5. საქართველოს სამხედრო და სახელმწიფო ჯილდოები

                    ეროვნული გმირის ორდენი
საქართველოს ეროვნული გმირის წოდება არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო წოდება, რომელიც ენიჭება პირს საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული ქმედებებისათვის.







               წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი ენიჭება პირს საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.






        მხედრული მამაცობის ორდენი
მხედრული მამაცობის მედლით ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, პოლიციის მუშაკები მამულის დაცვისას პიროვნული მამაცობისა და მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედული მოქმედებისათვის.







                    დავით აღმაშენებლის ორდენი
     "თუ ქვეყნისა და ღვთის რჯულის დასაცავად ვიბრძოლებთ,
     არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა ლაშქარს, არამედ თვით
     ეშმაკებსაც დავამარცხებთ" (დავით IV აღმაშენებელი).
 დავით აღმაშენებლის ორდენით ჯილდოვდებიან სამოქალაქო, სამხედრო და სასულიერო პირნი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწენი ქართველი ერის წინაშე უდიდესი ღვაწლის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და აღორძინების, საზოგადოების კონსოლიდაციის, დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისთვის.


          საბრძოლო დამსახურების მედალი
საბრძოლო დამსახურების მედლით ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურენი და სამოქალაქო პირნი სამშობლოს დაცვისა და ერთიანობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული პიროვნული დამსახურებისათვის.




                                               ვახტანგ გორგასლის ორდენი
  ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურენი, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები. ვახტანგ გორგასლის ორდენი სამი ხარისხისაა. დაჯილდოება ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:

III ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისთვის.

II ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ მიცემული საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისათვის.

I ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების, თავდადებისა და თავგანწირვისათვის.
Comments