იუდაიზმი


უდაიზმი ყველაზე უძველესი რელიგიაა რელიგიათა შორის.  მისი

ჩამოყალიბების ისტორია განუყრელადაა დაკავშირებული ებრაელი ხალხის

ისტორიასთან.

იუდაიზმი წარმოიშვა ძვ.წ. I  ათასწლეულში პალესტინაში და უმთავრესად

ებრაელთა შორის გავრცელდა.

ძველებრაული ტომები ძველი ეგვიპტისა და მის გარშემო ტერიტორიაზე

ცხოვრობდნენ და ძირითადად მეცხოველეობას მისდევდნენ.  ბიბლიური

ტრადიციით მომთაბარე მესაქონლეტომები  (ებრაელები)  ძვ.წ. XIII  საუკუნეში

ეგვიპტიდან უდაბნოში გაიქცნენ. პალესტინის დაპყრობისა და ბინადარ ცხოვრებაზე

გადასვლის შემდეგ ებრაელთა შორის მრავალღმერთიანობა  (პოლითეიზმი)

გავრცელდა.  ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას  (ძვ.წ. XI  საუკ.)  მოჰყვა

ებრაელთა ღმერთის იაჰვეს კულტის დამკვიდრება იერუსალიმში.  ჩვ.წ. –მდე

დაახლოებით 1000  წელს მეფე იოსიმ გააუქმა ყველა ღმერთის კულტი,  გარდა

იაჰვესი.  ამ დროისათვის ყალიბდებოდა უკვე იუდაიზმის ძირითადი რელიგიური

დოგმატები:  იაჰვეს აღიარება ერთადერთ ღმერთად;  რწმენა იაჰვეს და ებრაელთა

შორის დადებული აღთქმისა; ,,ისრაელის ძეთა”  მიჩნევა ღმერთის რჩეულ ერად;

ღვთის გამოცხადება სინას მთაზე და სხვ.

იუდაიზმის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა პოლიტიკურმა

ფაქტორმაც – ძვ.წ. 586  წელს ბაბილონის მიერ იუდეის სახელმწიფოს განადგურებამ

და ,,ბაბილონის ტყვეობამ”.

533  წელს,  ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ,  ებრაელებმა

იერუსალიმში იაჰვეს სადიდებლად სოლომონის ტაძარი აღადგინეს,  დაწესეს

დღესასწაული ხანუკა (,,განახლება”)  და ჩამოაყალიბეს ახალი თემი –  იუდეველები

(იუდას,  პატრიარქ იაკობის შვილის,  შთამომავლები).  მათ ამ თემში არ შეიყვანეს ისინი, ვინც ტყვეობაში არ იყვნენ ნამყოფი და პალესტინაში დარჩნენ.

ახალი რელიგიური თემის გარეთ დარჩენილმა ებრაელებმა ცალკე თემი შექმნეს,

რომელთაც სამარიელები  ეწოდათ.  მოგვიანებით სხვა რელიგიურ-პოლიტიკური

პარტიებიც წარმოიქმნა - ფარისევლების, სადუკევლების, ნაზორეველთა.

ცნობები იუდაიზმის საფუძვლების შესახებ მოცემულიაბიბლიის პირველი

ნაწილში, ძველი აღთქმაში, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგება: 1.თორა ან რჯული,

რომელიც მოსეს ხუთ წიგნს მოიცავს; 2.წინასწარმეტყველებანი და 3.წერილები.

ძველი აღთქმის წიგნები იწერებოდა ძვ.წ. XIII-I  საუკუნეებში,  სადაც ძირითადად

განხილულია ძველი ებრაული რელიგიური სოციალური,  ეკონომიკური,

კულტურული და პოლიტიკური ცხოვრების ისტორია,  ხოლო ახალი აღთქმა ანუ

სახარება ასახავს ქრისტეს მოვლინებას და მის ცხოვრებას.  ებრაელები არ

აღიარებდნენ ქრისტეს მესიად მოვლენას, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ მესია უნდა

მოვლენილიყო არა ყველასათვის, არამედ მხოლოდ ებრაელთათვის.

იუდაიზმის კანონიკური საფუძვლები ჩამოაყალიბა ებრაელთა მამამთავარმა

მოსემ.  იუდაიზმის უმთავრეს წყაროდ ითვლება მოსეს ხუთწიგნეული,  ხუმაში  ანუ

თორა,  რომელიც დაახლოებით ჩვ.წ.-მდე XVI  საუკუნეშია შექმნილი.  თორისა და

ძველი აღთქმის სხვა კანონიკური წიგნების შემდეგ ებრაელების  (ისრაელიანების)

წმინდა წიგნებად ითვლება თალმუდი და კაბალა ,  რომლებშიც თეორიული

საკითხებია გაშუქებული და ღვთისმსახურების წესებია მოცემული.

იუდაიზმი არის მასორული და თალმუდური.  ბიბლიურია რაც ბიბლიით

წარმოდგება.  თალმუდი კი წარმოადგენს კრებულს,  რომელიც შეიცავს

სამართლებრივ ნორმებს,  რელიგიურ მიწერილობებს,  კანონებს,  ღვთისმეტყველურ

11მსჯელობებს კულტისა და დოგმატის შესახებ,  ეთიკურ ნორმებს,  ცნობებს მეცნიერების სხვადასხვა დარგებიდან,  ზღაპრებს,  ლეგენდებს,  მითებს და სხვ.

თალმუდის ავტორები ჩააგონებენ მორწმუნეებს მოთმინებას და მორჩილებას. ისინი

ქადაგებენ უძრაობასა და სამყაროს უცვლელობას,  მოუწოდებენ ადამიანებს

შეურიგდნენ ექსპლოატაციასა და ჩაგვრას.  ყველა ამ კანონებისა და ლოცვების

შესრულების გარეშე ებრაელი ვერ მოიპოვებს იმქვეყნიურ ცხოვრებას.

იუდაიზმი მონოთეისტური რელიგიაა:  იგი აღიარებს ერთადერთ ღმერთს,

სამყაროს შემქმნელს, იაჰვეს.

იუდაისტური მოძღვრების ძირითადი დოგმატები რაბინმა მოსე მაიმონიდმა XII

ს-ში რეზიუმეს სახით ჩამოაყალიბა: 1. არსებობს ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო;

2. ის ერთია; 3. ის უსხეულოა; 4. ის მარადიულია; 5. უნდა ვილოცოთ მხოლოდ მასზე;

6.  ღვთიური გამოცხადებანი ჭეშმარიტებაა; 7.  მოსე ყველაზე დიდი

წინასწარმეტყველია; 8. თორა მოსეს ღმერთმა უკარნახა; 9. მოსეს კანონის შეცვლა სხვა

კანონით არ შეიძლება; 10.  ღვთიური განგება მართავს სამყაროს; 11.  არსებობს

კეთილისათვის ჯილდო და ბოროტისათვის სასჯელი; 12. მესია ისრაელში მოვა; 13.


მკვდრეთით აღდგომა ჭეშმარიტებაა.

იუდაიზმი არ ცნობს ტაძრებს.  არ გააჩნია სასულიერო იერარქია.  მორწმუნეთა

გაერთიანებებს სინაგოგა ეწოდება,  მოძღვარს –  რაბინი.  იგი ასრულებს რიტუალებს

და სასულიერო განათლების პროცესს წარმართავს.

იუდეველთა ღვთისმსახურების ბირთვს დილის,  შუადღისა და საღამოს

ლოცვები შეადგენს.  მლოცველები სპეციალური მოსასხამით  (ტალითი)  და პატარა

ქუდით (თეფილინი) იმოსებიან.

იუდაიზმის მიმდევართა რელიგიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს

ასრულებს დღესასწაულები:  შაბათი –  სრული დასვენების დღე,  პასექი  (ფესახი),

რითაც ეგვიპტიდან გამოსვლას და გაზაფხულის ბუნიობის პირველ სავსე მთვარეს აღნიშნავენ;  ხანუქა (21  დეკემბერი),  რომელიც ებრაელთა 167  წლის  (ძვ.  წ.  აღ.)

აჯანყების წარმატებით დამთავრებას აღნიშნავს;  ფერიმი (  თებერვალ-მარტში),

რომლის დროსაც ებრაელი ქალის, ესთერის, ეროვნულ ღვაწლს იხსენებენ,მარხვა და

,,მონანიების დღე” – იომ-ქიფური. სადღესასწაულო დღეებში მორწმუნეები გალობენ,

კითხულობენ ბიბლიას, კლავენ საკლავს.

საქართველოში ებრაელები პირველად ძვ.წ. ა. VI საუკუნეში, ნაბუქოდონოსორის

მიერ იერუსალიმის დალაშქვრის შემდეგ,  გამოჩნდნენ. ებრაელების შემდეგი ნაკადი

ჩამოსახლდა ახ.  წ.  ა. 70-იან წლებში,  როდესაც რომაელებმა იუდეველთა აჯანყება

სისხლში ჩაახშვეს.  ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სახლდებოდნენ,

ვაჭრობდნენ,  მოგზაურობდნენ და ექსპორტ-იმპორტს მისდევდნენ,  რაც ხელს

უწყობდა ჩვენი ქვეყნის გარე სამყაროსთან ურთიერთობის გაღრმავებას.

ებრაელთა დასახლებები საქართველოს ბევრ რაიონში გვხვდება. ყველაზე დიდი

სინაგოგა თბილისისაა, შემდეგ – გორის, ქუთაისის, რუსთავის, ბათუმის, ახალციხის,ონის და ა.შ.