერთი ოფიციალური დოკუმენტი.

აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდში თადარიგის კაპიტანი . პაპასქირი უყოყმანოდ დადგა სამშობლოს ერთიანობის სადარაჯოზე. მან, როგორც საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის აღმზრდელობითი სამსახურის უფროსმა ოფიცერმა თავისი წვლილი შეიტანა ქართულ ჯარში ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების საქმეში. . პაპასქირს ერთი წუთითაც არ დაუტოვებია სოხუმი. უფრო მეტიც, მან ვერ მოახერხა დროულად“ გამოეღწია ალყაშემორტყმული ახალი რაიონიდან“ და ტყვეობის სიმწარეც იწვნია. ზუსტად 100 დღე გაატარა ზ. პაპასქირმა შინაგან საქმეთა სამინისტროს იზოლატორში. მეცნიერის წინააღმდეგ სეპარატისტული აფხაზეთის გენერალურმა პროკურატურამ“, მაშინდელი მისი შეფის ანრი ჯერგენიას ხელმძღვანელობით, შეთითხნა საქმე შემდეგი ბრალდებით: ერთა შორის შუღლის გაღვივება და ომის პროპაგანდა, რომლითაც, მას სულ ცოტა, 8 წლის პატიმრობა ემუქრებოდა. ამ ანგარიშსწორებისაგან . პაპასქირი გადაარჩინა საქართველოსა და რუსეთის სამეცნიერო წრეების, მათ შორის, აკადემიკოსების როინ მეტრეველის, მარიამ ლორთქიფანიძის, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის განყოფილების წევრთა (აკადემიკოსების ივანე კოვალჩენკოსა და სერგეი ტიხვინსკის მეთაურობით) ჩარევამ და თანადგომამ.

აფხაზეთიდან გამოსვლის შემდეგ . პაპასქირმა გააგრძელა აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობა. ის იდგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან არსებული საზოგადოებრივი სათათბიროს შექმნის სათავეებთან. 1996. მისი აქტიური მონაწილეობით მოწვეულ იქნა დევნილი მოსახლეობის წარმომადგენელთა დიდი ფორუმი, რომელზედაც ოფიციალურად გაფორმდა ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა: აფხაზეთიდან დევნილთა კავშირი“. . პაპასქირი გახდა ამ ახალი ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, საინფორმაციო-ანალიტიკური კომისიის ხელმძღვანელი, კავშირის“  პერიოდული ორგანოს გაზ. დევნილის“  სარედაქციო  რედკოლეგიის წევრი. ის არის ავტორი და რედაქტორი დევნილთა კავშირის“  სახელით გამოქვეყნებული განცხადებებისა და მიმართვების, სხვა ოფიციალური დოკუმენტებისა, რომლებშიც მოცემულია აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის გამოწვლილვითი ანალიზი, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შეფასებები, დასახულია კონფლიქტის დარეგულირების გზები. ამ მხრივ, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი ვრცელი მოხსენება: აფხაზეთის ტრაგედია. მიზეზები და გაკვეთილები“, რომლითაც ის წარსდგა დევნილთა ყრილობის (1996. აპრილში) წინაშე (სრულად დაიბეჭდა წიგნში: აფხაზეთი საქართველოა“, თბ., 1998. აქვეა გამოქვეყნებულია დევნილთა კავშირის“ მასალები და დოკუმენტები).

ზურაბ პაპასქირი 1989 წლიდან, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქართული ნაწილის გამოსვლისა და მის ბაზაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დაარსების დღიდან, არის ამ უმაღლესი სასწავლებლის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე (პარალელურად, 1994. ის მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში, სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობაზე). მისი ხელმძღვანელობით, სოხუმის უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრა მოკლე ხანში გადაიქცა ეროვნული ისტორიის მეცნიერული კვლევის მნიშვნელოვან ცენტრად. ის არის პირველი გზის გამკვალავი და მასწავლებელი არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევრისა, რომლებიც დღეს ნაყოფიერად იღწვიან სოხუმის უნივერსიტეტსა და ქვეყნის სხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 1998. . პაპასქირის უშუალო ინიციატივითა და თაოსნობით . თბილისში აღსდგა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარედაც ის აირჩიეს. ამავე დროს, . პაპასქირი არის ამ საზოგადოების პერიოდული გამოცემის წელიწდეულის – საისტორიო ძიებანის“  მთავარი რედაქტორი. უკვე გამოიცა საისტორიო ძიებანის  9 ტომი, რომლებმაც აკადემიური წრეების დიდი მოწონება დაიმსახურეს. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ის, რომ აღნიშნული გამოცემა შეტანილი იყო სწავლულ ექსერტთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ ნუსხაში.

2004 წელს . პაპასქირი დაინიშნა ივანე ჯავახიშვილის სახ. თსუ სოხუმის ფილიალის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში. ამ დროიდან ის კურირებს სოხუმის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას – ამჟამად უკავია უმაღლესი სასწავლებლის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის სამსახურის უფროსის თანამდებობა, არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომების მთავარი სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა სერიის მთავარი რედაქტორი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით გამოიცა ამ სერიის 2 (I – 2007 და V – 2008) სქელტანიანი ტომი.

