საისტორიო ძიებანი


ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის წელიწდეული 

 

მთავარი

წელიწდეულები

სარედაქციო კოლეგია 

English

Russian

საკონტაქტო

ინფორმაცია

 

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის ყოველწლიური სამეცნიერო ორგანოს (წელიწდეულის) „საისტორიო ძიებანი“-ს გამოცემა დაიწყო 1998 წლიდან. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაცია ათეული წლების მანძილზე აფხაზეთში ეწეოდა ნაყოფიერ მოღვაწეობას ისტორიული ცოდნის გავრცელებისა და პროპაგანდის საქმეში. ამ მხრივ განსაკუთრებით პოზიტიური იყო ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის საქმიანობა XXს. 70-80-იან წლებში, როდესაც მას სათავეში გამოჩენილი აფხაზი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფ. გიორგი ძიძარია ედგა. გასული საუკუნის 90-იანი წლების დამდეგიდან აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შედეგად ორგანიზაციამ ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა. 1998წ. გაზაფხულზე აფხაზეთიდან გამოსულმა ისტორიკოსებმა თბილისში აღადგინეს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაცია და დააფუძნეს მისი პერიოდული (წელიწდეული) სამეცნიერო ორგანო „საისტორიო ძიებანი“. კრებულის სარედაქციო კოლეგიაში შევიდნენ ცნობილი მეცნიერი-ისტორიკოსები, ძირითადად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის (ამჟამად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის) პროფესორ-მასწავლებლები. უკვე გამოვიდა კრებულის 9 (1998-2006წწ.) ტომი. მათში დაბეჭდილია სტატიები საქართველოს ისტორიის, მსოფლიო ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ქართული სამართლის ისტორიისა და თანამედროვე ქართული კანონმდებლობის, პოლიტოლოგიისა და ა.შ. აქტუალურ პრობლემებზე. კრებული განკუთვნილია როგორც სპეციალისტების, ასევე ფართო მკითხველი საზოგადოებისათვის.