ცალკე უნდა აღინიშნოს პროფ. ზურაბ პაპასქირის მოღვაწეობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ის წლების მანძილზე ეწეოდა ნაყოფიერ საქმიანობას ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში (ხელმძღვ. აკად. როინ მეტრეველი). . პაპასქირი იყო აღნიშნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე; არის პერიოდული სამეცნიერო გამოცემის (წელიწდეულის) – ქართული დიპლომატიის“  სარედაქციო კოლეგიის წევრი. . პაპასქირი არის ერთ-ერთი ძირითადი ავტორი და სარედაქციო კოლეგიის წევრი ცენტრის მიერ მოზადებული ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევების“  ორტომეულისა (თბ., 1998) და ქართული დიპლომატიის ისტორიის“  პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოსი. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო აგრეთვე ცენტრის მიერ განხორციელებულ სხვა მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტებში. კერძოდ მის მიერ მომზადებული მასალები შესულია ისეთ სოლიდურ გამოცემებში, როგორიცაა: ქართული დიპლომატიის ლექსიკონის“  ორტომეული (თბ., 1998, 1999), ივანე ჯავახიშვილი. ენციკლოპედიური ლექსიკონი“ (თბ., 2002). ამავე დროს, . პაპასქირი არის თითოეული ამ გამოცემის სარედაქციო კოლეგიის წევრიც. მანვე, ცენტრის თანამშრომელ გოჩა საითიძესთან ერთად, შეადგინა  პირველი სასწავლო პროგრამა სტუდენტებისათვის ქართული დიპლომატიის ისტორიაში“  (თბ., 2001). ის მონაწილეობდა ამავე ცენტრის მიერ მომზადებული ქართული დიპლომატიის ისტორიის“  ქრესტომათიის შექმნაშიც. პარალელურად, ზ. პაპასქირი თსუ საერთაშორისო სამართლის სპეციალობაზე კითხულობდა ლექციების კურსს ქართული დიპლომატიის ისტორიაში“.  1994-2006 წლებში დიდ მუშაობას ეწეოდა . პაპასქირი აგრეთვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის სადისერტაციო საბჭოში. ამ ხნის მანძილზე . პაპასქირი, როგორც სადისერტაციო საბჭოს წევრი,  იყო 14 სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციის ოფიციალური ოპონენტი.

. პაპასქირი აქტიურად თანამშრომლობს რადიოსა და ტელევიზიასთან, სისტემატიურად იღებს მონაწილეობას საქართველოს რადიოსა და სხვადასხვა სატელევიზიო კომპანიების პუბლიცისტურ გადაცემებში. მას სამნახევარი წლის განმავლობაში მიჰყავდა ლექციების კურსი აფხაზეთის ისტორიაში (რუსულ ენაზე) აფხაზეთის რადიოთი (საქართველოს რადიოს I არხზე). აღნიშნული სალექციო მასალის ქართული ვარიანტი გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაცია: საზოგადოებრივი პროგრამების ფონდის“  პერიოდულმა ორგანომჩვენი გაზეთი“. ამ ციკლის ცალკეული ნაწილები გამოაქვეყნა გაზ. „Свободная Грузия“-მაც.  2003. . პაპასქირმა რუსულ ენაზე გამოსცა რადიოში წაკითხული კურსის მოკლე ვარიანტი („О национально-государственном облике Абхазии/Грузия“. Тб., 2003), ხოლო 2004 და 2007 წლებში უკვე აღნიშნული სალექციო კურსის სრული ქართული ვარიანტი ორ წიგნად (ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიის წარსულიდან“. ნაკვ., I. თბ., 2004; ნაკვ. II. თბ., 2007). 2009წ. გამოიცა აღნიშნული ორტომეულის რუსული შევსებული და განახლებული ვარიანტი – Абхазия. История без фальсификации“ 2010 წელს კი გამოვიდა აღნიშნული ნაშრომის მეორე შევსებული და ჩასწორებული გამოცემა.   

პროფ. ზურაბ პაპასქირი 150-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის 12 მონოგრაფიისა და წიგნის, ავტორია. გარდა ამისა, მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე 150-ზე მეტი საგაზეთო პუბლიკაცია და 200-მდე ენციკლოპედიური ხასიათის სტატია. . პაპასქირის ნაშრომები ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ (მათ შორის, უცხოურ) სამეცნიერო გამოცემებში, განთავსებულია  ინტერნეტში. 2009წ. გამოიცა . პაპასქირის სქელტანიანი წიგნი: „და აღმოცისკრდა საქართველო – ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“, რომელშიც შევიდა სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი (20) ნაშრომები. ეს არის (ზემოთდასახელებულ მონოგრაფიებთან და წიგნებთან ერთად) მეცნიერის 35 წლიანი ნაყოფიერი კვლევითი საქმიანობის ერთგვარი შეჯამება, რომელშიც მეტ-ნაკლებად სრულადაა წარმოჩენილი ზურაბ პაპასქირის, მრავალფეროვანი წარმატებული მოღვაწეობა ეროვნული ისტორიის მეცნიერული შეწავლის საქმეში. სწორედ ამ მოღვაწეობის დაფასებაა ის, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულმა რუსთაველის ფონდმა მას მიანიჭა (2010წ.) რუსთაველის  სტიპენდია. . პაპასქირი არჩეულია აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის, მეცნიერებისა და კულტურის აკადემიის ფაზისისაკადემიკოსად; არის გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომისიის წევრი; დაჯილდოებულია (2002წ.) ღირსების მედლით.

პროფ. ზურაპ პაპასქირს ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი. მისი ვაჟი – თეიმურაზ პაპასქირი, ისტორიის დოქტორი, არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სრული პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი (2000-2003წწ.), მოპოვებული აქვს (2009წ.) ახალგაზრდა მეცნიერთათვის საქართველოს პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტი.